Jump to content

ევროკავშირში კრიპტო კომპანიები ვალდებულნი გახდებიან მომხმარებლების მონაცემები საგადასახადო ორგანოებს შეატყობინონ


Recommended Posts

image.png 

ევროკომისია გეგმავს დაავალდებულოს ვირტუალური აქტივების პროვაიდერები (VASP) - მომხმარებლის ანგარიშების შესახებ ინფორმაცია გადასცენ ეროვნულ ფისკალურ სერვისებს. 

ინიციატივა ხორციელდება ადმინისტრაციული თანამშრომლობის მერვე დირექტივის (DAC8) ფარგლებში. იგი გავრცელდება Stablecoin-ებზე, კრიპტო დერივატივებსა და NFT-ებზე. 

ევროკომისია სწავლობს მოთხოვნის გავრცელების შესაძლებლობას ევროკავშირის გარეთ ბაზირებულ VASP-ებზე. 

”ანონიმურობა ნიშნავს, რომ ციფრული აქტივების ბევრი მფლობელი, რომლებიც მნიშვნელოვან მოგებას იღებენ, ეროვნული საგადასახადო ორგანოების ყურადღების ცენტრში არ ხვდებიან. ეს მიუღებელია“, - განაცხადა ევროკავშირის საგადასახადო კომისარმა პაოლო ჯენტილონიმ. 

მისი თქმით მიღებული ზომები გააფართოვებს კრიპტოვალუტების რეგულირების კანონპროექტ MiCA-ს ნორმებს. ეს უკანასკნელი საშუალებას აძლევს მომხმარებელს ევროკავშირიდან გახსნას ანგარიშები „უკუ მოზიდვის“ პროცედურის გამოყენებით.

მანამდე საინფორმაციო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ევროკომისიის გეგმების შესახებ კრიპტო კომპანიებისგან 2.4 მლრდ ევროს გადასახადების შეგროვებასთან დაკავშირებით. 

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ევროკავშირის საბჭოს წევრებმა ხელი მოაწერეს კრიპტოვალუტის რეგულირების კანონპროექტ MiCA-ს. დოკუმენტი მოიცავს წესებს, რომლებიც ვრცელდება არაუზრუნველყოფილი კრიპტო აქტივების, Stablecoin-ების, ასევე სავაჭრო და კასტოდიალური პლატფორმების ემიტენტებზე. 

კანონპროექტის ტექსტი ევროპარლამენტმა ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს. სავარაუდოდ, იგი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 2023 წლის დასაწყისში გამოქვეყნდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.