Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

Bitcoin ბირჟა Binance არ განახორციელებს ინვესტირებას Genesis Trading-ში იმის ფონზე, რომ კრიპტოლენდინგ პლატფორმა 1 მლრდ აშშ დოლარის სასწრაფო დაფინანსების მოძიებას ცდილობს, იტყობინება The Wall Street Journal. 

უარის მიზეზი იყო ინტერესთა პოტენციური კონფლიქტი Binance-სა და Digital Currency Group-ის (DCG) ბარი სილბერტის შვილობილი კომპანიის ბიზნეს მოდელს შორის, განაცხადა წყარომ. 

Genesis ასევე ცდილობდა ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებას ალტერნატიული ინვესტიციების მმართველ Apollo Global Management-თან. 

კრიპტოლენდინგ კომპანიამ 14 ნოემბერს მოითხოვა 1 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზზე ექსპრეს წვდომა ლიკვიდურობის ნაკლებობის მოტივით. მოთხოვნა გაიცა FTX-ის კოლაფსის შემდეგ თანხების გატანისა და ახალი სესხების გაცემის შეჩერებამდე. 

The Block-ის თანახმად Genesis-მა დაფინანსების მიზანი 500 მლნ აშშ დოლარამდე შეამცირა. დამატებითი ფულის მოძიების გარეშე კომპანია პოტენციურად გაკოტრების საფრთხის წინაშე დგას. 

DCG-ს არ სურს შვილობილი კომპანიის გადარჩენისთვის ვენჩურული პორტფელის ნაწილი გაღება. მშობელი კომპანია ასევე არ აპირებს Grayscale Investments-ის გაყიდვას, რომელიც შემოსავლის მნიშნელოვანი წყაროა. 

„ჩვენ არ ვგეგმავთ უახლოეს მომავალში გაკოტრების განცხადების გაკეთებას. ჩვენი მიზანია არსებული პრობლემების კონსენსუსის დონეზე გადაჭრა. Genesis აგრძელებს კრედიტორებთან კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს“, - აცხადებენ ლენდინგ კომპანიაში. 

Genesis-ის საკრედიტო ოპერაციების გაყინვისა და Grayscale-ის მიერ რეზერვების გამჟღავნებაზე უარის ფონზე საზოგადოებაში ეჭვი გაჩნდა თავად DCG-ის სტაბილურობასთან დაკავშირებით. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.