Jump to content

ინსაიდერული ინფორმაცია: NVIDIA-მ შესაძლოა გამოუშვას RTX 4090 ლეპტოპებისთვის, AMD-ს მობილური გრაფიკა კი RX 6950 XT-ს მიუახლოვდეს


Recommended Posts

image.jpeg 

NVIDIA-მ წარადგინა ახალი თაობის პირველი გეიმინგ ვიდეო ბარათი GeForce RTX 4090, 16 ნოემბერს კი მოსალოდნელია მორიგი მოდელის, RTX 4080-ის გამოსვლა. დიდი ალბათობით, გეიმინგ ლეპტოპებისთვის განკუთვნილი განახლებული მობილი ხაზის გამოსვლაც არ დააყოვნებს და ამ მიმართულებითაც მოსალოდნელია წარმადობის მნიშვნელოვანი ზრდა. RTX 4090 შესაძლოა პირველი გამოჩნდეს ლეპტოპებში. რესურს VideoCardz-მა ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ ინფორმატორ @hw_reveal-ის ინსაიდზე, რომელმაც გამოაქვეყნა მოდელების ჩამონათვალი, ასევე გრაფიკული პროცესორების კოდური დასახელებები, რომელთა დებიუტიც სავარაუდოდ უნდა შედგეს მობილურ სეგმენტში. 

მობილური ვიდეო ბარათების სავარაუდო ჩამონათვალი, მობილური ჩიპების დასახელება და შესაძლო დესკტოპ ანალოგები: 

  • RTX 4090, GN21-X11 (AD103) 

  • RTX 4080 Ti, GN21-X9 (AD104) 

  • RTX 4070, GN21-X6 (AD106) 

  • RTX 4060 Ti, GN21-X4 (AD107) 

  • RTX 4060, GN21-X2 (AD107) 

მობილური ჩიპების დასახელებები მნიშვნელოვნად განსხვავდება დესკტოპ ვერსიებისგან, თუმცა რეალურად გამოყენებულია ერთი და იგივე გადაწყვეტილებები. ადრე Twitter-ის ცნობილმა ინსაიდერმა @kopite7kimi განაცხადა, რომელი დესკტოპ გრაფიკული პროცესორები შეიძლება შეესაბამებოდეს ამა თუ იმ მობილურ ვიდეო დაფას. მობილური RTX 4090 არ იქნება დამყარებული ფლაგმანურ დესკტოპ ჩიპ AD102-ზე, არამედ უფრო დიდი ალბათობით მასში წარმოდგენილი იქნება AD103, რომელიც დესკტოპ RTX 4080 დაფაში გამოიყენება. თუმცა ლეპტოპის ასეთი კონფიგურაციას კი წარმოუდგენლად გამოიყურება. 

AMD ასევე ამზადებს განახლებულ მობილურ პლატფორმას და ამ შემთხვევაშიც მოსალოდნელია წარმადობის უზარმაზარი ზრდა, რაც გეიმინგ ლეპტოპებს ამ დრომდე არნახულ დონეზე აიყვანს. ინსაიდერი @greymon55  მიანიშნეს, რომ AMD-ს ახალი მობილური ფლაგმანი წარმადობით დაახლოებით დესკტოპ RX 6950 XT-ს მსგავსი იქნება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.