Magdalena Posted December 7, 2022 Share Posted December 7, 2022 კომპანია Xiaomi აწარმოებს არა მხოლოდ სმარტფონებს, პლანშეტებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას, არამედ Windows-ზე დამყარებულ ლეპტოპებს. კომპაქტური კომპიუტერები და ნეტტოპები ჯერ არ შედის მწარმოებლის ასორტიმენტში, თუმცა რამდენიმე ჩინური წყაროს ცნობით უახლოეს მომავალში ეს ვითარება შეიძლება შეიცვალოს. ფოტოს წყარო: Weibo Xiaomi-ს 1 დეკემბერს უნდა წარედგინა ფლაგმანური Xiaomi Mi 13 სმარტფონების ახალი სერია, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო კომპანიამ პრეზენტაციის ვადა გადაწია. რამდენიმე ჩინური წყაროს ინფორმაციით ამავე ღონისძიებაზე კომპანია აგრეთვე აპირებს თავისი პირველი კომპაქტური ფორმ-ფაქტორის კომპიუტერების წარდგენას. სავარაუდოდ, ორივე სისტემა უკვე იხილა ადამიანების შეზღუდულმა ჯგუფმა დახურულ კარს მიღმა. ერთ-ერთი სიახლე იქნება კომპაქტური დესკტოპ პერსონალური კომპიუტერი მთლიანად ალუმინის კორპუსით. ამ სისტემის შესახებ ცნობები ჯერ პრაქტიკულად არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კომპიუტერი დაკომპლექტებული იქნება 100 ვატი სიმძლავრის SFF ფორმატის კვების ბლოკით. გამოქვეყნებული ფოტოების თანახმად სისტემაში შესაძლებელია დისკრეტული ორსლოტიანი ვიდეო ბარათის განთავსება, თუმცა ასეთ შემთხვევაში უფრო მძლავრი კვების ბლოკი იქნება საჭირო. ინსაიდერების მონაცემებით Xiaomi ასევე გამოუშვებს კომპაქტურ ნეტტოპს რვაბირთვიან მობილურ პროცესორ AMD Ryzen 7 6800H-ის ბაზაზე, რომლის ნომინალური TDP-ის დონე 45 ვატია და ტაქტის სიხშირე 4.7 გჰც-მდე. ამ ჩიპს აქვს ინტეგრირებული გრაფიკა Radeon 680M არქიტექტურა RDNA 2-ით. წყაროს თანახმად ნეტტოპი შემოთავაზებული იქნება ორ კონფიგურაციად. ვარიანტი ოპერატიული მეხსიერებისა და SSD-ის გარეშე გაიყიდება დაახლოებით 430 აშშ დოლარად. 16 გბ ოპერატიული მეხსიერებისა და 512 გბ SSD-ის მქონე ვერსიის ფასი იქნება დაახლოებით 570 აშშ დოლარი. https://tinyurl.com/ykwzanu6 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.