Jump to content

მოსაზრება: კანონპროექტი MiCA გაამარტივებს კრიპტო კომპანიების მუშაობას ევროპაში


Recommended Posts

image.png 

კრიპტოვალუტების რეგულირების კანონპროექტი MiCA სარგებელს მოუტანს ციფრულ აქტივებთან დაკავშირებულ მცირე კომპანიებს. ეს მოსაზრება Cointelegraph-თან ინტერვიუში გამოთქვა Binance-ის ევროპული განყოფილების აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა მარტინ ბრუნკომ. 

მისი თქმით, ახლა რეგიონში ინდუსტრიის ზედამხედველობა ფრაგმენტირებულია - ევროკავშირის 27 ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა მარეგულირებელი რეჟიმი. შედეგად ბირჟები იძულებულნი არიან დახარჯონ ბევრი დრო და ფული, რათა უზრუნველყონ სრული შესაბამისობა ყველა იურისდიქციაში. 

”ჩვენ რეალურად, მე ვიტყოდი, რომ თითქმის აღფრთოვანებულნი ვართ MiCA-ით, რადგან [კანონპროექტი] ქმნის ერთიან ბაზარს,” - განაცხადა ტოპ მენეჯერმა. 

რეგულირების მხრივ მჟამინდელი სიტუაცია ხელს უშლის შედარებით წვრილ მონაწილეებს გაზრდის სურვილში, თვლის ბრუნკო. მისი მოწოდებაა ბაზრის მონაწილეებს არ შეეშინდეთ ახალი წესების, რადგან ისინი გაუადვილებენ ბიზნესის ზრდას და საშუალებას მისცემენ სტარტაპებს ყურადღება გაამახვილონ ზრდაზე და არა მოთხოვნების დაცვაზე. 

„ბევრი მსხვილი კრიპტო პროექტი ამოქმედდა ევროპის გარეთ. თუ Ethereum-ს ავიღებთ, იგი რეალურად ამოქმედდა ლონდონში, შვეიცარიაში და ბევრ სხვა ადგილას. მას შემდეგ ჩვენ გვქონდა უამრავი სხვადასხვა წარმატებული და გავლენიანი პროექტი ევროპიდან“, - აღნიშნა ბირჟის წარმომადგენელმა 

ოქტომბერში ევროკავშირის საბჭოს წევრებმა ხელი მოაწერეს ციფრული აქტივების რეგულირების კანონპროექტის ტექსტს შემდგომი განხილვის გარეშე. MiCA მოიცავს წესებს, რომლებიც ვრცელდება არაუზრუნველყოფილი კრიპტო აქტივების, Stablecoin-ების, სავაჭრო და კასტოდიალური პლატფორმების ემიტენტებზე. 

კრიპტო აქტივების სერვისის პროვაიდერებს მოეთხოვებათ დაიცვან მკაცრი მოთხოვნები, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებლების დაცვას, ხოლო სავაჭრო პლატფორმებს მოეთხოვებათ white paper-ის წარდგენა. 

ევროკავშირის ხელისუფლების ძალისხმევამ კრიპტოვალუტების რეგულირების სფეროში შეაშფოთა CFTC-ის ყოფილი თავმჯდომარე კრისტოფერ ჯანკარლო. მისი თქმით ეს მიდგომა საფრთხეს უქმნის ევროპულ მოდელს და დააზარალებს აშშ-ის ზედამხედველობითი ორგანოების უნარს - ეფექტურად შექმნან საკუთარი წესები. 

სექტემბერში Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ კანონპროექტ MiCA-ს უწოდა „ფანტასტიკური“, მაგრამ „ცოტა მკაცრი“ Stablecoin-ების მიმართ. მისი აზრით დოკუმენტი შეიძლება გახდეს „გლობალური სტანდარტი“ კრიპტოვალუტების რეგულირებაში სხვა იურისდიქციებისთვის. 

შეგახსენებთ, ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტმა კანონპროექტის საბოლოო კენჭისყრა 2023 წლის თებერვლისთვის გადადო. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.