Jump to content

Xiaomi გამოუშვებს მინი პერსონალურ კომპიუტერს და ნეტტოპს Windows-ით


Recommended Posts

კომპანია Xiaomi აწარმოებს არა მხოლოდ სმარტფონებს, პლანშეტებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას, არამედ Windows-ზე დამყარებულ ლეპტოპებს. კომპაქტური კომპიუტერები და ნეტტოპები ჯერ არ შედის მწარმოებლის ასორტიმენტში, თუმცა რამდენიმე ჩინური წყაროს ცნობით უახლოეს მომავალში ეს ვითარება შეიძლება შეიცვალოს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Weibo 

Xiaomi-ს 1 დეკემბერს უნდა წარედგინა ფლაგმანური Xiaomi Mi 13 სმარტფონების ახალი სერია, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო კომპანიამ პრეზენტაციის ვადა გადაწია. რამდენიმე ჩინური წყაროს ინფორმაციით ამავე ღონისძიებაზე კომპანია აგრეთვე აპირებს თავისი პირველი კომპაქტური ფორმ-ფაქტორის კომპიუტერების წარდგენას. სავარაუდოდ, ორივე სისტემა უკვე იხილა ადამიანების შეზღუდულმა ჯგუფმა დახურულ კარს მიღმა. 

image.jpeg 

ერთ-ერთი სიახლე იქნება კომპაქტური დესკტოპ პერსონალური კომპიუტერი მთლიანად ალუმინის კორპუსით. ამ სისტემის შესახებ ცნობები ჯერ პრაქტიკულად არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კომპიუტერი დაკომპლექტებული იქნება 100 ვატი სიმძლავრის SFF ფორმატის კვების ბლოკით. გამოქვეყნებული ფოტოების თანახმად სისტემაში შესაძლებელია დისკრეტული ორსლოტიანი ვიდეო ბარათის განთავსება, თუმცა ასეთ შემთხვევაში უფრო მძლავრი კვების ბლოკი იქნება საჭირო. 

image.jpeg 

ინსაიდერების მონაცემებით Xiaomi ასევე გამოუშვებს კომპაქტურ ნეტტოპს რვაბირთვიან მობილურ პროცესორ AMD Ryzen 7 6800H-ის ბაზაზე, რომლის ნომინალური TDP-ის დონე 45 ვატია და ტაქტის სიხშირე 4.7 გჰც-მდე. ამ ჩიპს აქვს ინტეგრირებული გრაფიკა Radeon 680M არქიტექტურა RDNA 2-ით. 

image.jpeg 

წყაროს თანახმად ნეტტოპი შემოთავაზებული იქნება ორ კონფიგურაციად. ვარიანტი ოპერატიული მეხსიერებისა და SSD-ის გარეშე გაიყიდება დაახლოებით 430 აშშ დოლარად. 16 გბ ოპერატიული მეხსიერებისა და 512 გბ SSD-ის მქონე ვერსიის ფასი იქნება დაახლოებით 570 აშშ დოლარი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.