Jump to content

პირველად გამოჩნდა ვიდეო ბარათი ორი 12+4-პინიანი კვების კონექტორით - Galax GeForce RTX 4090 HOF


Recommended Posts

Twitter-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გააზიარა კომპანია Galax-ის ფლაგმანურ ვიდეო ბარათ GeForce RTX 4090 HOF-ის თეთრი PCB-ის ფოტო. ეს არის ცნობილ ამაჩქარებლებს შორის პირველი მოდელი ორი 12+4-პინიანი 12VHPWR კვების კონექტორით, რომელსაც შეუძლია ვიდეო ბარათისთვსი 1200 ვატამდე ენერგიის გადაცემა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Twitter / @bl4ckdot 

კომპანია Galax-ის ვიდეო ბარათების სერია Hall of Fame სერიოზულ შევსებას ელის. ვიდეო ბარათი დამყარებულია 16384 CUDA ბირთვის მქონე გრაფიკულ პროცესორ AD102-300-ზე, აქვს 24 გბ GDDR6X მეხსიერება, ასევე ძალიან მძლავრი 32-ფაზიანი VRM კვების ქვესისტემა 28+4 სქემით. მსგავს VRM-ს ამჟამად ვერ შეხვდებით ვერც ერთი სხვა კომპანიის წარმოების GeForce RTX 4090 ვერსიაში. კვების მსგავსი სისტემა გამოიყენებოდა წინა თაობის ფლაგმან Galaxy GeForce RTX 3090 Ti HOF-ში. თუმცა ფაზების რაოდენობა ოთხით ნაკლები იყო (24+4). 

image.jpeg 

Galax GeForce RTX 4090 HOF-ის PCB-ის ზედა ნაწილში მოცმეულია ვიდეო დაფის კვების მონიტორინგის წერტილები. გარდა ამისა, ჩანს სადენზე ჩამოკიდებული ღილაკი „აჩქარება“, რომელიც პასუხისმგებელია სპეციალური vBIOS-ის ჩატვირთვისთვის თხევადი აზოტის გამოყენებით ექსტრემალური აჩქარებისთვის. 

სავარაუდოდ Galax-ს ჯერ არ დაუსრულებია ვიდეო ბარათის შემუშავება და ამაჩქარებელი არ არის გასაყიდად მზად. კომპანია ხშირად უგზავნის ვიდეო ბარათების დაფებს შერჩეულ ენთუზიასტებს ტესტირებისთვის, ამავდროულად ავითარებს ამაჩქარებლების გაგრილების აუცილებელ სტანდარტულ სისტემებს. თუმცა ამ უკანასკნელებს, როგორც წესი, ოვერქლოქერები არ იყენებენ თხევადი აზოტის გამოყენებით ექსტრემალური აჩქარებისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.