Jump to content

ევროკავშირმა წინსწრებით დაადასტურა 2035 წლიდან შიდაწვის ძრავზე მომუშავე ავტომობილების გამოშვების სრული აკრძალვა


Recommended Posts

ევროკავშირის კანონმდებლებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ 2035 წლიდან აიკრძალოს ახალი მსუბუქი ავტომობილებისა და მიკროავტობუსების წარმოება შიდაწვის ძრავებით. ახლა კანონპროექტი ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა. მოსალოდნელია მისი მიღება მცირე ცვლილებებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Ronny Hartmann/AFP via Getty Images 

კანონპროექტის ძირითად დებულებებში მოცემულია, რომ 2030 წლისთვის ახალ ავტომობილებში СО2-ის გამონაბოლქვი 50%-ით უნდა შემცირდეს, ახალმა მიკროავტობუსებმა და ფურგონებმა კი უნდა გამოიმუშაონ 50%-ით ნაკლები გამონაბოლქვი 2021 წელთან შედარებით, ე.ი. ტრანსპორტის 50-55%-ს არ უნდა ჰქონდეს ნახშირორჟანგის ემისია. 2035 წლისთვის კი СО2-ის გამონაბოლქვი ახალ სატრანპორტო საშუალებებში 100%-ით უნდა შემცირდეს, რაც ფაქტობრივად ნიშნავს შიდაწვის ძრავის გამოყენების სრულ აკრძალვას. 

კანონპროექტი დამატებით პუნქტებს შეიცავს. მაგალითად, კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ 10000-ზე ნაკლებ სამგზავრო მანქანას ან 22000 ფურგონს წელიწადში, არ დაექვემდებარებიან ემისიის 50%- და 55%-ან შემცირების მოთხოვნებს 2030 წლისთვის. მათ მხოლოდ 2035 წლისთვის მოუწევთ დააკმაყოფილონ ნულოვანი გამონაბოლქვის მოთხოვნა. ეს არის ე.წ. "ფერარის შეთანხმება", რომელიც განკუთვნილია მცირე ბიზნესის დასაცავად. 

კანონპროექტი ასევე შეიცავს არასავალდებულო წინადადებას, რომ დაუშვას 2035 წლის შემდეგ „მხოლოდ CO2-ნეიტრალური მანქანების წარმოება, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის ბიოსაწვავს, ალკოჰოლს, მეთანს, ბუტანს და წყალბადის საწვავს, თუ ეს მანქანები „არ ექვემდებარება ავტოპარკის სტანდარტებს“. 

ამ უკანასკნელ ფრაზას ზოგიერთი კრიტიკოსი კანონის სერიოზულ ხარვეზად მიიჩნევს, ზოგი კი ვარაუდობს, რომ იგულისხმება სპეციალური მანქანები, როგორიცაა სასწრაფო და სახანძრო მანქანები, რომლებზეც გამონაკლისი დაიშვება. ევროკავშირის კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ წინადადების ფორმულირება ჯერ კიდევ დაიხვეწება, სანამ კანონპროექტი ოფიციალურად გახდება კანონი. 

ჰოლანდიელმა პოლიტიკოსმა Jan Huitema-მ, რომელიც ევროპარლამენტის სახელით მოლაპარაკებას აწარმოებდა კანონპროექტის შემუშავებისას, პროექტს მაღალი შეფასება მისცა და განაცხადა, რომ ის „შექმნის სიცხადეს საავტომობილო ინდუსტრიისთვის და წაახალისებს ინოვაციას და ინვესტიციებს ავტომწარმოებლებისთვის“. 

ახალი კანონპროექტი არის ევროკავშირის პროექტ „Fit for 55“-ის პირველი და მთავარი ნაწილი - ეს გახლავთ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს 2030 წლისთვის ევროკავშირში მავნე გამონაბოლქვის 55%-ით შემცირებას, საბოლოო მიზანს კი წარმოადგენს ევროკავშირი ნახშირბადისგან სრულად ნეიტრალური გახდეს 2050 წლისთვის. პაკეტში შემავალი სხვა კანონები განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მიწათსარგებლობა, ავიაციისა და გემებისთვის უფრო სუფთა საწვავის შექმნა და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების განვითარების ახალი დაფინანსების უზრუნველყოფა. 

სხვა ქვეყნებში ასევე მიმდინარეობს მუშაობა შიდაწვის ძრავზე მომუშავე ახალი მანქანების აკრძალვის დაწესებაზე. დიდი ბრიტანეთი გეგმავს ასეთი მანქანების გაყიდვის აკრძალვას 2030 წლისთვის, აშშ-ში კი კალიფორნიაში 2035 წლისთვის აპირებენ აკრძალვას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.