Jump to content

Core i5-13500-ის პირველი ტესტები: 68 %-მდე სწრაფი Core i5-12500-თან შედარებით


Recommended Posts

ჩინელი ენთუზიასტების წყალობით ინტერნეტში გამოჩნდა მე-13 თაობის ერთ-ერთი უმცროსი Core i5 პროცესორის პირველადი ტესტები. საუბარი ეხება Core i5-13500-ის ინჟინრულ ნიმუშს. ამ მოდელის სხვა უფრო ხელმისაწვდომ, „K“ სუფიქსის არმქონე Raptor Lake პროცესორების ანონსი მოსალოდნელია დაახლოებით ერთ თვეში CES 2023-ზე. 

image.jpeg 

უნდა აღვნიშნოთ, რომ რადგან საუბარი ეხება ინჟინრულ ნიმუშს და არა წინასერიულ პროდუქტს (ES2), ქვემოთ წარმოდგენილი ტესტის შედეგები გარკვეულწილად განსხვავებული იქნება CPU-ის ფინალური ვერსიის მაჩვენებლებისგან. ასეა თუ ისე, ტესტები საშუალებას იძლება მიახლოებითი წარმოდგენა შეგვექმნას სამომავლო ჩიპთან დაკავშირებით. 

image.jpeg 

Core i5-13500 - ეს არის 14-ბირთვიანი პროცესორი, რომელიც აგებულია Alder Lake C0 კრისტალზე, შესაბამისად გამოყენებულია წინა თაობის არქიტექტურა. ამ დრომდე ცხადდებოდა, რომ კომპანია Intel Core-პროცესორების მე-13 თაობის ფარგლებში წარადგენდა როგორც ახალ არქიტექტურა Raptor Lake-ზე, ისე წინა Alder Lake არქიტექტურაზე დამყარებულ ჩიპებს, თუმცა ეს ფაქტი არ ნიშნავს, რომ წარმადობა არ გაიზრდება. 

image.jpeg 

CPU-Z-ის ტესტებში ახალი Core i5-13500 წინამორბედ Core i5-12500-თან შედარებით 10%-ით სწრაფი აღმოჩნდა ერთბირთვიან ტესტში და 68%-ით უფრო სწრაფი - მრავალბირთვიან დატვირთვაში. სინთეტიკურ ტესტ Cinebench R23-ში ახალი ჩიპი წინამორბედზე 6 და 60%-ით სწრაფი აღმოჩნდა ერთ- და მრავალბირთვიან დატვირთვებში. ასევე, Core i5-13500 აღმოჩნდა 5 და 20%-ით უფრო სწრაფი, ვიდრე Core i5-13400 CPU-Z-ის ერთ- და მრავალბირთვიან ტესტებში, შესაბამისად.  

image.jpeg 

როგორც ვხედავთ, Core i5-13500 წინამორბედთან შედარებით ბევრად სწრაფია მრავალბირთვიან დატვირთვაში, რაც გასაკვირი არ არის, რადგან პროცესორის ექვსი მაღალი წარმადობის P-ბირთვთან ერთად წარმოდგენილია რვა ენერგოეფექტური E-ბირთვი - Core i5-12500-ს E-ბირთვები საერთოდ არ აქვს. სხვა სიტყვებით, თორმეტის ნაცვლად ახალ ჩიპს აქვს 20 ნაკადი, რაც უზრუნველყოფს კიდეც წარმადობის ასეთ თვალშისაცემ ზრდას. ანალოგიურად აიხსნება განსხვავება Core i5-13400-თან, რომელსაც მხოლოდ ოთხი E-ბირთვი გააჩნია. 

image.jpeg 

Core i5-13500-მა გაიარა სტრეს-ტესტებიც. ჩიპმა დააფიქსირა 4.8 გჰც სიხშირე ერთ ბირთვზე, მავალბირთვიან სტრეს-ტესტებში კი აჩვენა 4.4 გჰც P-ბირთვების გამოყენებისას და 3.2 გჰც - E ბირთვების შემთხვევაში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს შედეგები მიღებულ იქნა ინჟინრული ნიმუშისგან, ამიტომ საბოლოო წარმადობა და ტაქტის სიხშირეები სავარაუდოდ განსხვავებული იქნება. CPU-ის ენერგომოხმარებამ ეადგინა 165 ვატი. 

Link to comment
Share on other sites

საინტერესოა თამაშებში თუ იქნება საგრძნობი სხვაობა, 12-ე თაობის e-cores არაფერს იძლება ჯერჯერობით, 12400 და 12600კ ერთნაირ შედეგს დებს თამაშებში (ერთნაირი სიხშირით)

Link to comment
Share on other sites

პატარა ბირთვებიც აქვს მაგ ახალზე და კეშინგიც გაზარდეს, როგორც სიხშირეები ბუსტზე, ამიტომ მანდ მეტი იქნება სხვაობა, სხვათაშორის ეხლა უკვე გაიაფებული 7700X სულ ცოტათი ჯაბნის მულტითრიდინგის წარმადობით 13600K ფასი კი მეტი ადევს, მაგიტომაც დააგდეს ეგრე ამდ პროცესორებზე ფასები, მულტითრიდინგში 13700K და 7700X შიორის ზოგ ტესტებში 30% ჩამორჩენა ყოფილა რომ ვნახე, გააჩნია რას ატარებ და რა სიხშირეებზე, კი დენს მეტს ჭამს 13 სერია, მაგრამ ჩამორჩენაც არაა პატარა რახან 8+16 ბირთვი დიდ წარმადობას დებს საკმაოთ და თითქმის ერთ ფასში ცუდათ გასაღდებოდა ამდ 16 თრიდზე, ისე 13700F როცა გამოვა ეგეც საკმაოთ ახლოს იქნება ფასში 7700X სხვაობა კი მაინც დარჩება ალბათ 24 თრიდის ხარჯზე და 16 პატარა ბირთვის + კეშიც იგივე აქვს მასეთზე რაც 13600K, მანდ მარტო სიხშირეებშია განსხვავება, ნუ 13700K აშკარათ ჯობია 12900K ფაქტიურათ ყველაფერში, ერთიდაიგივე წარმადობა არა აქვს მაგ ორ მოდელს ნამდვილათ, გეიმინგს რაც შეეხება კეშინგის გაზრდის ხარჯზე ექნება ასნავნოი მატება, თუმცა ალბათ ბუსტის ჩასტოტებიც გაიზარდა პატარა და დიდ ბირთვებზე ცოტათი, სხვათაშორის ინტელის 11 სერიის გამოსვლის შემდეგ ინტელის 13 და ამდ 7000 სერიებს შორის მასეთ სხვაობებს არავინ არ მოელოდა, პირიქით ხალხი ლამის 30-50% უპირატესობას ვარაუდობდა მაგ სერიებზე ამდ სასარგებლოთ და არ ახდა საერთოდ ეგ პროგნოზი, ალბათ არავინ მოელოდა მაგ სერიაზე 16 თრიდის მაგივრათ 32 თუ ექნებოდა უკვე 13900K და მაგის ხარჯზეა ეგეთი წარმადობაც მიღწეული, არა მარტო 10 ნანომეტრზე გადასვლის, პატარი ბირთვებმა ქნეს თავისი შავი საქმე მულტითრიდინგში და გაზრდილმა კეშმა, რაც არ ქონია 14 ნანომეტრიან სერიაზე და ის დაჟე 5000 სერიასთან ძლივს ხლაფორთობდა რაღაცას მაღალი ჩასტოტების ხარჯზე, ანუ ამდ-ზე საკმაოთ დიდი მატება აქვს მაინც 3000-ან 7000 სერიაზე, მაგრამ მანდ მარტო კეში და ჩასტოტები მოემატა და ბირთვების რაოდენობა იგივე დარჩა, ინტელმა კი კიდე უფრო დიდი ნახტომი გააკეთა 11-ან 13 სერიაზე, მანდ პატარა ბირთვების დამატებამ შეცვალა საერთო წარმადობა და კეშინგის გაზრდამაც იმოქმედა დიდი ბირთვების წარმადობაზე გეიმინგში + 14 VS 10 ტეხპროცესი

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.