Jump to content

AMD-მ ისაუბრა სტრიმერებისთვის ახალ შესაძლებლობებზე Radeon RX 7900-ში და საფირმო პროგრამულ უზრუნველყოფა Adrenalin Edition-ზე


Recommended Posts

 AMD-Radeon-RX-7000-Graphics-Cards-RDNA-3-GPU-_5-low_res-scale-4_00x-Custom-scaled-very_compressed-scale-4_00x-scaled.jpg

დაიწყო AMD Radeon RX 7900 სერიის ვიდეო ბარათების გაყიდვები და გამოვიდა ახალი ბარათების პირველი საჯარო დრაივერი Adrenalin Edition 22.12.1. როგორც პრეზენტაციებიდან და პირველი მიმოხილვებიდანაა ცნობილი, RDNA 3 არქიტექტურა გვთავაზობს მედიაკონტენტის დამუშავების ორმაგ ბლოკს არამხოლოდ AV1 დეკოდირების, არამედ კოდირების მხარდაჭერით 8K@60FPS რეჟიმამდე. სხვა ფორმატებს შორის დამატებით აღსანიშნავია H.264 მხარდაჭერა ორი მიმართულების კადრებით - B-frames. ეს და სხვა მახასიათებლები აფართოებენ ვიდეო ბარათების გამოყენების შესაძლებლობებს კონტენტის შემქმნელებისა და სტრიმერებისთვის, - განაცხადა AMD-მ. 

image.png 

ვიდეო ჩაწერისა და სტრიმინგის პარამეტრების ჩანართი Adrenalin Edition-ში. წყარო: AMD Community 

საზოგადოებისთვის განკუთვნილ შეტყობინებაში AMD საუბრობს ვიდეო ბარათების  პროგრამულ უზრუნველყოფა Adrenalin Edition-ის მართვის პანელში არსებულ ახალ შესაძლებლობებსა და ფუნქციებზე, რომლებიც განკუთვნილია ვიდეოსა და ტექსტის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, კერძოდ ხელმისაწვდომია: 

  • გაუმჯობესებული გაფილტვრა (Enhanced Filtering) და კადრების წინასწარი ანალიზის ტექნოლოგია კოდირებამდე მიაღწევს ოპტიმალურ ხარისხს კადრების გაჭედვის გარეშე. 

  • მანქანურ სწავლებაზე დამყარებული ადაპტაციური ტექნოლოგია გამოიყენება თამაშის ინტერფეისისა და ტექსტის გადაცემის ხარისხის გასაუმჯობესებლად დაბალი ბიტრეიტით გადაცემის დროს (გაფართოება 1080p და ნაკლები). 

  • კომპანია გვახსენებ, რომ ადრე წარდგენილი ხმის ჩახშობის ტექნოლოგია AMD Noise Suppression, რომელიც მუშაობს შემავალი და გამომავალი მოწყობილობებისთვის, შეიძლება გამოყენებულ იქნას აუდიოს ხარისხის გასაუმჯობესებლად. 

უამრავ კვლევებზე დაყრდნობით კომპანია აღნიშნავს, რომ AMD Noise Suppression-ს აქვს 4-ჯერ ნაკლები გავლენა თამაშის წარმადობაზე კონკურენტებთან შედარებით, თუმცა მაინც აფიქსირებს საერთო ხარისხის უფრო მაღალ დონეს. 

ენკოდერ AMD AV1-ის მხარდაჭერა RX 7000  სერიაში დაემატა პოპულარულ აპლიკაცია OBS Studio 29.0-ის ბეტა-ვერსიაში, ფინალური ვერსიის გამოსვლა მოსალოდნელია დეკემბერში მოგვიანებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.