Jump to content

RTX 4090 შესაძლოა დეციფიტური გახდეს წარმოების გეგმებში ცვლილებების გამო


Recommended Posts

image.jpeg 

დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო ახალ ვიდეო დაფა RTX 4090-ის გაყიდვა და ზოგიერთმ იღბლიანმა უკვე შეძლო მისი შეძენა. მაგრამ, როგორც ჩანს, ახალ ვიდეო ბარათს უკვე მტკივნეულად ნაცნობი დეფიციტი ელის, რადგანაც RTX 4090-სთვის წარმოებული GPU-ების რაოდენობა დიდი ალბათობით მხოლოდ საწყისი გაყიდვებისთვის იქნება საკმარისი. 

რესურსი MyDrivers აცხადებს, რომ NVIDIA-მ RTX 4090-სთვის საჭირო GPU-ების საწარმოო სიმძლავრის ნაწილი ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის განკუთვნილი გრაფიკული პროცესორის - Hopper H100-ის ჩიპების წარმოებაზე გადაიტანა. 

ამ გადაწყვეტილებაზე ორმა მიზეზმა იქონია გავლენა. 

როგორც ცნობილია, არც ისე დიდი ხნის წინ შეერთებულმა შტატებმა აკრძალა თავისი ხელოვნური ინტელექტის პროდუქციის გაყიდვა ჩინეთში, რადგან აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით ეს საფრთხეს უქმნის მათ ეროვნულ უსაფრთხოებას, თუ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამხედრო მიზნებით მოხდება. ამავდროულად, ტექნოლოგიურ კომპანიებს უფლება აქვთ შეასრულონ მოქმედი შეკვეთები 2023 წლის სექტემბრამდე. ანუ, NVIDIA-ს ზუსტად ერთი წელი აქვს დარჩენილი, რათა მოახერხოს ბოლო დიდი ფულის გამომუშავება Hopper H100 და Ampere A100 გამოთვლითი ამაჩქარებლების ჩინეთში გაყიდვით. 

image.jpeg 

მეორე მიზეზია შეუდარებლად მაღალი მოგება Hopper H100 AI-ს გაყიდვიდან. მაგალითად, თუ RTX 4090 გაიყიდება საშუალოდ 2000-3000 აშშ დოლარად, Hopper H100 AI ამჟამად ღირს 33000 აშშ დოლარი, SXM ვერსია კი - კიდევ უფრო მეტი. 

ორივე მიზეზი იძლევა მეტად ლოგიკურ დასკვნას, რომ NVIDIA-ს სურს მაქსიმალურად გამოიყენოს მოგება ჩინეთის ბაზრიდან, რომელიც მისთვის იხურება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება კომპანიისთვის გეიმინგ ვიდეო ბარათებზე მაინინგის კოლაფსის დროს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ NVIDIA-მ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შესწიროს გეიმინგ ბაზარი და გეიმერების ინტერესები მოგებას. 

Link to comment
Share on other sites

ხო ვითომ მსგავსი ჩიპი AI ვიდეოკარტებში გამოიყენებაო სასერვერო სეგმენტში, ამიტომ 4090 მეორე პლანზე გადავიდესო შეიძლება, თუმცა ეგ არ უნდა შეეხოს 4080 ან მაგაზე იაფიან მოდელებს წესით, რაც არ უნდა იყოს რომ ვაკვრიდები უკვე გაუზრდიათ სპეკულიანტებს მაგ კარტის ფასი 1700$-ან ლამის 2400$-მდე უკვე და დეფიციტია სერიოზული დაწყებული ამ ეტაპზე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.