Jump to content

მფრინავ ავტომობილ Alef Flying Car Model A-ს წარდგენა - მანქანის წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია 300 ათას აშშ დოლარად


Recommended Posts

კალიფორნიულმა კომპანია Alef Flying Car-მა დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება მფრინავ ავტომობილ Model A-ზე. ეს არის სრულიად ელექტრო ავტომობილი ფრენის შესაძლებლობით. მას გააჩნია 322 კილომეტრის გავლის მარაგი მიწაზე ან 177 კილომეტრისა - ჰაერში. კომპანიის გენერალური დირექტორი Jim Dukhovny თვლის, რომ Alef-ის მფრინავი ავტომობილები სატრანსპორტო რევოლუციას მოახდენენ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Alef Aeronautics 

ვტომობილს აქვს კორპუსის უნიკალური კარკასული კონსტრუქცია, რომლის ცენტრში განთავსებულია მბრუნავი კაფსულა მგზავრებისთვის. უსაფრთხოება უზრუნველყოფილია განაწილებული ელექტრო ძრავით (DEP), ფრენის სტაბილიზაციის კომპიუტერული სისტემით, ყველა საკვანძო სისტემის სამ- და რვამაგი რეზერვირებით, ბილიკზე დაშვების შესაძლებლობითა და სამაშველო პარაშუტით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Alef Aeronautics 

კომპანიამ მფრინავ ავტომობილზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო, 2019 წლიდან კი ატარებდა სრული ზომის პროტოტიპების, სახელად Alef Zero-ს, შემოწმებებსა და სატესტო ფრენებს. სტარტაპმა მიიპყრო ცნობილ ვენჩურულ კაპიტალისტ Tim Draper-ის, Tesla-სა და SpaceX-ის ადრეული ინვესტორის ყურადღება და მისმა Draper Associates Fund V- მხარი დაუჭირა Alef-ს 3 მლნ აშშ დოლარიანი საწყისი კაპიტალით. 

სან-მატეოში, დრეიპერის უნივერსიტეტში პრეს-კონფერენციაზე კომპანიამ წარადგინა ახალი პროტოტიპი - Alef Model A, რომელიც ერთ მგზავრზეა გათვლილი. Model A რეკლამდება, როგორც ერთადერთი მფრინავი ავტომობილი ვერტიკალური აფრენა-დაშვების შესაძლებლობით. მას შეუძლია აფრენა ჩვეულებრივი კვადროკოპტერივით. აფრენის შემდეგ მსუბუქი კარკასული კორპუსი 90 გრადუსით ბრუნდება მგზავრებიანი კაფსულის ირგვლივ და ავტომობილი გადადის ჰორიზონტალური ფრენის რეჟიმში. ამასთან, კორპუსის გვერდები ხდება შესაბამისად ზედა და ქვედა ფრთები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Alef Aeronautics 

Model A-ს შეკვეთა უკვე შესაძლებელია 300 ათას აშშ დოლარად. მოსალოდნელია, რომ მფრინავი ავტომობილის წარმოება და დამკვეთებთან მიწოდება 2025 წელს დაიწყება. კომპანია ასევე მუშაობს სედან Model Z-ზე, რომლის საორიენტაციო ფასი იქნება 35 ათასი აშშ დოლარი. ამ მოდელის წარდგენა შედგება 2035 წელს და კომპანიის განცხადებით, მისი მართვისთვის საჭირო იქნება მხოლოდ ავტომობილის მართვის მოწმობა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.