Jump to content

NVIDIA მომავალი თაობის არქიტექტურას 2024 წელს წარადგენს


Recommended Posts

image.jpeg 

ტექნოლოგიურ კონფერენცია Arete-ზე კომპანია NVIDIA-ს ინტერესები წარადგინა ვიცე-პრეზიდენტმა Ian Buck-მა, რომელიც პასუხისმგებელია გამოთვლების დაჩქარებაზე. ამიტომ კანონზომიერია, რომ მისი გამოსვლიას გაჟღერებული თემები ძირითადად ეხებოდა სერვერების სეგმენტსა და სასერვერო ცენტრალურ პროცესორებს, რომლებიც მალე გამოჩნდება კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტში. 

ღონისძიების დასასრულს NVIDIA-ს წარმომადგენელმა გააკეთა მნიშვნელოვანი შენიშვნა, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის იქნება საინტერესო. პირველ რიგში მან დაადასტურა, რომ კომპანია მზადაა ახალი ცენტრალური და გრაფიკული პროცესორების წარდგენისთვის ყოველ ორ წელიწადში, ასევე სპეციალიზებული ამაჩქარებლები განახლდება ამავე პერიოდულობით. მეორე, მან ხაზი გაუსვა, რომ არქიტექტურა Hopper-ის შთამომავლის წარდგენა 2024 წელს შედგება. საუბარი, რა თქმა უნდა, ეხება გამოთვლითი ამაჩქარებლების არქიტექტურას, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დასახელებულ ვადაში დაანონსდეს ახალი გეიმინგ არქიტექტურაც. 

NVIDIA-ს ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამჟამინდელ პირობებში კომპანია არ ელის, რომ დამკვეთები ახალ ტექნოპროცესზე გადავლენ, რათა დააანონსოს ახალი არქიტექტურა საკუთარი გრაფიკული პროცესორებისთვის. ახალი პროდუქტების ანონსის სიხშირე განისაზღვრება ბაზრის მოთხოვნებით შესაბამის სფეროში კომპანიის საკუთარ შესაძლებლობებთან ერთად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.