Jump to content

Samsung გამოუშვებს 3-ნანომეტრიან გრაფიკულ პროცესორებს NVIDIA-სთვის და ცენტრალურ პროცესორებს - IBM-ისთვის


Recommended Posts

უკვე დიდი ხანია ვრცელდება ცნობები Samsung Electronics-ის გეგმის შესახებ - მიაღწიოს ტექნოლოგიურ რევანშს 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე გადასვლისას. ამჟამად გამომცემლობა The Korea Economic Daily აცხადებს, რომ მეორე თაობის 3-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებისთვის მზადება მიმდინარეობს მინიმუმ ხუთ დამკვეთთან, რომელთა შორისაა NVIDIA, Qualcomm, IBM და Baidu. პროფილური პროდუქციის მასობრივი მიწოდება 2024 წელს დაიწყება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung Electronics 

NVIDIA-სთვი კორეული კომპანია სავარაუდოდ დაამზადებს 3-ნანომეტრიან გრაფიკულ პროცესორებს. ცნობილია, რომ Samsung NVIDIA-სთვის უშვებს 8-ნანომეტრიანი გრაფიკული პროცესორების Ampere სერიას, მაგრამ ამ სერიის შთამომავალი თაობა Ada Lovelace გადავიდა კონკურენტ TSMC-ის 4-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. კორპორაცია IBM აპირებს Samsung-ს ანდოს სასერვერო დანიშნულების ცენტრალური პროცესორების გამოშვება 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით, Qualcomm ტრადიციულად ყურადღებას გაამახვილებს შეკვეთებზე მობილური პროცესორების სეგმენტში, ხოლო ჩინური გიგანტი Baidu დაინტერესებულია ქლაუდ კლასის ხელოვნური ინტელექტის სისტემების ამაჩქარებლების წარმოებით 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენებით. 

როგორც ცნობილია, 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ფარგლებში Samsung ელის TSMC-ისა და Intel-ის სახით კონკურენტების უკან ჩამოტოვებას, ამასთან გარემომცველი ტრანზისტორების (GAA) გამოყენებაზე გადასვლას. ივნისში კომპანიამ უკვე დაიწყო 3-ნანომეტრიანი პროდუქციის მასობრივი წარმოება ჩინელი მომხმარებლებისთვის, მაგრამ ეს იყო პირველი თაობის ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენებოდა შედარებით მარტივი გადაწყვეტილებების წარმოებისთვის მაინინგის დაჩქარების მიზნით. სტრუქტურულად უფრო რთული კომპონენტების შემთხვევაში Samsung აპირებს მეორე თაობის 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებას, რომელიც 2024 წელს იქნება ათვისებული. ათწლეულის შუა პერიოდისთვის კომპანია გეგმავს 2-ნანომეტრიანი პროდუქციის წარმოებას, ხოლო ათწლეულის ბოლოსთვის აპირებს, რომ გახდეს ჩიპების წამყვანი საკონტრაქტო მწარმოებელი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.