Jump to content

Ada Lovelace არქიტექტურის პროფესიონალური ვიდეო ბარათი NVIDIA RTX 6000 მაღაზიებში გამოჩნდა 7378 აშშ დოლარად


Recommended Posts

პროფესიონალური ვიდეო ბარათი NVIDIA RTX 6000 გამოჩნდა რამდენიმე საცალო სავაჭრო დაწესებულების მონაცემთა ბაზაში. სამუშაო სადგურებზე სპეციალიზებული გრაფიკული ამაჩქარებელი წარდგენილ იქნა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს. იგი დამყარებულია იმავე არქიტექტურა Ada Lovelace-ზე, რაზეც GeForce RTX 40 სერიის გეიმინგ ვიდეო ბარათები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

ხალი NVIDIA RTX 6000-ის საფუძვლად გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი AD102 18176 CUDA ბირთვით, 568 Tensor- და 142 RT-ბირთვით. ეს მაჩვენებლები 11%-ით მეტია ფლაგმანურ GeForce RTX 4090 ბარათთან შედარებით. პროფესიონალური ვიდეო ბარათის GPU-ის სიხშირედ გამოცხადებულია 2.5 გჰც. 

image.png 

ფოტოს წყარო: Leadtek 

ვიდეო ბარათს აქვს 48 გბ GDDR6 შეცდომების კორექციის ფუნქციით (ECC). მეხსიერების სიჩქარეა 20 გბ/წმ კონტაქტზე, მეხსიერების სალტე 384-ბიტიანია და აქვს 950 გბ/წმ სიჩქარე, რაც 25%-ით მეტია Ampere არქიტექტურის NVIDIA RTX A6000 მოდელთან შედარებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

ახალი NVIDIA RTX 6000-ის ენერგომოხმარება 300 ვატია. ბარათს აქვს აქტიური გაგრილების სისტემა და მუშაობს PCIe 4.0 x16 ინტერფეისით. ამაჩქარებელზე წარმოდგენილია ოთხი DisplayPort 1.4 კონექტორი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

ვიდეო ბარათი ამერიკულ მაღაზიებში იყიდება 7378 აშშ დოლარად, ზოგ ობიექტში მისი ღირებულება 8210 აშშ დოლარს აღწევს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

კომპანიამ უკვე გამოუშვა NVIDIA RTX 6000-ის ოფიციალური დრაივერი, ამიტომ გაყიდვების ოფიციალური დაწყება სავარაუდოდ უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს. NVIDIA-მ პირობა დადო, რომ ვიდეო ბარათის რეალიზაციას დაიწყებს დეკემბერში მთავარი პარტნიორების დახმარებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.