Jump to content

ჩიპების დეფიციტი დასრულდა: მობილურ სეგმენტში არსებული მარაგები 2023 წლამდე იქნება საკმარისი


Recommended Posts

ICwise-ის ანალიტიკოსების შეფასებით სმარტფონების მწარმოებელი კომპანიები მიმდინარე წლის დასაწყისიდან იძულებულნი იყვნენ სამჯერ შეემცირებინათ კომპონენტების შეკვეთის მოცულობა, ივნისის შეფასებით კი, როგორც Strategy Analytics-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მზა მოწყობილობების მარაგმა 200 მილიონი ერთეული შეადგინა. ამ სეგმენტში უკვე თამამად შეიძლება საუბარი ჩიპების დეფიციტის დასრულებაზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: SMIC 

ანალიტიკოსების აზრით მიმდინარე წელს 5G ქსელების მხარდაჭერის მქონე სმარტფონების მიწოდება 150 მილიონი ერთეულით შემცირდება, ხოლო მათ კომპონენტებზე მოთხოვნა - 100-დან 120 მილიონ ერთეულამდე. სმარტფონების ზოგიერთ მწარმოებელს აქვს ჩიპების მარაგი, რამაც მიაღწია ექვსთვიან ნორმას, მათი დიდი ნაწილი მოდის დაბალი და საშუალო ფასების დიაპაზონის 5G გადაწყვეტილებებზე. რადიოსიხშირული კომპონენტების მარაგი, ექსპერტების აზრით, მომავალი წლის შუა რიცხვებამდე იქნება საკმარისი. 

ჯერ კიდევ ნარჩუნდება საავტომობილო ჩიპების ნაკლებობა, თუმცა მათზე მოდის ნახევრადგამტარი კომპონენტების მსოფლიო ბაზრის არაუმეტეს 10%. Texas Instruments-ის წარმომადგენლები მიმდინარე თვეში იძლებულნი ყვნენ ეღიარებინათ, რომ დეფიციტი შემცირდა საწარმოო დანიშნულების აღჭურვილობისთვის განკუთვნილი ჩიპების სეგმენტშიც კი, თუმცა ბოლო დრომდე იგი საავტომობილო სფერისთან შედარებით არანაკლებ განიცდიდა მიწოდების შეფერხებებს.  

თავისთავად, შემცირდა მოთხოვნა პერსონალური კომპიუტერების კომპონენტებზეცმ რაზეც ცხადად მეტყველებს Intel-ის, AMD-ს, NVIDIA-ს, Micron-ის, Qualcomm-ისა და TSMC-ის წარმომადგენლების კომენტარები. როგორც წყაროები განმარტავენ, სმარტფონების კომპონენტებზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგალითად, UNISOC-ის პროდუქცი 4G სმარტფონებისთვის 17-დან 9 აშშ დოლარამდე შემცირდა. კომპანია Qualcomm-ს 10-15%-ით მოუწევს ფასების შემცირება ახალი თაობის 5G სმარტფონების ჩიპებზე, ანალოგიურად მოიქცევა MediaTek-იც, მიიჩნევენ Isaiah Research-ის წარმომადგენლები. 

CounterPoint Research-ის მონაცემებით მომავალ წელს სილიკონის ფირფიტებზე მოთხოვნა მიმდინარე წლის დონეზე დარჩება, ხოლო პროფილური საწარმოო სიმძლავრეები 7%-ით გაიზრდება. მსგავსი შეუსაბამობა ნაწილობრივ კომპენსირდება იმით, რომ ძვირადღირებული სმარტფონების ჩიპებზე მოთხოვნა კვლავ იზრდება. ექსპერტების აზრით 2024 წელს მთლიან ინდუსტრიაში ჩიპებზე მოთხოვნა შესაძლოა ზრდას დაუბრუნდეს. 

განსაკუთრებული სახით ვითარდება სიტუაცია ჩინურ ნახევრადგამტარ წარმოებაში. მას შეუძლია დაიკავოს იმ კომპონენტების წარმოების ნაწილი, რომლებიც მომწიფებული ლითოგრაფიის გამოყენებით იწარმოება, ამიტომ უახლოეს წლებში იმდენად ინტენსიურად განვითარდება, რამდენადაც ამას ამერიკული სანქციები დაუშვებს. SMIC, მაგალითად, აქტიურად აშენებს ახალ ობიექტებს და ცდილობს გააორმაგოს თავისი წარმოების მოცულობა მოკლე დროში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.