Jump to content

Bitcoin-ის whitepaper-ის გამოქვეყნებიდან 14 წელი გავიდა


Recommended Posts

image.png 

2008 წლის 31 ოქტომბერს სატოში ნაკამოტომ გამოაქვეყნა Bitcoin-ის whitepaper. ტექნიკურ დოკუმენტში აღწერილი იყო, თუ როგორ მუშაობდა ერთრანგიანი საგადახდო სისტემა, რომელმაც მოგვიანებით ფინანსური ტექნოლოგიების სამყაროში რევოლუცია მოახდინა. 

ჯერჯერობით უცნობია ვინ იმალება პირველი კრიპტოვალუტის შემქმნელის ფსევდონიმის უკან, ასევე უცნობია ეს არის ერთი ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი. 

Whitepaper-ის წინასიტყვაობაში ნათქვამია: 

„ელექტრონული ფულის სრულად peer-to-peer ვერსია შესაძლებელს გახდის ონლაინ-გადახდები გაიგზავნოს პირდაპირ ერთი მხარისგან მეორესთვის, ფინანსური ორგანიზაციების გვერდის ავლით. ციფრული ხელმოწერები უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების ნაწილს, თუმცა ძირითადი უპირატესობები ნიველირდება, თუკი ორმაგი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით მაინც საჭირო იქნება ნდობით აღჭურვილი მესამე მხარე. ჩვენ გთავაზობთ ამ პრობლემის გადაჭრას ერთრანგიანი ქსელის ბაზაზე. იგი ტრანზაქციებს ასახავს დროის ნიშნულში და აერთიანებს ჰეშირებაზე დამყარებული სამუშაოს მტკიცებულების ჯაჭვში“. 

Bitcoin-ის ქსელის გაშვება მოხდა 2009 წლის იანვარში. ორი წლის შემდეგ სატოში ნაკამოტო გაქრა და საზოგადოებამ დღემდე გაარკვია, ვინ დაწერა დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო მრავალმილიარდიან ინდუსტრიას. 

14 წლის განმავლობაში პირველმა კრიპტოვალუტამ დიდი გზა გაიარა და ძლიერ ფინანსურ ინსტრუმენტად იქცა. მასში ინვესტიციებს დებენ საჯარო კომპანიები, მსხვილი მოთამაშეები  და საზოგადოების ზოგიერთი წევრი აქტივს მიიჩნევს კაპიტალის დაცვის საშუალება სერიოზული რყევების პერიოდში. 

2022 წლის 1 აპრილს მაინერებმა დააგენერირეს საიუბილეო 19 მილიონიანი Bitcoin. წერის მომენტისთვის ციფრული ოქროს მთლიანი მარაგის 91.4% არის მოპოვებული, რაც განსაზღვრულია 21 მილიონი BTC-ით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.