Jump to content

SpaceX-მა პირველად სამი წლის განმავლობაში გაუშვა ყველაზე მძლავრი რაკეტა მსოფლიოში - სუპერმძიმე Falcon Heavy


Recommended Posts

აეროკოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა 2019 წლის შემდეგ პირველად გაუშვა სუპერმძიმე რაკეტა  Falcon Heavy მისია USSF-44-ის ფარგლებში. რაკეტა ორ გასაიდუმლოებულ თანამგზავრთან ერთად ფლორიდაში არსებული კენედის კოსმოსური ცენტრის 39A პლატფორმიდან ადგილობრივი დროით 09:41 საათზე გაუშვეს. 

image.png 

ფოტოს წყარო: SpaceX 

ვინაიდან USSF-44 მისია განხორციელდა აშშ-ის კოსმოსური ძალების ინტერესებიდან გამომდინარე, ზუსტი ინფორმაცია ტვირთის შესახებ საჯარო წყაროებში არ გამოცხადებულა. ცნობილია, რომ Falcon Heavy-ს ბორტზე იმყოფებოდა სასარგებლო ტვირთის ექვსი ერთეული. ყველაზე მნიშვნელოვანია მოწყობილობა USSF-44, რომელიც, დიდი ალბათობით, სამხედრო საკომუნიკაციო თანამგზავრია. ინფორმაცია მის შესახებ გასაიდუმლოებულია, ამიტომ ამ მოწყობილობის ზუსტი დანიშნულება და მახასიათებლები გამოცანად რჩება. 

დანარჩენები შედარების მცირე ზომისაა და მათი ამოქმედებისთვის გამოიყენება კომპანია Northrop Grumman-ის პლატფორმა Long Duration Propulsive ESPA. მისიის ფარგლებში კოსმოსში გაიგზავნა CubeSat ფორმატის Lockheed Martin’s In-space Upgrade Satellite System-ის (LINUSS-A) ორი მოწყობილობა, რომლებიც აღჭურვილია მზის პანელებით და განკუთვნილია გეოსტაციონარულ და გეოსინქრონულ ორბიტებზე მუშაობისთვის. ამ თანამგზავრების გამოყენება იგეგმება ახალი ტექნოლოგიების შესამოწმებლად, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის მზად უფრო მასიურ თანამგზავრებში ინტეგრაციისთვის. 

სასარგებლო ტვირთის დანარჩენი ერთეულებია CubeSat ფორმატის USUVL და WL2XOU აპარატები. ცნობილია მხოლოდ, რომ ისინი შექმნილია გეოსტაციონარული და / ან 2.8 ° დახრილობის სუპერსინქრონულ ორბიტაზე მუშაობისთვის. და ბოლო, მინიატურული თანამგზავრი TETRA-1 შექმნილია Boeing-ის შვილობილი კომპანია Millennium Space Systems-ის მიერ. იგი შეიქმნა აშშ-ის კოსმოსური ძალებისთვის და NENRA აპარატების ოთხეულიდან პირველია, რომელიც წარმოებულია სამი სხვადასხვა კომპანიის მიერ. მოწყობილობა TETRA-1 შეამოწმებს ორბიტაზე მანევრირებას, აგრეთვე უზრუნველყოფს სასწავლო სცენარს ახალი და სატესო თანამგზავრული ოპერატორებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Joe Raedle / Getty Images 

წინა გაშვებების დროს რაკეტა Falcon Heavy-ს გვერდითი ამაჩქარებლები კონტროლირბად დაშვებას ახორციელებდნენ კეიპ კანავერალის კოსმოსურ პლატფორმაზე, ცენტრალური ამაჩქარებელი კი წარმატებით ბრუნდებოდა და ჯდებოდა ატლანტის ოკეანეში არსებულ სპეციალურ მცურავ პლატფორმაზე. მისია USSF-44-ის რეალიზაციისთვის კომპანია იძულებული გახდა უარი ეთქვა შუალედური ამაჩქარებლის კონტროლირებად დაშვებაზე, რათა მაქსიმალურად გაეზარდა საწვავის მარაგი ორბიტაზე თანამგზავრების გაყვანისთვის. ამის ნაცვლად ეს ამაჩქარებელი ზღვაში ჩაეშვა ფლორიდას სანაპიროზე, გვერდითი ამაჩქარებლები კი მსუბუქად დაეშვნენ კოსმოსურ პლატფორმაზე. 

სავარაუდოდ, ამჟამინდელი გაშვება უკანასკნელი იქნება Falcon Heavy-სთვის მსოფლიოში ყველაზე მძლავრი აქტიური რაკეტების სტატუსით. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული სააგენტო (NASA) ემზადება ჩაატაროს გიგანტური Space Launch System რაკეტის პირველი ორბიტალური გაშვება მისია Artemis-1-ის ფარგლებში. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, მაშინ ამ რაკეტის გაშვება 14 ნოემბერს მოხდება, რის შემდეგაც მას მსოფლიოში ყველაზე ძლიერი რაკეტის სტატუსი გადაეცემა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.