Magdalena Posted October 31, 2022 Share Posted October 31, 2022 პორტალ TechPowerUp-ის განკარგულებაში მოხვდა კომპანია MSI-ს წარმოების GeForce RTX 4080 ვიდეო ბარათის ფოტოები. კომპანია აპირებს მინიმუმ სამი ვერსიის გამოშვებას, რომელთაგან თითოეული გამოვა სიხშირეების მხრივ ორ ვარიანტად: ესენია GeForce RTX 4080 Suprim X და Suprim, GeForce RTX 4080 Gaming X და Gaming, აგრეთვე GeForce RTX 4080 Ventus 3X OC და Ventus 3X. ჯამში ექვსი მოდელია. ფოტოს წყარო: MSI / TechPowerUp TechPowerUp-ის თანახმად GeForce RTX 4080 Ventus 3X ამაჩქარებელში შენარჩუნებულია NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორის ეტალონური სიხშირეები. მოდელ RTX 4080 Ventus 3X OC-ს ექნება GPU-ის უმნიშვნელო ქარხნული აჩქარება. ფლაგმანურ GeForce RTX 4080 Suprim X-ში წარმოდგენილი იქნება ქარხნული აჩქარების ყველაზე დიდი მაჩვენებელი. GeForce RTX 4080 Gaming X ვერსიის გრაფიკული პროცესორის აჩქარება Suprim-ის დონის იქნება. GeForce RTX 4080 Gaming მოდელი იმუშავებს Ventus 3X OC ვერსიაზე მაღალ სიხშირეებზე. ამიტომ ბარათში წარმოდგენილი იქნება გაგრილების უფრო ეფექტური სისტემა. MSI GeForce RTX 4080 Suprim X/Suprim GeForce RTX 4080 Suprim X და Suprim ვერსიები გარეგნულად ძალიან ჰგავს ამავე ვერსიის GeForce RTX 4090-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი გაგრილების სისტემა ოთხსლოტიანია. პრეტენზიული დიზაინის არქონის მიუხედავად ახალ ვიდეო დაფებში წარმოდგენილი იქნება ყველაზე მოწინავე ტექნიკური აღჭურვილობა. GeForce RTX 4080 Gaming X და Gaming მიეკუთვნება საშუალო სეგმენტს, თუმცა მათაც ექნება გაგრილების მძლავრი სისტემები და RGB განათება. MSI GeForce RTX 4080 Gaming X/Gaming GeForce RTX 4080 Ventus 3X OC და Ventus 3X მოდელები შექმნილია პრაქტიკულობის გათვალისწინებით. ტექნიკური მახასიათებლებისა და წარმადობის თვალსაზრისით ეს ბარათები ყველაზე ახლოს იქნება GeForce RTX 4080-ის ეტალონურ ვერსიასთან. მათ შორის მთავარი განსხვავება კი მხოლოდ გაგრილების სისტემებში იქნება. MSI GeForce RTX 4080 Ventus 3X OC/Ventus 3X შეგახსენებთ, რომ GeForce RTX 4080-ის გაყიდვები 16 ნოემბერს დაიწყება. NVIDIA-მ ვიდეო დაფა 1199 აშშ დოლარად შეაფასა. https://tinyurl.com/mrxmw879 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted October 31, 2022 Share Posted October 31, 2022 ევროპაში ეღირება 1500 ევრო მაინც, მეტი თუ არა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.