Jump to content

PCem & 86Box - კლასიკური სისტემების ემულატორი


Recommended Posts

მიუხედავად იმისა, რომ კონსოლების ემულატორები ძალიან ფართოდაა ცნობილი და დახვეწილიც, კლასიკური PC ემულატორები არც ისე ცნობილია, ალბათ იმის გამო, რომ ბევრი "რეტრო" პროგრამა თუ თამაში ნორმალურად მუშაობს თანამედროვე Windows-ზე (თუ არ ჩავთვლით 16 ბიტიან აპლიკაციებს), ან შესაძლებელია ვირტუალიზაცია VirtualBox და VMWare საშუალებით, ან DosBox ემულატორით ანდა საერთოდ ScummVM-ით პირდაპირ გაშვება თამაშების,

ამ მიდგომებს აქვთ თავისი უპირატესობები და ნაკლიც,

მაგალითად ვირტუალიზაციის შემთხვევაში CPU წარმადობა ძალიან მაღალია, ზოგჯერ ზედმეტად მაღალიც კი, ვირტუალური სისტემა პირდაპირ იყენებს აპარატურულ რესურსებს, თუმცა 3D და Audio წარმადობა საკმაოდ დაბალია, ეს კარგი საშუალებაა რეტრო პროგრამების გაშვებისათვის, რომელიც არ ყენდება თანამედროვე ოპერაციულ სისტემებზე, x86 არქიტექტურა თითქმის მთლიანად უკუ-თავსებადია 8086 მიკროპროცესორის კოდთან, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ან ძალიან სწრაფია (ზოგი ძველი თამაში ან პროგრამა გაწერილი იყო პროცესორის კონკრეტულ სიხშირეზე, შესაბამისად დაბალ სიხშირეზე ნელა მუშაობდა, მაღალ სიხშირეზე კი ჩქარა, რაც მხოლოდ FPS მატებაში არ გამოისახებოდა, არამედ in-game დროც ჩქარდებოდა სიხშირის ზრდით) ან ძველი პროგრამა იყენებს თავის დროინდელი პროცესორების თავისებურებებს(ზოგჯერ ბაგებსაც), რაც თანამედროვე პროცესორებს არ აქვთ.

DosBox ძალიან კარგია "სუფთა" DOS თამაშებისთვის, თუმცა ხმის და 3D ემულაცია ძალიან შეზღუდულია, ასევე შესაძლოა ყოველ თამაშზე დაგჭირდეს კონკრეტული პარამეტრების დაყენება, Windows 95/98 გაშვება მათზე ძალიან მოუხერხებელია, თუმცა ბევრი კლასიკური DOS თამაში ეშვება უპრობლემოდ (სწორად დაკონფიგურირების მერე), მაგალითად GOG-ზე ძველი თამაშების უმრავლესობა პირდაპირ DosBox-ში ეშვება

ScummVM კი ფაქტიურად თამაშის EXE ფაილებს ანაცვლებს და ამით გვაძლევს თავსებადობას თანამედროვე Windows-თან, მაღალ რეზოლუციასთან და ა.შ, თუმცა თამაშების მხარდაჭერა ინდივიდუალურად უნდა დაემატოს და შესაბამისად მათი რიცხვი საკმაოდ შეზღუდულია.

PCem და 86Box კი წარმოადგენენ გაცილებით უნივერსალურ ემულატორებს, (არა ვირტუალიზაცია, არამედ Low Level ემულაცია ხდება), რომლის საშუალებითაც შეიძლება არა მარტო პროცესორის, არამედ სხვა მაკომპლექტებელი ჰარდის: დედადაფის, ვიდეოკარტის, აუდიო ბარათის, ქსელის, ჯოისტიკის და ა.შ ემულაცია (პრინციპში ნებისმიერის, თუკი შესაბამისი ROM გაქვს). შესაბამისად, აკონფოგურირებთ აპარატურას და აყენებთ სასურველ ოპერაციულ სისტემას, დრაივერებს, პროგრამებს თამაშებს და ა.შ

PCem არის საკმაოდ ძველი პროექტი (0.1 ვერსია მისმა ავტორმა სარა ვოლკერმა გამოაქვეყნა 2007 წელს), თუმცა გასული 2021 წლის ბოლოს ავტორმა შეწყვიტა პროექტზე მუშაობა, 

ეს ემულატორი გამოირჩევა მაღალი თავსებადობით, აქცენტი არის ემულაციის სიზუსტეზე, ამიტომ წარმადობა არც ისე მაღალი აქვს, Pentium 3 სრული ემულაცია თანამედროვე პროცესორებისთვისაც ძალიან ძნელია, რადგანაც ემულაცია ძირითადად პროცესორის ერთ ბირთვს იყენებს, უფრო გამოსადეგია მაღალი სიხშირის და IPC მქონე პროცესორები, 

პროცესორებიდან შეუძლია 8086-დან Pentium 3-მდე, არის ასევე შესაბამისი მოდელების დედაპლატები, 3D ადაპტერებიდან ლეგენდალური 3D FX, ასევე რამდენიმე ATI, Trident, S3 და ა.შ, ხმის ბარათებიდან კი რა თქმა უნდა Adlib, Game Blaster, Gravis Ultrasound, Sound Blaster და ა.შ მხარდაჭერილია, ასე რომ ადრეული 80-იანებიდან, გვანი 90-იანებამდე ბევრი სისტემის ემულაციაა შესაძლებელი:

Homepagehttps://pcem-emulator.co.uk/index.html

GitHub Releases (v17) https://github.com/BaRRaKudaRain/PCem-ROMs/releases/tag/v17.0

ROM Set (v17) https://github.com/BaRRaKudaRain/PCem-ROMs/releases/tag/v17.0

უამრავი ტუტორიალი: https://he-1000-1975.com/pcem-emulator-tutorial/

86Box კი არის წარმოადგენს PCem კოდზე დაფუძნებული ემულატორი, თუმა ავტორის (Miran Grča) თქმით, ამ ეტაპზე უკვე საკმაოდ განსხვავდება PCem-ისგან, ამ ემულატორში ყურადღება გამახვილებულია წარმადობაზე არა მაინცდამაინც ძალიან მაღალ თავსებადობაზე, თან რაც მთავარია პროექტზე აქტიურად მუშაობს ავტორი, ბოლო რილიზი ამ პოსტის დაწერიდან რამდენიმე დღით ადრე იყო, 

მუშაობის პრინციპი PCem-ის მსგავსია, ანუ ნებისმიერი აპარატურის ემულაციისთვის საჭიროა შესაბამისი ROM-ები, ცოტა უფრო მეტი აპარატურაა მხარდაჭერილი

Homepagehttps://86box.net

GitHub Releases (3.11 მიმდინარე 2022 წლის 29 ნოემბრისთვის): https://github.com/86Box/86Box/releases

GitHub 86Box Rom Repositoryhttps://github.com/86Box/roms/releases

86Box YouTube არხი: https://www.youtube.com/c/86Box

P.S: ROM-ები რომ რილიზთან ერთად არ ვრცელდება, როგორც ვხვდები ლეგალური მიზეზებით, თუმცა იგივე ROM-ები GitHub-ზევეა :)

ერთი საინტერესო ვიდეო ვნახე (თუ მოვძებნე ჩავამატებ ლინკს) თუ როგორ შეიძლება რომ თითოეული თამაშისთვის გააკეთო ცალკე ინსტანცია ემულატორის და Autoexec.bat-ში დაამატო თამაშის გამშვები, ასე რომ როგორც კი შესაბამის ემულატორს გახსნი, პირდაპირ თამაშის ჩატვირთვის ეკრანში მოხვდები.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...