Jump to content

AMD-მ ახსნა გრაფიკულ პროცესორ Navi 31-ის სტრუქტურა და დააკონკრეტა მის შემადგელობაში არსებული ნაკადური პროცესორების რაოდენობა


Recommended Posts

პორტალ VideoCardz-ის განკარგულებაში მოხვდა AMD Navi 31 GPU-ის ბლოკ-სქემის სურათი, რომელიც საფუძვლად დაედო ახალი Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT ვიდეო ბარათებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

გრაფიკულ პროცესორ AMD Navi 31-ში გამოყენებულია ჩიპლეტური დიზაინი. მიკროსქემის ცენტრში განთავსებულია 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე აგებული დიდი კრისტალი GCD (Graphics Compute Die), რომელიც მოიცავს GPU-ის ყველა გამომთვლელ ბლოკს და სხვა აუცილებელ ელემენტებს. მის გარშემო მოცემულია ქეშ-მეხსიერების ექვსი კრისტალი (MCD). ისინი აგებულია 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. თითოეული MCD კრისტალის შემადგენლობაში გამოყენებულია ორმაგი 320ბიტიანი მეხსიერების კონტრლერი, რომელიც დაკავშირებულია L3 ქეშ-მეხსიერებასთან.  

ამ დროისთვის AMD-მ დაადასტურა, რომ სრული ზომის GPU Navi 31-ის შემადგენლობაში მოცემულია 96 მბ L3 (Infinity Cache) ქეშ-მეხსიერება, თუმცა კომპანიას არ დაუკონკრეტებია L0, L1 და L2 ქეშის მოცულობები. ამ ინფორმაციას ცხადყოფს VideoCardz-ის საპრეზენტაციო სლაიდი, როელიც, როგორც ჩანს, ჟურნალისტებს წარუდგინეს დახურულ კონფერენციაზე. მასზე მითითებულია, რომ L0 ქეშ-მეხსიერების მოცულობაა 3 მბ, რაც თითქმის 2.5-ჯერ მეტია Navi 21-თან შედარებით. L1 ქეის მოცულობა სამჯერ მეტია და 3 მბ-ის ტოლია. L2 ქეშ-მეხსიერების მოცულობა 50%-ით გაიზარდა და 6 მბ-ს შეადგენს. L3 (Infinity Cache) მეხსიერებას აქვს 96 მბ მოცულობა, რაც 32 მბ-ით ნაკლებია გრაფიკულ პროცესორ Navi 21-ის მოცულობასთან შედარებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz / AMD 

ზემოთ მოცემულ სქემაზე ნაჩვენებია Navi 31 ექვსი შეიდერ-ძრავით, რომელთა შემადგენლობაში გამოყენებულია რვა წყვილი ბლოკი (Compute Units). თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ Radeon RX 7900 XTX-ს ექნებოდა 12288 ნაკადური პროცესორი, თუმცა, თუ კომპანიის ვებ-გვერდს ვნახავთ, მითითებულია 6144 ნაკადური პროცესორი, ანუ ორჯერ ნაკლები. ეს ფაქტი იმით აიხსნება, რომ RDNA 3 არქიტექტურა ეყრდნობა დიზაინ Dual Issue-ს, რაც ნიშნავს, რომ ერთდროულად სრულდება ორი არითმეტიკული FP32 ბრძანება, რის გამოც შესაძლებელია ჩაითვალოს 12288 FP32 ბლოკის ან ნაკადური პროცესორის არსებობა. ამავე დროს Navi 31-ის ერთჯერადი სიზუსტის (FP32) ოპერაციების წარმადობა გაიზარდა 61 Tflops-მდე, რაც წინა თაობასთან შედარებით გაორმაგებულია.  

სლაიდზე ასევე მოცემულია, რომ არქიტექტურა RDNA 3 შემუშავებულია 3 გჰც სიხშირეზე ოპერირების შესაძლებლობის გათვალისწინებით. ანალოგიური ინფორმაცია ვრცელდება ჟურნალისტებისგანაც, რომლებიც ახალი ვიდეო ბარათების პრეზენტაციას ესწრებოდნენ და ეს საკითხი AMD-ს წარმომადგენლებთან ერთად კულუარებში განიხილეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეტალონური Radeon RX 7900 XTX-ის მაქსიმალური Boost-სიხშირე 2.5 გჰც-ია - ასეა მითითებული AMD-ის ვებ-გვერდზე. ჯერჯერობით უცნობია, როგორ აპირებს (ან აპირებს თუ არა საერთოდ) AMD 3 გჰც სიხშირის მხარდაჭერის რეალიზებას თავის RDNA 3 არქიტექტურის მქონე ვიდეო ბარათებში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Twitter / @Locuza_ 

ზემოთ მოცემულია Navi 31-ის პროცესორის ფაქტობრივი  ფოტო და დამატებული აქვს ჩიპის თითოეული ბლოკის ანოტაციები, რომლებიც Twitter-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაასაჯაროვა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.