Jump to content

AMD Radeon RX 7900 XTX აღმოჩნდა უფრო იაფი, მძლავრი და მომგებიანი, ვიდრე NVIDIA RTX 4080


Recommended Posts

გამოქვეყნდა ახალი AMD Radeon RX 7900 XT და Radeon RX 7900 XTX ვიდეო ბარათების ოფიციალური მიმოხილვები, რომელთა საფუძველზე შეგვიძლია შევაფასოთ რამდენად გაართვა თავი AMD-მ ანონსის დროს დასახულ ამოცანებს. 

RDNA3-ის შედარება Ada Lovelace-თან ღირს მხოლოდ 4K გაფართოების პირობებში (რეითრეისინგით და მის გარეშე), რადგანაც ისინი ორიენტირებულია კონკრეტულად ბაზრის პრემიალურ სეგმენტზე. 

image.jpeg 

როგორც მოსალოდნელი იყო, AMD-ს ორივე ახალი ვიდეო ბარათი კონკურენციით ახლოსაც ვერ მიდის ფლაგმანურ RTX 4090-თან (სარეკომენდაციო ფასი 1600 აშშ დოლარი). თუმცა, რეითრეისინგის გარეშე თამაშების უმეტესობაში AMD-ის ფლაგმანი RX 7900 XTX (სარეკომენდაციო ფასი 1000 აშშ დოლარი) აღემატება RTX 4080-ს (სარეკომენდაციო ფასი 1200 აშშ დოლარი), რაც გეიმერებისთვის აღმოჩენაა. ზოგიერთ თამაშში AMD-ის ჩიპი კონკურენტზე 20%-მდე სწრაფია, თუმცა რეითრეისინგის ჩართვისას სიტუაცია რადიკალურად იცვლება: RX 7900 XTX კონკურენტს წარმადობით საშუალოდ 12-15%-ით ჩამორჩება. 

AMD-ის ამაჩქარებლების ენერგომოხმარება და გაცხეების დონე ტრადიციულად ოდნავ მაღალია - დაახლოებით 10%-ით. ფასს რაც შეეხება, ფლაგმანური RX 7900 XTX 10%-ით ძვირი და 20%-ით მძლავრია RX 7900 XT-სთან შედარებით. AMD-ის უმცროსი ჩიპი გეიმინგში RTX 3090 Ti-ს დონეზე იმყოფება. 

ამრიგად, შეჯამების სახით შეიძლება ითქვას - მიუხედავად იმისა, რომ RTX 4080 უკეთესად მუშაობს რეითრეისინგის მხარდაჭერის მქონე თამაშებში, გეიმერების უმეტესობისთვის AMD-ის ბარათი მაინც უფრო მომგებიანია: იგი 200 აშშ დოლარით იაფია და ოდნავ უფრო ძლიერი. 

Link to comment
Share on other sites

კი გეიმერისთვის 7900xtx უკეთესი ვარიანტია ნამდვილათ 1000$ ფარგლებში თუ შეძლებენ ყიდვას 2k-4k გაფართოვებისთვის 24 vs 16GB vram, 1000$ vs 1200$ ფასი, მაგრამ როგორც კი RT ურთავ მანდ იცვლება უკვე სიტუაცია და 4080 წინ ერთი 10-15ფპს სულ მცირე ალბათ 2K, ზოგან შეიძლება მეტიც იყოს სხვაობა, რენდერში და გრაფიკულ აპებშიც ნვიდია იმარჯვებს, ზოგან საკმაოთ დიდი ჩამორჩენაა, მაგეების გათვალისწინებით უკვე ლოგიკურია ეგ სხვაობა, შეიძლება ზოგ თამაშებში დიდია უფრო 4080 ჩამორჩენა იგივე 2K მაგრამ ბევრ მიმოხილვებში საშვალო ჩამორჩენა 2-4% ფარგლებშია მარტო ყველა დატესტილი თამაშების გათვალისწინებით სტოკზე და ერთიდაიგივე წარმადობის მოდელებზე, მაგრამ ვისაც არ ჭირდება არც რენდერი და სხვა გრაფიკული აპები და არც RT, მაგ შემთხვევაში ამდ უკეთესი ვარიანტი გამოდის, ვისაც ჭირდება ლოგიკური სხვაობაა ფასში და ეგენი ალბათ ნვიდიას აიღებენ მაინც, დაახლოებით ერთ ფასში უკვე ნვიდია ჯობია მაინც მაგ ყველაფრის გამო, სად რა დაგჭირდება კაცმა არ იცის, 3090Ti უკეთესი ფპს კი აქვს ისე მაგ ახალ კარტას RT 2K და ძირითადათ ყველა თამაშებში 60ფპს+ მეტი აქვს წარმადობა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.