Jump to content

ევროკავშირმა დაასახელა ელექტრონიკის დამუხტვის ერთიან სტანდარტად USB Type-C-ის დანერგვის უკიდურესი ვადა


Recommended Posts

ევროკავშირმა დააწესა ზუსტი ვადა, რის შემდეგაც რეგიონში გაყიდული ყველა მობილური მოწყობილობა უნდა იყოს აღჭურვილი ერთიანი დამტენი პორტით - არჩეულ იქნა USB Type-C ინტერფეისი. კომპანიებს ვადა აქვთ 2024 წლის 28 დეკემბრამდე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: tomekwalecki / pixabay.com 

ამ თარიღის დაწესება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოავეყნა შესაბამისი კანონი. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ძალაში შევა 20 დღეში და ამ მომენტიდან ევროკავშირში შემავალ ქვეყნებს ექნებათ 24 თვე, რათა გადაწყვეტილება ადგილობრივ დონეზე გააფორმონ. ვადა მეტ-ნაკლებად შეესაბამება კანონის მიღებაში ჩართული პოლიტიკოსების ოფიციალურ განცხადებებს, მაგრამ ზუსტი თარიღი უცნობი რჩებოდა, რადგან რეგიონში სამართლებრივი ნორმები, როგორც წესი, რამდენიმე ეტაპად ამოქმედდება. 

კანონი ვრცელდება მობილურ ტელეფონებზე, პლანშეტებზე, ციფრულ კამერებზე, ყურსასმენებსა და პორტატულ გეიმინგ კონსოლებზე. მსგავსი ზომები გავრცელდება ლეპტოპებზეც, მაგრამ ეს არ მოხდება 2026 წლის აპრილამდე. ნორმა ვრცელდება მხოლოდ სადენიანი დამტენების შემთხვევაში - უსადენო დატენვა შესაძლებელია USB Type-C-ის გარეშე. ამ პორტის გამოყენება მოუწევს Apple-ს, რომელიც ჯერჯერობით iPhone-ებსაფირმო Lightning ინტერფეისით აკომპლექტებს. იურიდიულად კომპანია ახალ სტანდარტზე გადასვლას მხოლოდ 2025 წლის iPhone-ის გამოშვებით შეძლებს, მაგრამ რეალურად Apple-მა შესაძლოა გადაწყვიტოს შეცვლა კიდევ უფრო ადრე - შესაძლოა 2023 წელსაც კი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.