Jump to content

Xiaomi 13 Pro-ს ოფიციალური წარდგენა - სამი 50-მეგაპიქსელიანი კამერა, Snapdragon 8 Gen 2 და ფასი 718 აშშ დოლარიდან


Recommended Posts

საბაზისო Xiaomi 13-ის გარდა ოფიციალურად იქნა წარდგენილი ახალი თაობის ფლაგმანური სმარტფონი Xiaomi 13 Pro. მასში გამოყენებულია იგივე აპარატული პლატფორმა, რაც საბაზისო მოდელში, თუმცა აქვს უფრო დიდი ეკრანი, მოწინავე კამერა და მხარდაჭერილია უფრო სწრაფი დამუხტვა. 

image.jpeg 

Xiaomi 13 Pro-ს აქვს 6.73-დუიმიანი დისპლეი Samsung AMOLED E6 პანელით, გაფართოება 3200 × 1440 პიქსელი და კადრის განახლების დინამიური სიხშირე 1-დან 120 ჰერცამდე. ეს ეკრანი გამოირჩევა სიკაშკაშის მაღალი, 1200 კდ/2 მახასიათებლით, მაქსიმალურმა სიკაშკაშემ კი შესაძლოა 1900 კდ/2-ს მიაღწიოს. ეკრანზე მხარდაჭერილია ტექნოლოგიები HLG, HDR10+ და Dolby Vision, დაზიანებისგან კი დაცულია Gorilla Glass Victus-ით. 

image.jpeg 

სმარტფონი აგებულია უახლეს ერთკისტალიან პლატფორმა Snapdragon 8 Gen 2-ზე ისევე, როგორც სტანდარტული Xiaomi 13. თუმცა გასაკვირი ის არის, რომ Xiaomi 13 Pro-ს გაგრილებაზე პასუხისმგებელია 3400 მმ2 ფართობის მქონე კამერა, რაც 1200 მმ2-ით ნაკლებია საბაზისო მოდელთან შედარებით. მოდიფიკაციების შესაბამისად სმარტფონს აქვს 8 ან 12 გბ LPDDR5X-8533 ოპერატიული მეხსიერება და 128, 256 ან 512 გბ UFS 4.0 ფლეშ-მეხსიერება სიჩქარით 3.5 გბ/წმ-მდე. 

ზომის გარდა Pro-ვერსიის განმასხვავებელი მახასიათებელია კამერები. უკანა პანელზე განთავსდა სამი მოდული. მთავარი კამერა აგებულია 50-მეგაპიქსელიან Sony IMX989 სენსორზე, დიაგონალი შეადგენს 1 დუიმს, პიქსელების ზომა - 1.6 მიკრომეტ - მსგავსი სენსორია გამოყენებული Xiaomi 12S Ultra-ში. უკანაზე პანელზე ასევე მოცემულია Leica-ს ოპტიკა f/1.9 დიაფრაგმითა და Hyper OIS ოპტიკური სტაბილიზაციით. 

image.jpeg 

მნიშვნელოვანი განახლება შეეხო ტელეფოტო მოდულს: იგი აგებულია გამოსახულების 50-მეგაპიქსელიან სენსორზე, აქვს ობიექტივი Leica Floating Lens დიაფრაგმით f/2.0 და სამმაგი ოპტიკური ზუმი. საინტერესოა ის, რომ მინიმალური ფოკუსური დაშორება მხოლოდ 10 სმ-ს შეადგენს. მესამე მოდულია ფართოკუთხიანი კამერა, რომელიც ასევე 50-მეგაპიქსელიანია და აქვს 14 მმ ოპტიკა f/2.2 ფოტოძალით. 

image.jpeg 

Xiaomi 13 Pro-ს აქვს 4820 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელზეც საფირმო ჩიპ Surge G1-ის წყალობით მხარდაჭერილია 120-ვატიანი სწრაფი დამუხტვა და 50-ვატიანი უსადენო დამუხტვა. ბოლო მათგანს ასევე შეუძლია სხვა გაჯეტების დამუხტვა 10 ვატამდე სიმძლავრით. ხელმისაწვდომია Dolby Atmos სტერეოდინამიკები Dolby Head მხარდაჭერით, ასევე ინფრაწითელი მოდული. 

Xiaomi 13 Pro დამზადებულია ალუმინისა და კერამიკისგან და ხელმისაწვდომია შავ, მწვანე და თეთრ ფერებში. ასევე გამოვა ვერსია ღია ცისფერ ფერში, რომლის უკანა პანელი დამზადებული იქნება „ნანოტყავისგან და მტვრისგან დაცული იქნება სპეციალური საფარით. მოწყობილობა მტვრისა და წყლისგან დაცულია IP68 სტანდარტის შესაბამისად. 

image.jpeg 

ჯერჯერობით Xiaomi-მ სიახლე მხოლოდ შიდა ჩინეთის ბაზრისთვის წარადგინა, სადაც სმარტფონები გაყიდვაში 14 დეკემბრიდან გამოვა. ჩინეთის ფასები ასე გამოიყურება: 

  • Xiaomi 13 Pro 8 გბ ოპერატიული და 128 გბ ფლეშ-მეხსიერებით - 4999 იუანი (დაახლოებით 718$), 

  • Xiaomi 13 Pro 8/256 გბ - 5399 იუანი (დაახლოებით $776), 

  • Xiaomi 13 Pro 12/256 გბ - 5799 იუანი (დაახლოებით 833$), 

  • Xiaomi 13 Pro 12/512 გბ - 6299 იუანი (დაახლოებით 905$). 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.