Magdalena Posted October 24, 2022 Share Posted October 24, 2022 მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბერში საჯარო მაინინგ-კომპანიებმა გაყიდეს ნაკლები Bitcoin, ვიდრე მოიპოვეს. ეს მოხდა მაისის შემდეგ პირველად, აღნიშნეს Hashrate Index-ის ექსპერტებმა. ივნისში საჯარო მაინერებმა განახორციელეს ჯამში Bitcoin-რეზერვების 23%-ის ლიკვიდაცია, ხოლო რეალიზებული იქნა 14 600 BTC. ივლისში კომპანიებმა გაყიდეს 5767.9 BTC და ჯამში მოიპოვეს 3478 BTC. მესამე კვარტლის განმავლობაში ბაზარზე არსებული სიტუაცია აგრძელებდა მაინერების ფინანასურ მდგრადობაზე ზეწოლას, აღნიშნეს ექსპერტებმა. თუმცა მოპოვებული Bitcoin-ების რეალიზაციის ტემპები შენელდა. წყარო: Hashrate Index. შეერთებულ შტატებში, სადაც საჯარო მაინერები ყველაზე აქტიურები არიან, ზოგიერთ შტატში 1 BTC-ის წარმოების ღირებულება გაორმაგდა გასულ წელთან შედარებით. მიზეზი ჰეშრეითისა და ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა იყო. წყარო: Hashrate Index. ელექტროენერგიის ფასის ინფლაციამდე აღჭურვილობის ჰოსტინგზე ჩვეულებრივი კონტრაქტით გათვალისწინებული იყო ტარიფი 0.05-0.06 აშშ დოლარი. ბევრი პროვაიდერი გადავიდა „ყველაფერი ჩართულია“ მოდელიდან ხარჯების წილობრივ გადანაწილებაზე, აღნიშნეს ექსპერტებმა. „კვარტლის განმავლობაში საჯარო კომპანიებმა გააგრძელეს მაინინგ მოწყობილობებისა და Bitcoin-ების გაყიდვა საქმიანობის დაფინანსებისა და კრედიტის დაფარვის მიზნით. პრობლემური აქტივების გაყიდვებმა ზრდა დაიწყო, ჩვენ კი გავხდით დათვურ ბაზარზე პირველი მსხვილი გაკოტრების მოწმეები“ - განაცხადეს ანალიტიკოსებმა. Hashrate Index-მა ყურადღება გაამახვილა, რომ მესამე კვარტალში დაიწყო Antminer S19 XP-ის მიწოდება. პირველი კვარტლის შემდეგ Bitmain-ის ამ მოწყობილობების ფიუჩერსული ფასი გაიზარდა უფრო მეტად, ვიდრე მსგავსი დანადგარებისა (38 J/TH-ზე მაღალი ენერგოეფექტურობით). ექსპერტების აზრით პრემიის მქონე სიტუაცია კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება. წყარო: Hashrate Index. Glassnode-ის ანალიტიკოსების აზრით თუ Bitcoin-ის ფასი 18300 აშშ დოლარზე დაბლა დაეცემა, მაინერების კუთვნილი 78.400 BTC შესაძლოა ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. https://tinyurl.com/msuwytkr Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted October 24, 2022 Share Posted October 24, 2022 მეც მაგას ველოდები, მაგრამ საქმე იმაშია რომ 18000$ ქვემოთ დაგდება ბიტკოინის ცოცხალი თავით არ უნდათ ჯერ დიდ ვეილსებს, მე დაჟე მაწყობდა რომ ჯერ დაცემულუყო და მერე ისევ აეწიათ თუნდაც მაგ 19000$ 15000-16000$ დაცემის შემდეგ ბიტკოინი, მაგრამ ჯერ ეგეთი დროპი არ ყოფილა, იდეაში შემდეგი წლის ბოლომდე უნდა დაეცეს მაგდენზე მაინც უფრო მოშნათ თუ არა მაგრამ ეგ იმ შემთხვევაში თუ მანამდე დიდზე არ გაიზარდა და ისეც 30000$ არ გაცდა კურსი, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება სულ 18000-20500$ ფარგლებში რომ დატოვონ ბიტკოინის კურსი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted October 26, 2022 Share Posted October 26, 2022 მოკლეთ ეგ პროგნოზი არ ახდა, ნუ ახლოსაც კი, რახან უკვე 20300$ კურსი ბიტკოინის, თუმცა ალტკოინები გაცილებით სერიოზულათ დაპამპეს, ბიტკოინი თუ უფრო 5% გაიზარდა ბოლო 24 საათში კარდანო,პოლკადოტი,სოლანა და განსაკუთრებით ეთერეუმი ყველა 10-12% აწიეს და თან აწევა დაიწყო ძალზე სწრაფათ, თუ არ გქონდა ნაყიდი ვერაფერს მოასწრებდი მანდ დიდათ, სადღაც 50$ მილიარდის კაპიტალი შემოვიდა დაახლოებით 5-6 საათში, ანუ როგორც გააქვთ ხოლმე სწრაფათ, ეხლა სწრაფადვე შემოიტანეს თანხები, ვნახოთ აბა რას აპირებენ კიდე უფრო გაიზრდება თუ მალევე დაეცემა, თუმცა 10-12% გაზრდა მარტო კარგ პერიოდში იცოდა აქამდე კრიპტოვალუტამ ან როცა ძალზე იყო დაცემული მანამდე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.