Jump to content

Zotac, AXGaming და Colorful გამოუშვებენ GeForce RTX 4090 და RTX 4080 ვიდეო ბარათებს თეთრ ფერში


Recommended Posts

რამდენიმე კომპანია ამზადებს GeForce RTX 40 სერიის ვიდეო ბარათებს თეთრ ფერში. Zotac-მა წარადგინა მოდელები GeForce RTX 4090 AMP Extreme AIRO White Edition და RTX 4080 AMP Extreme AIRO White Edition, კომპანია AXGaming-მა - თეთრი GeForce RTX 4080 X3W, Colorful კი ამზადებს GeForce RTX 4090 iGame Lab Edition-ს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

კომპანია Zotac-ის წარმოების GeForce RTX 4090-სა და RTX 4080 AMP Extreme AIRO White Edition-ს ზუსტად ისეთივე მახასიათებლები აქვს, როგორც ორიგინალ AIRO ვერსიას. განსხვავებულია მხოლოდ დიზაინი. White Edition ვერსიის გაგრილების სისტემის გარეკანი და უკანა გამაძლიერებელი ფირფიტა თეთრი შეფერილობისაა. 

image.jpeg 

image.jpeg 

მოდელ GeForce RTX 4090 AMP Extreme AIRO White Edition-ის გრაფიკული ბირთვის სიხშირეა 2580 მჰც. ამავე წარმოების GeForce RTX 4080-ის GPU AD103-ის სიხშირე 2565 მჰც-ს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ Zotac ასევე აწარმოებს Trinity სერიის უფრო ხელმისაწვდომ მოდელებს, მაგრამ მათ არ აქვთ თეთრი ფერის დიზაინი. 

image.jpeg 

კომპანია AXGaming, რომელიც Innovision Multimedia-ის (Inno3D) ქვებრენდია, ცოტა ხნის წინ გამოჩნდა გეიმინგ ვიდეო ბარათების ბაზარზე. კომპანიას ასორტიმენტში უკვე აქვს GeForce RTX 4090 X3W მოდელი თეთრ-ლურჯი დიზაინით. ახლა კომპანიამ წარმოადგინა ვიზუალურად იდენტური GeForce RTX 4080 X3W. ახალი ვიდეო დაფა გამოვიდა ქარხნული აჩქარების მქონე და მის გარეშე არსებულ მოდიფიკაციებში. 

AXGaming GeForce RTX 4080 X3W (OC) ვიდეო ბარათებს აქვს გაგრილების მასიური სისტემები სამი ქულერით და პერსონალური კომპიუტერის კორპუსში გაფართოების სამ სლოტს იკავებენ. ვიდეო ბარათის OC ვერსიას მცირე ქარხნული აჩქარება აქვს. გრაფიკული პროცესორის სიხშირეა 2535 მჰც - ეტალონური მაჩვენებელი 2508 მჰც-ს შეადგენს. რადგანაც აჩქარება უმნიშვნელოა, ვიდეო ბარათის ენერგომოხმარება ეტალონურისგან არ განსხვავდება და შეადგენს 320 ვატს. 

image.jpeg 

ფოტოებზე წარმოდგენილ AXGaming GeForce RTX 4080 X3W (OC) ვიდეო ბარათებზე ჩანს, რამდენად მოკლე PCB არის გამოყენებული მასში. მისი სიგრძე მინიმუმ 40%-ით ნაკლებია გაგრილების სისტემაზე. გამაძლიერებელი ფირფიტის დიდ ფართობზე მოცემული ჭრილები უზრუნველყოფს ვიდეო ბარათის რადიატორიდან ცხელი ჰაერის უკეთ გაბნევას. 

ფრანგულ გამოცემა Overclocking.com-ის ცნობით Colorful ემზადება თეთრი GeForce RTX 4090 iGame Lab Edition-ის გამოსაშვებად. ამ ამაჩქარებლის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ არ არის ხელმისაწვდომი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბარათში გამოყენებული iGame Vulcan მოდელის თეთრი ფერის გაგრილების სისტემა.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Overclocking.com 

ამ დროისთვის უცნობია, რა დონის ენერგომოხმარება ექნება GeForce RTX 4090 iGame Lab Edition მოდელს. ორიგინალურ iGame Vulcan-ს აქვს სწრაფი აჩქარების ღილაკი, რომელსაც გადაყავvBIOS-ს OC რეჟიმში და ზრდის გრაფიკული ბარათის მაქსიმალურ ენერგომოხმარებას 550 ვატამდე. ხელმისაწვდომი იქნება თუ არა ეს ვარიანტი iGame Lab მოდელის შემთხვევაში, ჯერჯერობით უცნობია. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Overclocking.com 

პორტალ VideoCardz-ის მონაცემებით მოდელი GeForce RTX 4090 iGame Lab შემოთავაზებული იქნება ძალიან შეზღუდული ტირაჟით. კომპანია გეგმავს ამ ვიდეო ბარათის მხოლოდ 200 ეგზემპლარის გამოშვებას, თანაც აზიის ბაზრის გარეთ ბარათი არ გაიყიდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.