Jump to content

გამოჩნდა GeForce RTX 4080 ვიდეო დაფა Suprim X, Gaming X Trio და Ventus 3X ვერსიებში MSI-სგან


Recommended Posts

პორტალ TechPowerUp-ის განკარგულებაში მოხვდა კომპანია MSI-ს წარმოების GeForce RTX 4080 ვიდეო ბარათის ფოტოები. კომპანია აპირებს მინიმუმ სამი ვერსიის გამოშვებას, რომელთაგან თითოეული გამოვა სიხშირეების მხრივ ორ ვარიანტად: ესენია GeForce RTX 4080 Suprim X და Suprim, GeForce RTX 4080 Gaming X და Gaming, აგრეთვე GeForce RTX 4080 Ventus 3X OC და Ventus 3X. ჯამში ექვსი მოდელია. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MSI / TechPowerUp 

TechPowerUp-ის თანახმად GeForce RTX 4080 Ventus 3X ამაჩქარებელში შენარჩუნებულია NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორის ეტალონური სიხშირეები. მოდელ RTX 4080 Ventus 3X OC-ს ექნება GPU-ის უმნიშვნელო ქარხნული აჩქარება. ფლაგმანურ GeForce RTX 4080 Suprim X-ში წარმოდგენილი იქნება ქარხნული აჩქარების ყველაზე დიდი მაჩვენებელი. GeForce RTX 4080 Gaming X ვერსიის გრაფიკული პროცესორის აჩქარება Suprim-ის დონის იქნება. GeForce RTX 4080 Gaming მოდელი იმუშავებს Ventus 3X OC ვერსიაზე მაღალ სიხშირეებზე. ამიტომ ბარათში წარმოდგენილი იქნება გაგრილების უფრო ეფექტური სისტემა. 

image.jpeg 

MSI GeForce RTX 4080 Suprim X/Suprim 

GeForce RTX 4080 Suprim X და Suprim ვერსიები გარეგნულად ძალიან ჰგავს ამავე ვერსიის GeForce RTX 4090-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი გაგრილების სისტემა ოთხსლოტიანია. პრეტენზიული დიზაინის არქონის მიუხედავად ახალ ვიდეო დაფებში წარმოდგენილი იქნება ყველაზე მოწინავე ტექნიკური აღჭურვილობა. GeForce RTX 4080 Gaming X და Gaming მიეკუთვნება საშუალო სეგმენტს, თუმცა მათაც ექნება გაგრილების მძლავრი სისტემები და RGB განათება. 

image.jpeg 

MSI GeForce RTX 4080 Gaming X/Gaming 

GeForce RTX 4080 Ventus 3X OC და Ventus 3X მოდელები შექმნილია პრაქტიკულობის გათვალისწინებით. ტექნიკური მახასიათებლებისა და წარმადობის თვალსაზრისით ეს ბარათები ყველაზე ახლოს იქნება GeForce RTX 4080-ის ეტალონურ ვერსიასთან. მათ შორის მთავარი განსხვავება კი მხოლოდ გაგრილების სისტემებში იქნება. 

image.jpeg 

MSI GeForce RTX 4080 Ventus 3X OC/Ventus 3X 

შეგახსენებთ, რომ GeForce RTX 4080-ის გაყიდვები 16 ნოემბერს დაიწყება. NVIDIA-მ ვიდეო დაფა 1199 აშშ დოლარად შეაფასა. 

  • Thanks 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ევროპაში ეღირება 1500 ევრო მაინც, მეტი თუ არა 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.