Jump to content

მირჩიეთ Wifi როუტერი მაგთის ინტერნეტისთვის


Recommended Posts

1 hour ago, Harmony Lines said:

ფაინ, ახალი წლისთვის ახალ სახლში შევხვდები იმედია ისე მიდის საქმეები ჩემსკენ, ნელ-ნელა ვლაგდები მგონი...^^ დიუუდ ჯერ მოგილოცავ ახალ კომპს, 🤟უმაგრესია, ღირდა ლოდინად ნამდვილად, ეგ პროცი ჩემი ფავორიტია ჯერ კიდევ გამოსვლის დღიდან, ჯერ-ჯერობით საუკეთესო APU-ა დესკტოპ სეგმენტში,^^ იმედია RDNA2-ს APU დესკტოპზეც ნახავს მზის სხივს, ვიმედოვნებ AMD-ე მიხვდება რომ VEGA-დან 680M-ზე უნდა გადაიყვანოს დესკტოპიც, გადაგვაყოლეს ბოლო 4 წელი ამ ვეგას, სიახლე გვჭირდება... 😄 

ახალი სახლს საახალწლოდ რა ჯობია, დიდი მიღწევაა, გილოცავ, ეს ერთი და სხვა მრავალი 

ჰო საბოლოოდ ისევ ფასი/წარმადობა ვარჩიე ჩემი ბიუჯეტიდან გამომდინარე და 5700G-ზე შევჩერდი, რადგან DDR5 და intel 13 თაობა ან AMD 7000 სერიის პროცესორები, უკვე ძალიან ძვირი მიჯდებოდა და აზრი აღარ ჰქონდა აწყობას ...

 

2 hours ago, Harmony Lines said:

პირველი ორი როუტერი რატომ უყენია, წლების წინ როდესაც დაუყენეს იმათმა თავისი DSL როუტერი, ეგ კაბელი რაც დავაკვირდი ტელეფონის კაბელს გავს კი და გაჭრილია შუაზე და დასმულია მაგათ როუტერში არც გამგია რა როუტერია საერთოდ არც მინახავს არასდროს ეგეთი არაფერი...

1671900910004.jpg

ამ ფოტოზე რაც ჩანს, ეგ media converter-ია, ანუ ოპტიკის სიგნალებს გარდაქმნის ელექტრულ სიგნალებად სპილენძის UTP კაბელისთვის და პირიქით. ახალმა ქსელებმა პირდაპირ ოპტიკური კაბელი შეუყვანეს სახლში, მაგრამ როუტერზე რომ დაეერთებინათ მაგიტომ დაჭირდათ ეგ მედია კონვერტერი. მაგ ყვითელი კაბელით როგორც ჩანს მედია კონვერტერი იმ Tenda-ს უერთდება. ეგ ტენდას როუტერი თავისუფლად შეიძლება ამოაგდო და დააერთო უკეთესი ვაირელეს როუტერი, აი იმ სამიდან ერთ-ერთი რომელიც იპოვნე. შემდეგ იყიდოს მეორე tp-link როუტერი და რადგან უკვე მეშ სისტემა შეუძლიათ tp-link როუტერებს, ავტომატურად და შეთანხმებულად იმუშავებენ ერთმანეთში და ერთი დიდი wi-fi ექნებათ სახლში, ყოველგვარი წვალების გარეშე, როგორც ამას tp-link ამბობს.

 

2 hours ago, Harmony Lines said:

აი ესეთი სიტუაცია არის, პლიუს ამის გარდა ქალაქისტელეფონი ეყენათ ადრე და იმის კაბელებიც ცალკე იყო მანდ, ისინი მოვხსენი ამოვძირკვე, ჰოდა მინდა ეს ამდენი კაბელები და ა.შ. ყველაფერი მოვაშორო და ერთი ის ძლიერი რომელიც თქვი მესამე ის დააყენოს და პირდაპირ დასვას იმათ როუტერზე ანუ ჰომ გამოვა ეგეთი ამბავი? 

კი როგორ არ გამოვა, ერთი ძლიერი დააყენოს მაშინ სადმე შუაში და აჯობებს ორ ცალი როუტერის ხარჯს და ინსტალაციის წვალებას.

როცა სახლში ერთზე მეტი wi-fi როუტერის დადგმა გიწევს ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა, იყიდო რამდეიმე wireless access point. ანუ ერთი წესიერი ახალი tp-link როუტერი და რამდენიმე tp-link-ის აქსეს პოინტი დახატავდა მთლიანად სახლს.

როუტერის დანიშნულება ცოტა სხვა რამეა და თუ მაინცადამაინც მეორე როუტერის აქსეს პოინტად ხმარებაა საჭირო, თუ სწორად მახსოვს tp-link-ის როუტერში ოპციაა, სადაც შეგიძლია მონიშნო როუტერი და ამუშაო როგორც მხოლოდ აქსეს პოინტად. ეს ცოტა რესურსების არასწორად გამოყენებაა, ამუშაო მთლიანი wi-fi როუტერი როგორც მხოლოდ აქსეს პოინტად, როცა მაგ დანიშნულებისთვის ისედაც იყიდება მხოლოდ აქსეს პოინტები. ანუ Tp-link-ს აქვს კარგი და გასაგები სამართავი პანელი და არ იქნება ურიგო თუ ერთი ბრენდის იქნება ყველაფერი.

 

2 hours ago, Harmony Lines said:

ჰოდა რა მაინტერესებს იმ ახალი ქსელების როუტერი ჰომ არ დაალიმიტებს ამ ძლიერ TP-Link c80 როუტერს? ჰო იმუშავებს შეუფერხებლად? 

არა ეგ მედია კონვერტერი არ დაალიმიტებს, ეგ მხოლოდ სიგნალის გარდამქმნელია და ზედვე აწერია პორტის სიჩქარეც. სავარაუდოდ 100 Mbit უნდა იყოს, ნახე აბა მაინც რამდენი აწერია. შენი მეგობარის ინტერნეტის მოწოდება რამდენია? 20? 30? 50 Mbit? მთავარია მოწოდება ნაკლები იყოს მაგ კონვერტერის სიჩქარეზე რომ დალიმიტება არ მოხდეს. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

  • Replies 54
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

lasha1616

ვერი გუდ, ბრო, თენქს ესეიგი შემოსასვლელში კართან 3 კაბელი იყრის თავს და მაქედან ნაწილდება სხვადასხვა ოთახებში? გამოდის მანდ უნდა დაიდგას რაღაც არა ვაირელესს როუტერი გიგაბიტიანი პორტებით, რომელზეც

Harmony Lines

მოვიტანე ლააშ, შეგიძლია მომილოცო... 🥰 რამხელა ყუთში ყოფილა, ადრე მახსოვს რაც მეყენა ძველ სახლში ერთ მოცუცქნულ ყუთში იყო, მაგრად გაზრდილა ზომაში როუტერები...:დ  უი ეგ რა კარგი რამე მითხრაი აბა რომ

Fatal Fighter

გააჩნია მოდელს მანდაც ეს გამოვიწერე მე მიმოხილვების ყურების მერე და ყველა მხოლოდ აქებს, დაფარვის ზონაზე საერთოდ ფიქრიც აღარ გჭირდება https://www.amazon.com/TP-Link-Archer-AX73-High-Speed-Str

Posted Images

On 12/25/2022 at 4:43 AM, lasha1616 said:

ახალი სახლს საახალწლოდ რა ჯობია, დიდი მიღწევაა, გილოცავ, ეს ერთი და სხვა მრავალი 

ჰო საბოლოოდ ისევ ფასი/წარმადობა ვარჩიე ჩემი ბიუჯეტიდან გამომდინარე და 5700G-ზე შევჩერდი, რადგან DDR5 და intel 13 თაობა ან AMD 7000 სერიის პროცესორები, უკვე ძალიან ძვირი მიჯდებოდა და აზრი აღარ ჰქონდა აწყობას ..

კი ასწორებს ახალი სახლი ახალი ცხოვრება ახალი ფურცლიდან, მაგრამ ჯერ კიდევ იმდენი რამეა დარჩენილი რომ შევავსო მთლიანი სახლი, რემონტს კი მოვრი, მაგრამ აი კეთილმოწყობა კიდე ცალკე ერთი რემონტისფასი ჯდება, მაგრამ ერთიანად ნამდვილად არ მაქვს რომ შევიძინო ყველაფერი, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს შევმატებ და იმედია 1 წელიწადში სრულად ავღჭურვავ ისე როგორც მე მინდა, მერე სმარტ სისტემისთვისაც რაღაცეებში დამჭირდება გარკვევა და ა.შ. და თუ გესმის ეგეთი რაღაცეები მანდაც დამჭირდება მერე დახმარება ჰოდა რო დავასრულებ მესტურმე ერთი ძმაო, გავიცნოთ ერთმანეთი ცხოვრებაში და ჩავუსხდეთ გემრიელად... 🍔🍕🥂 

რაც შეეხება შენს სისტემას, აბსოლიტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღე, AMD-ს როგორ ვგულშემატკივრობდი კი იცი, ბოლოს მეც მაგათ Ryzen 5 Pro 4650G-ზე მქონდა სისტემა კი იცი, მერე მივაყიდე ამ გადაბარგება გამობარგების როცესში, ფიზიკურად ვერ ვიყენებდი, ნოუთბუქზე ვიყავი მაინც, ჰოდა სამომავლოდ მეც ან 5700G-ზე ავაწყობ ან RDNA2 არქიტექტურის მქონე APU-ზე მინდა ძალიან, ლეპტოპებში ძალიან მონსტრია, 2ჯერ მძლავრია ვეგაზე და ფაქტიურად ყველაფრისთვის გამართულია, მაგ APU-ს იყენებს handheld კონსოლები დღეს და ნამდვილი მონსტრია, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან გაბრაზებული ვარ AMD-ზე, პირველი ის რომ 7000 სერია რა ფასები დაადო რა იყო ეს, ამდენი წლის შემდეგ პირველად ვაღიარე ინტელის პოლიტიკა მომხმარებლებთან მიმართებაში, ისეთი ადეკვატური ფასები დადეს, ამ ყველაფერს სამწუხაროდ აქვს ცუი მხარეებიც, იდმენად გაიზარდა ენერგო მოხმარება და ტემპერატურები რომ აი ცეცხლის ალში იწვიან ლამის ეგ პროცესორები სინთეტიკურ ტესტებში, გინდა არ გინდა გაიძულებენ რომ პრემიუმ წყლის გაგრილებები დააყენო, კარგი დედაპლატა დააყენო, მოკლედ ყველაფერი გადაჯაჭვულია ერთმანეთზე, 5700G კი იმიტომ მესიმპატიურებოდა რომ ძალიან დახვეწილია მაგ მხრივ რაა, სიმძლავრეც საკმაოდ მაღალი აქვს და პლის არ მოითხოვს ძვირადღირებული ნაწილებით დაკომპლექტებას და რაც ყველაზე მთავარია ცოტა ვატს მოიხმარს... 

On 12/25/2022 at 4:43 AM, lasha1616 said:

კი როგორ არ გამოვა, ერთი ძლიერი დააყენოს მაშინ სადმე შუაში და აჯობებს ორ ცალი როუტერის ხარჯს და ინსტალაციის წვალებას.

არა ეგ მედია კონვერტერი არ დაალიმიტებს, ეგ მხოლოდ სიგნალის გარდამქმნელია და ზედვე აწერია პორტის სიჩქარეც. სავარაუდოდ 100 Mbit უნდა იყოს, ნახე აბა მაინც რამდენი აწერია. შენი მეგობარის ინტერნეტის მოწოდება რამდენია? 20? 30? 50 Mbit? მთავარია მოწოდება ნაკლები იყოს მაგ კონვერტერის სიჩქარეზე რომ დალიმიტება არ მოხდეს. 

 

მოკლედ ჩემს მეგობარს რაც შეეხება, მე დავრეკე იმ დღეს ახალ ქსელებში როცა ვიყავი მაგასთან და დაველაპარაკე ცოტა "მკაცრად"... ჰოდა ვკითხე თან ახალი ძლიერი როუტერის ყიდვა გვინდა და თუ დაერთდება და იმუშავებს თქვენს მოწყობილობაზეტქო და მითხრეს ჩვენც გვაქვს როუტერებიო და გადმოგიგზავნით მონაცემებსო ჰოდა აღარ გადმოურეკავთ მერე, ჩემს მეგობარს კიდე გადაწყვეტილი ქონდა უკვე იმ ტპ ლინკის ყიდვა რომელიც გვირჩიე C80-ს. 

გუშინ ეტყობა იფიქრეს რამე ცუტი რევიუ არ გაგვიშანშალონო სადმე ან პოსტიო სოც ქსელშიო :დდდ ჰოდა გუშინ მისულან ჩემს მეგობართან ჩაუხსნიათ ის ძველი მედია კონვერტერიც ის, როუტერებიც და დაუყენეს ერთი როუტერი უფასოდ 4 ანტენიანი თან რაც არ უნდა გასაკვირი იყოს Wifi 5 AC სტანდატის, აზზე არ ვარ რამდენად გამართულად იმუშავებს მაგრამ ფაქტია გაამართლა, ამ ჩემს მეგობარს დაავიწყდა ეთქვა ბარემ სახლის ცენტრში დაეყენებინათ ის ახალ იროუტერი, ჰოდა გუშინ მირეკავს მერე ცენტრში გადავიტანოთო და კაბელი დამაკაბელმენეჯმენტებინეო...:დ

1672057356630.jpg

აი ეს როუტერია, მონაცემებით მგონი მთლად უბრალო არ  ჩანს, მაგრამ აი რამდენად გამართულად იმუშავებს ეგ ნამდვილად არ ვიცი, თუ დაეწყო ჭინთვები მოვაშორებინებ მერე და დავაყენებინებ იმ ტპ ლინკს მერე, უბრალოდ ამაში პირდაპირ შეეაერტეს ის კაბელი ,თავზე რაღაც წამოაგესო და ისე დააერტეს ამ როუტერზეო, ანუ ის კონვერტერი ფაქტიურად არც არის საჭირო აწი, რომ მოუნდესშეცვლა პირდაპირ ამაზე დააყენეს ახალ როუტერს აწი როგორც მივხვდი და საერთოდ რატო ეყენა ის კონვერტერი ვერ მივხვდი მანამდე, პირდაპირ ეგრე გაეკეთებინათ... 

ისე ჩემთან რაც დავაყენე ეს Tp-Link Wfi 6 შენ რაც ამარჩევინე ერთხელაც არ მქონია შეფერხება ,მუშაობს საათივით, ყველგან ბოლო ხაზზე იჭერს და მართლა იდეალურად გამართულია ყველაფერი, გინდ მოძრაობის დროს სახლში გინდ ერთ ადგილას იჯდე, ყველაფერში გამართულად მუშაობს რაც დავაკვირდი...

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

8 hours ago, Harmony Lines said:

კი ასწორებს ახალი სახლი ახალი ცხოვრება ახალი ფურცლიდან, მაგრამ ჯერ კიდევ იმდენი რამეა დარჩენილი რომ შევავსო მთლიანი სახლი, რემონტს კი მოვრი, მაგრამ აი კეთილმოწყობა კიდე ცალკე ერთი რემონტისფასი ჯდება, მაგრამ ერთიანად ნამდვილად არ მაქვს რომ შევიძინო ყველაფერი, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს შევმატებ და იმედია 1 წელიწადში სრულად ავღჭურვავ ისე როგორც მე მინდა, მერე სმარტ სისტემისთვისაც რაღაცეებში დამჭირდება გარკვევა და ა.შ. და თუ გესმის ეგეთი რაღაცეები მანდაც დამჭირდება მერე დახმარება ჰოდა რო დავასრულებ მესტურმე ერთი ძმაო, გავიცნოთ ერთმანეთი ცხოვრებაში და ჩავუსხდეთ გემრიელად... 🍔🍕🥂

კი, ძალიან სასიამოვნო პროცესია, სახლის შენება, შენ ჭკუაზე მოყვანა, სიამოვნება თავად პროცესი უფროა ვიდრე მიღებული შედეგით ტკბობა, თუმცა შედეგიც მნიშვნელოვანია, რისკენაც ისწრაფვი და ის გამოგდის რაც გსურს, ორმაგად სასიხარულოა. მადლობა მოწვევისათვის, ვნახოთ როგორ წავა ჩემი გეგმები და იმისდა მიხედვით, გაიხარე. სმარტ სისტემებთან შეხება მეც არ მქონია, თუმცა მაგ საკითხში თუ რამეზე წარმოდგენა მაქვს, იუთუბებიდან :D 

 

ჰო ეს ახალი თაობის პროცესორები კი კარგია, თუმცა იაფი არ ჯდება გადასვლა. მე მინდოდა მინიმუმ 8 ბირთვიანი პროცესორი + ინტეგრირებული გრაფიკით და 32GB ოპერატიული მეხსიერებით. ამ მონაცემების ინტელის 13 თაობა ან AMD 7000 სერია შესაბამისი კარგი დედაბარათით და DDR5 ოპერატიულით ნამეტანი ცდება არამარტო საქართველოს საშუალო მოქალაქის ბიუჯეტს, არამედ ბევრი საზღვარგარეთის ხელფასებს, ამიტომ საბანი სადამდეც მწვდება იქამდე ვიფარებ :D

 

 

8 hours ago, Harmony Lines said:

ანუ ის კონვერტერი ფაქტიურად არც არის საჭირო აწი

ჰო ადრე არ ჰქონდათ ისეთი როუტერი რომელშიც პირდაპირ შეიძლებოდა დააერთებინათ ამიტომ ცალ ცალკე უწევდათ მედია კონვერტერის დაყენება და მერე უბრალო როუტერის. ახლა კი შეიძინეს როგორც ჩანს ეგ Netis როუტერი რომელზედაც პირდაპირ ოპტიკის კაბელი შეგიძლია დააერთო, ოღონდ შესაბამისი თავი/პორტი აქვს მაგას. მგონი ჩინური ბრენდია ეგეც, ოღონდ ცუდი არ ჩანს რაღაც. მგონი ეყოფა თავისუფლად მასაც, ოღონდ ის პრობლემაა რომ, იმ TP-Link-ს არ აქვს ოპტიკის მისაერთებელი პორტი და ამიტომ ეტყობა ინამუსეს გამოცვალეს ეგ მედია კონვერტერი და ძველი როუტერი. შენ როუტერზე მხოლოდ ethernet rt-45 ტიპის პორტებია და თუ ოპტიკის დასმა გსურს, მაშინ მანდაა საჭირო ის მედია კონვერტერი, თუმცა ეხლა პატარებია, პლასტიკური ბარათის ზომის დაახლოებით, მაგი გადაიყვანს ოპტიკიდან სპილენძის ethernet rt-45-ზე, რომელსაც მერე დააერთებ ნებისმიერ შენნაირ როუტერზე. 

Link to comment
Share on other sites

On 12/27/2022 at 1:51 AM, lasha1616 said:

კი, ძალიან სასიამოვნო პროცესია, სახლის შენება, შენ ჭკუაზე მოყვანა, სიამოვნება თავად პროცესი უფროა ვიდრე მიღებული შედეგით ტკბობა, თუმცა შედეგიც მნიშვნელოვანია, რისკენაც ისწრაფვი და ის გამოგდის რაც გსურს, ორმაგად სასიხარულოა. მადლობა მოწვევისათვის, ვნახოთ როგორ წავა ჩემი გეგმები და იმისდა მიხედვით, გაიხარე. სმარტ სისტემებთან შეხება მეც არ მქონია, თუმცა მაგ საკითხში თუ რამეზე წარმოდგენა მაქვს, იუთუბებიდან :D 

მარტივი გზა ნამდვილად არ გამომივლია არასდროს, კოვიდის დროს დიდი ზეგავლენა მოახდინა ყველაფერზე, ტრანსოფმაცია მოახდინა ცხოვრების რიტმის, პულსაცია შეიცვალა თითქოს, ღირებულეების გადაფაება დავიწყე და ბევრ რამეზე დავფიქრდი, მაგრამ მიხარია რომ ეს ნაბიჯი გადავდგი იმ ოცნებისკენ რომელიც სულ მქონდა გონებაში, თან გამოცდილება მქონდა მანამდე სახლის კეთების, ერთოთახიანი მაქვს კიდევ ახალ აშენებულ კორპუსში და იმ ბინის კეთებამ დიდი გამოცდილება მომცა და ბევრ რამეში დამეხმარა, ამიტომ პირველ რიგში კარგია რომ გეგმები გაქვს, მთავარია გადააფასო პრიორიტეტები და აუჩქარებლად მიყვე შენს გზას და ირწმუნო საკუთარი თავის და ყველაფერი მოვა თავის დროზე, აუცილებლად მოვა. რამე დახმარება თუ დაგჭირდება კდიევ რემონტთან დაკავშირებით და ა.შ. ყველაფერში შემიძლია დაგემხარო, მომმართე, არასდროს მოგერიდოს ლააშ...

ჰო რაც შეეხება ფეხი იქამდე გაწიე სადამდე საბანი გაგწვდება, ზუსტადაც და სწორად მოიქეცი და იდეალური სისტემა შეგრჩა ხელში, მინიმუმ ერთი 10 წლეულს რომ გადაატანინებ შენ მაგ სისტემას დარწმუნებული ვარ და ის ფინანასები კდიე რაც უნდა დაგემატებინა რომ აალი ინტელი ან ამდ აგეწყო ბევრად უფრო საჭირო რამეს მოახმარ... 👍 

ახლა რაც შეეხება ქსელებს, ეს რა ვნახე ლააშ...:დდდ

 

ერთი თვეც არ გასულა მგონი რაც Wifi 6 როუტერი დავაყენე და უკვე 7 დაანონსდა, ვააჰ ჩემი...😄

Link to comment
Share on other sites

On 12/28/2022 at 2:25 AM, Harmony Lines said:

რამე დახმარება თუ დაგჭირდება კდიევ რემონტთან დაკავშირებით და ა.შ. ყველაფერში შემიძლია დაგემხარო, მომმართე, არასდროს მოგერიდოს ლააშ...

გაიხარე ❤️ კარგი კაცი ხარ

On 12/28/2022 at 2:25 AM, Harmony Lines said:

ახლა რაც შეეხება ქსელებს, ეს რა ვნახე ლააშ...:დდ

უჰ ჯერ wi-fi- 6-შესაძლებლობები არ ამოწურულა და უკვე wi-fi 7 გამოდის... wi-fi 3 იმდენი წელი იყო, აქამდე სად იყვნენ... ეხლა wi-fi 6, მერე wi-fi6E და ეხლა wi-fi 7 გამოდის რომელიც უფრო მეტად სტაბილური და კარგი დაკავშირება ექნებაო და ვნახოთ, სად წავა

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.