Jump to content

გამოცხადდა Intel-ის 2023 წლის გეგმები პროცესორებთან დაკავშირებით - Raptor Lake-S Refresh, Sapphire Rapids-WS და განსაკუთრებული Sapphire Rapids-SP სამუშაო სადგურებისთვის


Recommended Posts

Intel მომავალ კვირას აპირებს ვებინარის გამართვას ინვესტორებისთვის, სადაც ისაუბრებს სხვადასხვა პროდუქციის გამოშვების მიმდინარე გეგმებზე. ეს ინფორმაცია ინტერნეტში ვადაზე ადრე გავრცელდა. კომპანია აპირებს მომავალ წელს წარადგინოს განახლებული სამომხმარებლო Raptor Lake, ჩიპები სამუშაო სადგურებისთვის - Sapphire Rapids-WS, ასევე სპეციალური Sapphire Rapids-SP სამუშაო სადგურებისთვის. ყველა ახალი პროცესორი მომდევნო ხუთ კვარტლის განმავლობაში გამოვა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

გამოქვეყნებული პრეზენტაციის სლაიდების მიხედვით სამომხმარებლო პროცესორების განახლებული Raptor Lake-S Refresh სერი გამოვა მომავალი წლის მესამე კვარტალში - ერთი წელი არ იქნება გასული პირველი მე-13 თაობის Intel Core პროცესორების გამოშვებიდან. 

image.jpeg 

Intel Raptor Lake-S Refresh. ფოტოს წყარო: Twitter / @9550pro 

Intel-ის სამომხმარებლო პროცესორების სამომავლო გეგმის თანახმად კომპანია მე-13 თაობის ყველა Core მოდელს განაახლებს TPD-ის 125, 65 და 35 ვატი მაჩვენებლებით. აღსანიშნავია, რომ ამჟამად კომპანიას ჯერ კიდევ არ გამოუშვია Raptor Lake პროცესორები TDP-ის ნომინალურ 125 ვატზე ნაკლები მაჩვენებლით. მათი ანონსი მოსალოდნელია იანვრის დასაწყისში. 

image.jpeg 

Intel-ის ჩიპსეტების სამომავლო გეგმა 

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომპანია არ გეგმავს დედა დაფის ახალი სერიის გამოშვებას განახლებული Raptor Lake-S Refresh პროცესორებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა მომავალი განახლებული Raptor Lake მოდელი იმუშავებს Intel 700 სერიის ჩიპსეტების მქონე დედა დაფებზე. ამჟამად ამ სერიის ჩიპსეტებში წარმოდგენილია მხოლოდ უფროსი მოდელი Intel Z790. კომპანია აგრეთვე წარადგენს H770 და B760 ჩიპსეტებს, საბაზისო სეგმენტში კი დარჩება H610. 

image.jpeg 

განსაკუთრებული პლატფორმები Sapphire Rapids-WS (Intel Xeon W-3400) 

სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილ Sapphire Rapids-WS პლატფორმის ფარგლებში Intel გამოუშვებს პროცესორების ორ სერიას: Xeon W-3400 და Xeon W-2400. პირველ მათგანში წარმოდგენილი იქნება 12-დან 56-მდე ბირთვი 24-დან 112-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით და იმუშავებენ 4.8 გჰც სიხშირეზე. ამ პროცესორებს ექნება 30-დან 105 მბ-მდე L3 ქეშ-მეხსიერება და TDP-ის ნომინალური მაჩვენებელი - 220-დან 350 ვატამდე. 

image.jpeg 

Intel Xeon W-3400-ის მოდელების ხაზი 

Intel Xeon W-3400 სერიის პროცესორების ნაწილს ექნება განბლოკილი მულტიპლიკატორი, რაც შესაძლებელს გახდის მათ მექანიკურ აჩქარებას. ჩიპებს ექნბა 4 ტბ-მდე რვაარხიანი DDR5-4400 და DDR5-4800 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების, აგრეთვე 112 PCIe 5.0 ხაზის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

განსაკუთრებული პლატფორმები Sapphire Rapids-WS (Intel Xeon W-2400) 

Xeon W-2400 სერიაში შევა ჩიპები 6-დან 24-მდე ბირთვით, 12-დან 48-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით. მათ ექნება 15-დან 45 მბ-მდე L3 ქეშ-მეხსიერება და იმუშავებენ 4.8 გჰც-მდე სიხშირეზე. ამ პროცესორების TDP-ის ნომინალური მაჩვენებელი იქნება 110-დან 225 ვატამდე. 

image.jpeg 

Intel Xeon W-3400-ის მოდელების ხაზი 

image.jpeg 

Xeon W-2400 სერიის მოდელების ნაწილსაც ექნება განბლოკილი მულტიპლიკატორი. პროცესორებს ექნება 2 ტბ-მდე DDR5-4400 და DDR5-4800 სტანდარტების ოპერატიული მეხსიერებისა და 65 PCIe 5.0 ხაზის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

განსაკუთრებული პლატფორმები Sapphire Rapids-SP სამუშაო სადგურებისთვის 

სასერვერო დონის Sapphire Rapids-SP პროცესორებში წარმოდგენილი იქნება მე-4 თაობის Xeon Scalable სერიები მოდელებით Platinum, Gold, Silver და Bronze. Xeon Scalable Platinum სერიის ჩიპებს ექნება 36-დან 56-მდე გამომთვლელი ბირთვი 72-დან 112-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით. ამ ჩიპებში არ იქნება წარმოდგენილი ტექნოლოგია Intel Boost Max 3.0, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება Sapphire Rapids-WS სერიის სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილ მოდელებში, ამიტომ ჩიპების მაქსიმალური ტაქტის სიხშირე 3.8 გჰც-ს შეადგენს. ამ პლატფორმას ექნება 80 PCIe 5.0 ხაზისა და 4 ტბ-მდე DDR5-4800 ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა პროცესორის ერთ კონექტორზე. ჩიპების ნომინალური TDP-ის დონე იქნება 300-დან 350 ვატამდე. 

image.jpeg 

Intel Sapphire Rapids-SP სერიის მოდელების ხაზი სამუშაო სადგურებისთვის (Xeon Platinum 8400) 

Gold მოდელებს ექნება 8-დან 32-მდე ბირთვი 16-დან 64-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით და იმუშავებენ 4.1 გჰც-მდე სიხშირეზე. პროცესორებში ხელმისაწვდომი იქნება 22.5-დან 60 მბ-მდე L3 ქეში, TDP-ის დონე კი შეადგენს 185-დან 250 ვატამდე მოდელის შესაბამისად. ოპერატიული მეხსიერების სტანდარტი და მოცულობა, აგრეთვე PCIe 5.0 ხაზების რაოდენობა Platinum მოდელების იდენტური იქნება. 

image.jpeg 

Intel Sapphire Rapids-SP სერიის მოდელების ხაზი სამუშაო სადგურებისთვის (Xeon Gold 6400) 

Silver სერია წარმოდგენილი იქნება ორი მოდელით: 12 და 20 გამომთვლელი ბირთვის მქონე პროცესორებით, რომელთაც ექნება 24 და 40 ნაკადის მხარდაჭერა, შესაბამისად. ორივე ჩიპი იმუშავებს 3.9 გჰც სიხშირეზე. პროცესორებს ექნება 30 და 37.5 მბ L3 ქეში. მათი TDP-ის მაჩვენებელი შეადგენს 150 და 165 ვატს, შესაბამისად. 

image.jpeg 

Intel Sapphire Rapids-SP სერიის მოდელების ხაზი სამუშაო სადგურებისთვის (Xeon Silver 4400 და Bronze 3400) 

Bronze სერია წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ერთი რვაბირთვიანი მოდელით მრავანაკადიანი ტექნოლოგიის მხარდაჭერის გარეშე. პროცესორი იმუშავებს 1.8-1.9 გჰც სიხშირეზე, ექნება 22.5 მბ L3 ქეშ-მეხსიერება და TDP-ის დონე - 125 ვატი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.