Jump to content

ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შემდეგ Dogecoin-ის ფასი თითქმის 10%-ით გაიზარდა


Recommended Posts

image.png 

CoinGecko-ს მიხედვით 24 საათის განმავლობაში Dogecoin (DOGE), ლონ მასკის „საყვარელი კრიპტოვალუტა“, გაძვირდა 9.7%-ით. 

წერის დროს აქტივი 0.085 აშშ დოლარად იყიდება. DOGE ამ მაჩვენებლის სიახლოვეს არ ყოფილა აგვისტოს შუა რიცხვების შემდეგ. როგორც ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ჩანს, ფასების ზრდას თან ახლავს ვაჭრობის მოცულობის ზრდა. 

image.png 

DOGE/USD-ის დღიური გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. 

ბოლო კვირის განმავლობაში მემე-კრიპტოვალუტის ფასმა 43.1%-ით მოიმატა. ერთ დღეში და შვიდ დღეში ზრდის თვალსაზრისით DOGE-მ კაპიტალიზაციის კუთხით ტოპ-10-ში შემავალ ყველა აქტივს გადაუსწრო. 

image.png 

წყარო: CoinGecko. 

Dogecoin-ის ფასმა 27 ოქტომბერს დაიწყო მატება მას შემდეგ, რაც მასკმა გამოაქვეყნა Twitterის შტაბ-ბინაში ვიზიტის ვიდეო. 

28 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მილიარდერმა სოციალური ქსელის შეძენის გარიგება დახურა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა პარაგ აგრავალმა და ფინანსურმა დირექტორმა ნედ სეგალმა, ასევე უფლებრივი პოლიტიკის ხელმძღვანელმა ვიჯაია გადემ და გენერალურმა იურიდიულმა მრჩეველმა შონ ეჯეტმა დატოვეს კომპანია. 

მოგვიანებით მასკმა გამოაქვეყნა ტვიტი ფრაზით „დაე, კარგი დრო დადგეს“. ამის საპასუხოდ MicroStrategy-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა და Bitcoin-მაქსიმალისტმა მაიკლ სეილორმა აღნიშნა, რომ Twitter-ს არ უნდა შეზღუდოს სიტყვის თავისუფლება.  

შეგახსენებთ, რომ მასკი აქტიურად ეწევა მემ-კრიპტოვალუტის პროპაგანდას. 2022 წლის აპრილში ბიზნესმენის შემოთავაზება იყო Twitter Blue გამოწერის ღირებულების შემცირება და მომხმარებლებისთვის პრემიუმ სერვისის საფასურის DOGE-ში გადახდის შესაძლებლობა. 

ივნისში მასკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა Dogecoin-ის მიმართ მიუხედავად დათვური ბაზრისა. შემდეგ მან განაცხადა, რომ Tesla გააგრძელებს პროდუქციის გაყიდვას DOGE-ში და SpaceX-იც მალე მიჰყვება მას. 

Link to comment
Share on other sites

დოჯკოინი საოცრათ დაიპამპა ბოლო ეთერეუმ-ბიტკოინის დაპაპმვის პერიოდში, ეთერეუმი თუ ლამის 25% გაზარდეს 1 კვირაში, დოჯკოინი იგივე პერიოდში გაზრდილა 110% და შეიძლება კიდე გაგრძელდესო დაპამპვები, ზოგადათ კრიპტობაზრის ჯამურმა კაპიტალიზაციამ 950$ მილიარდიდან ლამის 1100$ მილიარდს მიაღწია უკვე, შეიძლება მეტზეც გაიზარდოსო, მაგრამ ეხლა ისეთი პერიოდია შეიძლებაზე დამოკიდებული ვერ იქნები, ეგ ბოლო დაპამპვაც ძალზე მოულოდნელათ დაიწყო, მანამდე არაფერი მეტყველებდა მასეთ დაპამპვაზე 1.5 თვე ძალიან დაცემული იყო ყველაფერი აგვისტოს ბოლოდან რაც დაიწყო დროპები ოქტომბრის დასაწყისამდე გრძელდებოდა მინიმუმ დაცემები

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.