Jump to content

MediaTek-მა წარადგინა 5G-მოდემი T800, პროცესორები Kompanio 520 და 528 ქრომბუკებისთვის და Pentonic 1000 - სმარტ-ტელევიზორებისთვის


Recommended Posts

ტაივანურმა MediaTek-მა წარადგინა სხვადასხვა სახის ჩიპი, რომლებიც განკუთვნილია ინტერნეტ-ნივთებისთვის, ქრომბუკებისა და სმარტ- ტელევიზორებისთვის. ჩიპები მოწყობილობებში 2023 წელს გამოჩნდება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: mediatek.com 

5G-მოდემი MediaTek T800 განკუთვნილია გაჯეტებისთვის, რომლებიც არ მიეკუთვნება სმარტფონებს - იგი გამოიყენება ინტერნეტ-ნივთებში. მოდემში მხარდაჭერილია დიაპაზონების ფართო ასორტიმენტი, მათ შორი მილიმეტრული და sub 6 გჰც. შემავალ არხზე მაქსიმალური თეორიული სიჩქარე 7.9 გბ/წმ-ს შეადგენს, გამომავალზე - 4.2 გბ/წმ-ს, რაც თანამედროვე ქსელების ფაქტობრივ სიჩქარეს აღემატება. მოდემით მხარდაჭერილია ორი SIM-ბარათის ერთდროულად გამოყენება. T800 იწარმოება 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, რაც უზრუნველყოფს საბოლოო მოწყობილობის ავტონომიური მუშაობის დროის ზრდას. 

MediaTek Kompanio 520 და 528 ჩიპსეტები განკუთვნილია საბაზისო დონის ქრომბუკებისთვის. მათში გამოყენებულია რვაბირთვიანი პროცესორები: ორი ბირთვი Cortex-A76 და 6 ბირთვი Cortex-A55. A55 ბირთვები ორივე შემთხვევაში მუშაობს 2.0 გჰც სიხშირეზე, Kompanio 520-ში არსებული A76-ის სიხშირე ასევე 2.0 გჰც-ია, Kompanio 528-ში კი ისინი აჩქარებულია 2.2 გჰც-მდე - სხვა განსხვავება ჩიპსეტებს შორის არ არსებობს. გრაფიკაზე პასუხისმგებელია ქვესისტემა Arm Mali G52 MC2 2EE, აგრეთვე ორბირთვიანი APU ბლოკი ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებთან მუშაობისთვის. 

image.jpeg 

მხარდაჭერილია LPDDR4x მეხსიერება და eMMC 5.1 ტიპის SSD. ჩიპსეტებს ასევ გააჩნია 32 მეგაპიქსელამდე გაფართოების კამერების მხარდაჭერა, ასევე VP9 დეკოდირების და H.265 კოდირების აპარატული უზრუნველყოფა და ვიდეოკავშირის წამში 60 კადრამდე მხარდაჭერა. ამ ჩიპსეტებზე დამყარებული ქრომბუკები იმუშავებენ საკუთარი Full HD+ დისპლეებსა და დაკავშირებული დამატებითი მონიტორის Full HD გაფართოებაზე. 

და ბოლოს, პლატფორმა Pentonic 1000 განკუთვნილია 4K გაფართოების და 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირის მქონე ტელევიზორებისთვის. მხარდაჭერილია Wi-Fi 6/6E, Dolby Vision IQ Precision Detail-ით (ნათელი და ბნელი სივრცეების გაზრდილი დეტალიზაცია) და ეკრანის რვა ნაკადად გაყოფის შესაძლებლობა, ასევე მოცემულია მძლავრი ხელოვნური ინტელექტის მქონე პროცესორი. ცენტრალური პროცესორის სახით წარმოდგენილია ოთხბირთვიანი Arm Cortex-A73 სიხშირით 2.0 გჰც, გრაფიკის დამუშავებას კი უზრუნველყოფს Arm Mali-G57 MC2. MediaTek აცხადებს, რომ ახალ პლატფორმებზე აგებული მოწყობილობები გაყიდვაში 2023 წელს გამოვა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.