Jump to content

Binance-მა შეაჩერა ზოგიერთი აქტივის გატანის პროცესი ფასების „ანომალიური“ რყევების გამო


Recommended Posts

image.png 

კრიპტო ბირჟა Binance-მა შეაჩერა რამდენიმე აქტივის გატანა და შეზღუდა ზოგიერთი მომხმარებლის ანგარიშები „გარკვეულ სავაჭრო წყვილებში ფასების ანომალიური მოძრაობის გამო“. 

„ჩვენთვის ცნობილია ფასების ანომალიური მოძრაობის შესახებ Binance-ზე ზოგიერთ სავაჭრო წყვილში, მათ შორის აქტივებში, როგორიცაა SUN, ARDR, OSMO, FUN და GLM. [...] ეს აქტივობა არ არის დაკავშირებული ანგარიშების გატეხვასთან ან API გასაღებების მოპარვასთან; თანხები უსაფრთხოდაა“, - ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში. 

როგორც ჩანს, საუბარია 10 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებზე. მაგალითად, Cosmo (OSMO) კოტირებები Binance-ზე გარკვეულ მომენტში გაიზარდა 460%-ით, შემდეგ კი დაეცა თითქმის წინა დონემდე. მსგავსი დინამიკა დაფიქსირდა სხვა ხსენებულ აქტივებშიც. 

image.png  

GLM/USD-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView 

image.png 

OSMO/USD-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. 

კრიპტო ბირჟის ხელმძღვანელ Changpeng Zhao-ს თქმით, გამოძიების დროს კომპანიამ დაადგინა, რომ ფასების არანორმალური რყევები დაკავშირებულია „ბაზრის ქცევასთან“. მან დაამატა, რომ Binance-მა დროებით დაბლოკა თანხის გატანის შესაძლებლობა იმ ანგარიშებიდან, რომლებმაც „მიიღეს მოგება“ რელევანტური ტრანზაქციების შედეგად.  

„ჩვენ ვიცით პლატფორმის მხრიდან მეტისმეტი ჩარევის კონცეფციის, „მეტისმეტი ცენტრალიზებული“ შეტევების შესახებ და ა.შ. არსებობს ბალანსი, რა დოზით უნდა ჩავერიოთ. ზოგჯერ მსგავსი რამ აუცილებელია ტავისუფალ ბაზარზე და ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ“ - განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში Binance-მა ფონდ SAFU-ს მოცულობა 1 მლრდ აშშ დოლარამდე გააფართოვა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.