Jump to content

მსოფლიოში ყველაზე დიდი, 3200-მეგაპიქსელიანი სენსორის მქონე კამერა პირველ ფოტოებს 2024 წელს გადაიღებს


Recommended Posts

აშშ-ის მაჩქარებლების ეროვნული ლაბორატორიის (SLAC) მეცნიერებმა თითქმის დაასრულეს მუშაობ Legacy Survey of Space and Time-ზე (LSST) - ეს გახლავთ მსოფლიოში უდიდესი ციფრული კამერა, რომელიც ასტრონომიული დაკვირვებებისთვის იქნება გამოყენებული. მისი ექსპლუატაციაში შესვლა მომავალ წელს დაიწყება, პირველი ფოტოები კი 2024 წლიდანაა მოსალოდნელი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: anonymouswire.com 

ზომით LSST მცირე ზომის ავტომობილის ტოლია და მისი მასა სამ ტონას შეადგენს. 1.5-მეტრიან ობიექტივზე განთავსებულია 3200-მეგაპიქსელიანი გამოსახულების სენსორი, რომელიც ხმაურის შემცირების მიზნით მუშაობის პროცესში -100 °C-მდე გაგრილდება. კამერას განათავსებენ ტელესკოპ Simonyi-ზე - ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორიაში, ჩილეში. კამერა იქ იმუშავებს ათი წელი და ასტრონომებს დაეხმარება სამყაროს, მათ შორის ბნელი ენერგიისა და ბნელი მატერიის შესწავლაში. 

დიდი დიაფრაგმის მქონე ფართოკუთხიანი კამერა მოიცავს ოპტიკურ, ასევე ახლო ინფრაწითელ და ახლო ულტრაიისფერ დიაპაზონებს - ამ შესაძლებლობას უზრუნველყოფს 189 CCD-სენსორი, რომლებიც დაჯგუფებულია 21 მასივად - 3x3 თითოეულ მასივში. კამერას შეუძლია მოიცვას თვალთახედვის 3. - ე.ი. ყოველ გადაღებაზე მოიცავს სივრცეს, რომელიც ორმოცჯერ აღემატება მთვარის ფართობს. 

ფოტოებზე: Legacy Survey of Space and Time (LSST) 

image.pngimage.pngimage.pngimage.png 

სენსორის გარდა მსოფლიოში ყველაზე დიდია კამერის ობიექტივი - მისი დიამეტრია 1.57 მეტრი, მისი სტატუსი კი გინესის რეკორდების წიგნშია ჩაწერილი. ოპტიკური სისტემის ნაწილია ასევე სარკეების ნაკრები, რომელთაგან ყველაზე დიდის სიგანე 8.23 მეტრია. ათი წლის განმავლობაში კამერა მეცნიერებს დაეხმარება 37 მილიარდი ვარსკვლავისა და გალაქტიკების შესწავლაში, ღამის განმავლობაში იგი 15 ტბ მოცულობის მონაცემებს შეაგროვებს. 

LSST ამჟამად განთავსებულია სან-ფრანცისკოს სიახლოვეს არსებულ სახელოსნოში, სადაც მას აწყობდნენ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, 2023 წლის მაისში კამერას ობსერვატორიაში გადაიტანენ. მანამდე კი მასზე დაამონტაჟებენ ექვს ფილტრს, რომლებიც სინათლეს გარკვეულ დიაპაზონებში ატარებენ. ეს ფილტრები დამზადდა ამერიკულ მასაჩუსეტსსა და ფრანგულ პროვანსში - ისინი უკვე გადატანილია სახელოსნოში, თუმცა ჯერ არ დამონტაჟებულა. მონტაჟის დასრულების შემდეგ კამერა გაივლის ფინალურ შემოწმებას და გაიგზავნება ჩილეში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.