Jump to content

ანგარიში: Bitcoin-მაინერებმა შეწყვიტეს კრიპტო რეზერვების ლიკვიდაცია


Recommended Posts

image.png

მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბერში საჯარო მაინინგ-კომპანიებმა გაყიდეს ნაკლები Bitcoin, ვიდრე მოიპოვეს. ეს მოხდა მაისის შემდეგ პირველად, აღნიშნეს Hashrate Index-ის ექსპერტებმა.

ივნისში საჯარო მაინერებმა განახორციელეს ჯამში Bitcoin-რეზერვების 23%-ის ლიკვიდაცია, ხოლო რეალიზებული იქნა 14 600 BTC. ივლისში კომპანიებმა გაყიდეს 5767.9 BTC და ჯამში მოიპოვეს 3478 BTC.

მესამე კვარტლის განმავლობაში ბაზარზე არსებული სიტუაცია აგრძელებდა მაინერების ფინანასურ მდგრადობაზე ზეწოლას, აღნიშნეს ექსპერტებმა. თუმცა მოპოვებული Bitcoin-ების რეალიზაციის ტემპები შენელდა.

image.png

წყარო: Hashrate Index.

შეერთებულ შტატებში, სადაც საჯარო მაინერები ყველაზე აქტიურები არიან, ზოგიერთ შტატში 1 BTC-ის წარმოების ღირებულება გაორმაგდა გასულ წელთან შედარებით. მიზეზი ჰეშრეითისა და ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა იყო.

image.png

წყარო: Hashrate Index.

ელექტროენერგიის ფასის ინფლაციამდე აღჭურვილობის ჰოსტინგზე ჩვეულებრივი კონტრაქტით გათვალისწინებული იყო ტარიფი 0.05-0.06 აშშ დოლარი. ბევრი პროვაიდერი გადავიდა „ყველაფერი ჩართულია“ მოდელიდან ხარჯების წილობრივ გადანაწილებაზე, აღნიშნეს ექსპერტებმა.

„კვარტლის განმავლობაში საჯარო კომპანიებმა გააგრძელეს მაინინგ მოწყობილობებისა და Bitcoin-ების გაყიდვა საქმიანობის დაფინანსებისა და კრედიტის დაფარვის მიზნით. პრობლემური აქტივების გაყიდვებმა ზრდა დაიწყო, ჩვენ კი გავხდით დათვურ ბაზარზე პირველი მსხვილი გაკოტრების მოწმეები“ - განაცხადეს ანალიტიკოსებმა.

Hashrate Index-მა ყურადღება გაამახვილა, რომ მესამე კვარტალში დაიწყო Antminer S19 XP-ის მიწოდება. პირველი კვარტლის შემდეგ Bitmain-ის ამ მოწყობილობების ფიუჩერსული ფასი გაიზარდა უფრო მეტად, ვიდრე მსგავსი დანადგარებისა (38 J/TH-ზე მაღალი ენერგოეფექტურობით). ექსპერტების აზრით პრემიის მქონე სიტუაცია კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება.

image.png

წყარო: Hashrate Index.

Glassnode-ის ანალიტიკოსების აზრით თუ Bitcoin-ის ფასი 18300 აშშ დოლარზე დაბლა დაეცემა, მაინერების კუთვნილი 78.400 BTC შესაძლოა ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

https://tinyurl.com/msuwytkr

Link to comment
Share on other sites

მეც მაგას ველოდები, მაგრამ საქმე იმაშია რომ 18000$ ქვემოთ დაგდება ბიტკოინის ცოცხალი თავით არ უნდათ ჯერ დიდ ვეილსებს, მე დაჟე მაწყობდა რომ ჯერ დაცემულუყო და მერე ისევ აეწიათ თუნდაც მაგ 19000$ 15000-16000$ დაცემის შემდეგ ბიტკოინი, მაგრამ ჯერ ეგეთი დროპი არ ყოფილა, იდეაში შემდეგი წლის ბოლომდე უნდა დაეცეს მაგდენზე მაინც უფრო მოშნათ თუ არა მაგრამ ეგ იმ შემთხვევაში თუ მანამდე დიდზე არ გაიზარდა და ისეც 30000$ არ გაცდა კურსი, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება სულ 18000-20500$ ფარგლებში რომ დატოვონ ბიტკოინის კურსი

Link to comment
Share on other sites

მოკლეთ ეგ პროგნოზი არ ახდა, ნუ ახლოსაც კი, რახან უკვე 20300$ კურსი ბიტკოინის, თუმცა ალტკოინები გაცილებით სერიოზულათ დაპამპეს, ბიტკოინი თუ უფრო 5% გაიზარდა ბოლო 24 საათში კარდანო,პოლკადოტი,სოლანა და განსაკუთრებით ეთერეუმი ყველა 10-12% აწიეს და თან აწევა დაიწყო ძალზე სწრაფათ, თუ არ გქონდა ნაყიდი ვერაფერს მოასწრებდი მანდ დიდათ, სადღაც 50$ მილიარდის კაპიტალი შემოვიდა დაახლოებით 5-6 საათში, ანუ როგორც გააქვთ ხოლმე სწრაფათ, ეხლა სწრაფადვე შემოიტანეს თანხები, ვნახოთ აბა რას აპირებენ კიდე უფრო გაიზრდება თუ მალევე დაეცემა, თუმცა 10-12% გაზრდა მარტო კარგ პერიოდში იცოდა აქამდე კრიპტოვალუტამ ან როცა ძალზე იყო დაცემული მანამდე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.