Jump to content

Tesla თანდათან კარგავს ელექტრომობილების ბაზრის წილს აშშ-ში - მას უფრო ხელმისაწვდომი მოდელები ავიწროვებენ


Recommended Posts

Tesla კვლავ ლიდერობს აშშ-ში ელექტრომობილების გაყიდვებში, მაგრამ მისი დომინირება ბაზარზე მცირდება, რადგან კონკურენტები გვთავაზობენ უფრო და უფრო მიმზიდველი ფასის მქონე მოდელებს, აცხადებს CNBC S&P Global Mobility-ს კვლევაზე დაყრდნობით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla 

S&P-ის მონაცემებით მესამე კვარტალში Tesla-ს წილი აშშ-ს ახალი ელექტრომობილების ბაზარზე იყო 65%, ერთი წლით ადრე - 71%, ხოლო 2020 წელს - 79%. S&P-ის პროგნოზით Tesla-ს წილი აშშ-ს ელექტრომობილების ბაზარზე 2025 წლისთვის 20%-ზე ნაკლებ იქნება. ამასთან მოსალოდნელია, რომ იმ დროისთვის ბაზარზე შემოთავაზებული ელექტრომობილების მოდელების რაოდენობა დღევანდელი 48-დან 159-მდე გაიზრდება. 

S&P-მა განაცხადა, რომ Tesla-ს ელექტრომობილები კარგავენ ლიდერობას აშშ-ის ბაზარზე სრულიად  ელექტრო მოდელების გამო, რომლებიც ხელმისაწვდომია 50 ათასი აშშ დოლარის ფასის დიაპაზონში, სადაც „Tesla-ს ჯერ ნამდვილად არ შეუძლია კონკურენციის გაწევა“. მისი საწყისი დონის Model 3 მოდელის ფასი იწყება 48200 აშშ დოლარიდან მიწოდების ჩათვლით, მაგრამ Tesla-ს ელექტრომობილები უფრო მაღალ ფასებში იყიდება დამატებითი ფუნქციების საფასურის გადახდის გათვალისწინებით. 

Tesla ცდილობს ამ სიტუაციის გამოსწორებას, რასაც მოწმობს მოხსენებები Model 3-ის განახლებული ვერსიის შემუშავების შესახებ, ნაკლები კომპონენტებით და ნაკლები წარმოების სირთულით, რაც შეამცირებს ხარჯებს და მის ფასს უფრო ხელმისაწვდომს გახდის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.