Jump to content

Sony-ს და Honda-ს ერთობლივ ელექტრომობილს ინტეგრირებული კონსოლი PlayStation 5 ექნება


Recommended Posts

Sony და Honda, რომლებმაც ერთობლივი საწარმო შექმნეს სახელწოდებით Sony Honda Mobility მოწინავე ელექტრომობილების წარმოებისთვის, არ გამორიცხავენ PlayStation 5 გეიმინგ კონსოლის ახალ მანქანებში ინტეგრაციას. სტარტაპის წარმომადგენლის თქმით ეს „ტექნიკურად შესაძლებელია“ და მათ დამატებით უპირატესობას მისცემს ისეთ კომპანიებთან კონკურენციაში, როგორიცაა Tesla. 

image.jpeg 

როგორც ცნობილია, შარშან Tesla Model S-სა და X-ის უახლეს ელექტრომობილებში წარმოდგენილი იქნა უფრო დიდი ჰორიზონტალური დისპლეი, ხოლო ბორტ კომპიუტერში -  AMD RDNA 2-ზე დამყარებული გრაფიკული პროცესორი. პრეზენტაციაზე კომპანიის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ჩიპი "სიტყვასიტყვით PlayStation 5 დონეზეა. თუმცა ამ დრომდე Tesla-ს დაპირებები რესურსზე ინტენსიური თამაშების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, როგორიცაა Cyberpunk 2077, არ განხორციელებულა და მომხმარებლებს შეუძლიათ დაეყრდნონ მხოლოდ ორიგინალურ Sonic the Hedgehog-ს 2D-ში. 

Sony მანქანებში არა მხოლოდ თამაშების მხარდაჭერას აპირებს. Sony Honda Mobility-ს წარმომადგენლის თქმით საუბარი ეხება „მანქანის, როგორ აპარატული უზრუნველყოფის შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს თავსებადობას კომპანიის მიერ შემოთავაზებულ გასართობ და ქსელურ ფუნქციებთან“. სხვა სიტყვებით, იგეგმება მანქანის გარდაქმნა მედიაკონტენტის მოხმარების საშუალებად. 

გარდა ამისა, Sony Honda Mobility-მ უნდა გადაჭრას მნიშვნელოვანი პრობლემა - გახადოს მანქანები ავტონომიური. „იმისთვის, რომ დატკბეთ მანქანის სივრცით, აუცილებელია იგი გახდეს ისეთი სივრცე, სადაც არ მოგიწევთ მართვა“ - აცხადებენ კომპანიაში. 

Sony-ს ევალება შექმნას გასართობი სისტემა, პროგრამული უზრუნველყოფა და სენსორები, რომლებიც საჭიროა ავტონომიური მართვისთვის, Honda კი არის მანქანების შესანიშნავი მწარმოებელი და ეს კომპანიები ერთად აპირებენ წარმატებით გაუწიონ კონკურენცია სხვა მოწინავე ტექნოლოგიებს, როგორიცაა Tesla Full Self-Driving. ამ სისტემის ბეტა-ვერსია დღესდღეობით 160 ათასზე მეტ ელექტრომობილში მუშაობს. Tesla-ს არც ისე ცოტა პრობლემა აქვს ავტონომიურ სისტემებთან მიმართებაში ისევე, როგორც მსგავსი ტექნოლოგიების შემქმნელ სხვა კომპანიებს. 

image.jpeg 

Vision-S 02 //ფოტოს წყარო: Sony 

ვტომობილების დისპლეებზე მოცულობითი რესურსის მქონე თამაშების გაშვების შესაძლებლობამდე ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი დროა - Sony და Honda ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე მიწოდების დაწყებას 2026 წლის დასაწყისში აპირებენ. ჯერჯერობით დანამდვილებით უცნობია, როგორი იქნება მანქანების იერსახე. გამოფენა CES 2020-ზე Sony-მ წარადგინა კონცეპტი Vision-S 01, CES 2022-ზე კი - ვერსია 02. 

ვარიანტი Vision-S შეიქმნა მანქანათმშენებელ კომპანია Magna-სთან თანამშრომლობით და აქვს 200 კვტ სიმძავრის ორი ელექტრო ძრავი, რაც ავტომობილის 100 კმ/სთ-მდე აჩქარების საშუალებას 4.5 წამში იძლევა. 

Sony-მ მანქანაში ჩააშენა კამერები, ლიდარები, რადარები და დამატებითი ულტრაბგერითი სენსორები, ხოლო თავად სალონში სულ მცირე ცხრა დისპლეია მოცემული. 

როგორც Sony-მ და Honda-მ დაგეგმეს, ავტომობილების მფლობელებმა უფრო და უფრო მეტი დრო უნდა გაატარონ თავიანთ მანქანებში - მსგავს კონცეფციას მისდევენ სხვა კომპანიები, Tesla-დან დაწყებული - Hyundai-თ დამთავრებული. ჯერჯერობით უცნობია რამდენად განხორციელდება ეს პროექტები, მაგრამ სავარაუდოა, რომ PlayStation 5-ის გამოჩენა მანქანაში შეიძლება სერიოზული უპირატესობა იყოს მყიდველთა დიდი ჯგუფისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...