Magdalena Posted November 23, 2022 Share Posted November 23, 2022 ბოლო თვეებში ჩნდება დეტალები Ryzen 7000 პროცესორების შესახებ, რომლებიც „X” სერიას არ მიეკუთვნება. ადრე ცხადდებოდა, რომ Ryzen 5 7600 გამოჩნდა SiSoftware Sandra Benchmark-ზე, რის შედეგად ცნობილი გახდა პროცესორის აპარატული მახასიათებლები და წარმადობა. Ryzen 7 7700 მოდელი გამოჩნდა Geekbench-ის ტესტებში, სადაც ჩიპი 5%-ით ნელი აღმოჩნდა ერთნაკადიან ტესტში და 11%-ით ნელი - მრავალნაკადიან სამუშაო დატვირთვებში Ryzen 7 7700X-თან შედარებით. ამჟამად მორიგი ინსაიდერის ახალი ინფორმაციით მეტი რამ გახდა ცნობილი მოსალოდნელი სამომავლო პროცესორების ტაქტის სიხშირეების, გამოშვების თარიღისა და ფასების შესახებ. chi11eddog-ის ცნობებით Ryzen 5 7600-ს ექნება Ryzen 5 7600X-თან (5.3 გჰც) შედარებით 5.1 გჰც-მდე შემცირებული ტაქტის სიხშირე. თუმცა ალტერნატიული ინფორმაციით ორივე ხსენებულ პროცესორს აქვთ ბირთვების იდენტური კონფიგურაცია და ქეშის მოცულობა, ამიტომ ახალი პროცესორის წარმადობამ დიდად არ უნდა მოიკლოს, ყოველ შემთხვევაში, თეორიულად. ასევე მოსალოდნელია, რომ Ryzen 5 7600-ს TDP-ის უფრო დაბალი მაჩვენებელი - 65 ვატი უნდა ჰქონდეს. Ryzen 7 7700-ის შემთხვევაში ინსაიდერი აღნიშნავს, რომ ჩიპის მაქსიმალური სიხშირე იქნება 5.3 გჰც და TDP-ის დონე - 65 ვატი. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ამ მოდელს ექნება 100 მჰც-ით ნაკლები ტაქტის სიხშირე ანალოგიური მოცულობის ქეშიდა და ბირთვების რაოდენობის მქონე Ryzen 7 7700X მოდელთან შედარებით. და ბოლოს, 12-ბირთვიანი, 24-ნაკადიანი Ryzen 9 7900-ის მაქსიმალური სიხშირე იქნება 5,4 გჰც, რაც 200 მჰც-ით ნაკლებია Ryzen 9 7900X-თან შედარებით. ისევე, როგორც Ryzen 7000 სერიის სხვა პროცესორებს, რომლებიც “X”სერიას არ მიეკუთვნება, Ryzen 9 7900-ის TDP-ის დონე იქნება 65 ვატი. შედარებისთვის, Ryzen 9 7900X-ის TDP-ის დონე 170 ვატია. chi11eddog-ის ინფორმაციით Ryzen 5 7600, Ryzen 7 7700 და Ryzen 9 7900 მომავალი წლის პირველ კვარტალში გამოვა და მათი ფასები იქნება 229, 329 და 429 აშშ დოლარი, შესაბამისად. ამ სარკომენდაციო ფასების შედეგად შესაძლებელი იქნება 70, 70 და 120 აშშ დოლარის დაზოგვა Ryzen 7000 X სერიის მოდელებთან შედარებით. https://tinyurl.com/29926tfr Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted November 23, 2022 Share Posted November 23, 2022 ზაფხულში ან შემოდგომისკენ ვიჩალიჩენ 7700-ზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted November 23, 2022 Share Posted November 23, 2022 წარმადობით კარგი გამოუვიდათ, მაგრამ ნამეტანი ხელს წვავს, ტემპერატურაც და ფასიც Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მშვილდოსანი Posted January 2 Share Posted January 2 ამეებსაც ექნება ინტეგრირებული? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted January 2 Share Posted January 2 ვერსად ვერ ვნახე მაგაზე ინფო, მაგრამ ოთხივე X მოდელზე რაც უკვე გამოვიდა ქონდა ინტეგრირებული ვიდეოკარტა, არ ექნებაო არც ეგ უთქვიათ სადმე, წესით მაგეებსაც უნდა ქონდეთ ინტეგრირებული ვიდეოკარტები, შეიძლება ყველა მოდელზე უყენია მაგ სერიაში არ ვიცი ზუსტათ, ერთადერთი 10 იანვარს გამოდიან მგონი უკვე გაყიდვაში და რამდენიმე დღით ადრე იდეაში დაიდება სრული ინფო უკვე ან ამდ საიტზე დადებენ უკვე მაგ მოდელების ოფიციალურ ინფოებს 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.