Jump to content

VR-ჰედსეტ Sony PlayStation VR2-ის ფასი 550 აშშ დოლარი იქნება - მეტი, ვიდრე თავად PS5 კონსოლი


Recommended Posts

image.jpeg 

კომპანია Sony-მ გამოაცხადა, რომ VR-ჰედსეტ PlayStation VR2-ის გაყიდვები მომავალი წლის 22 თებერვალს დაიწყება. თავად გაჯეტის გარდა კომპანია შემოგვთავაზებს მისთვის შექმნილ თამაშ Horizon Call of the Mountain-ს და კონტროლერების დამტენს. ჰედსეტის, კონტროლერების და ყურსასმენისგან შემდგარი მინიმალური ნაკრები ეღირება 550 აშშ დოლარი - უფრო ძვირი, ვიდრე თავად PlayStation 5 კონსოლი. თამაშისა და დამტენისთვის კიდევ 50 აშშ დოლარის გადახდა იქნება საჭირო. 

მოწყობილობის წინასწარი შეკვეთების მიღება ნოემბრის შუა პერიოდში დაიწყება, იგივე ეხება თამაშებს - Sony პირობას დებს, რომ გამოუშვებს 20 შესაბამის Title-ს. ახალი VR-ჰედსეტის განსაკუთრებულ მახასიათებლებს შორისაა გაუმჯობესებული უკუკავშირი და მზერის მიკვლევის უმაღლესი სიზუსტის სისტემა, გაფართოება 2000x2040 თითოეულ თვალზე ((90/120 ჰერცი), აგრეთვე სენსორების ნაკრები, რომელთა შორისაა კამერები, გიროსკოპი და აქსელერომეტრი. კომპანია ასევე აცხადებს, რომ ჰედსეტის მეორე ვერსია უფრო მინიატურული და მსუბუქია, კონსოლთან მისი დაკავშირებისთვის კი საჭირო იქნება მხოლოდ ერთი USB Type-C. ღილაკებით, ჯოისტიკებით, სენსორული პანელებითა და სენსორებით აღჭურვილი კონტროლერები მოწყობილობას უკავშირდება უსადენო ტექნოლოგია Bluetooth 5.1-ის მეშვეობით - სადენები საჭიროა მხოლოდ დამუხტვისთვის. ექსპერტების პროგნოზით PS VR2 იქნება უფრო ნიშური პროდუქტი, ვიდრე მასიური მოხმარების გაჯეტი - პოტენციური აუდიტორიის დიდ ნაწილს დააფრთხობს ფასი და კონტენტის სიმცირე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.