Magdalena Posted October 18, 2022 Share Posted October 18, 2022 Bloomberg-ის ჟურნალისტი მარკ გურმანი (Mark Gurman) აცხადებს, რომ უახლოეს დროში Apple წარადგენს განახლებულ პლანშეტ iPad Pro-ს. მან განაცხადა, რომ M2 ჩიპის მქონე 11- და 12.9-დუიმიანი ახალი iPad Pro-ების ანონსამდე რამდენიმე დღე დარჩა. პლანშეტების სახელწოდებებია J617 და J620, შესაბამისად. ფოტოს წყარო: Apple ეს არის iPad Pro პლანშეტების სერიის პირველი განახლება წელიწადნახევრის შემდეგ. ახალი მოდელების წინამორბედებისგან მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელია ჩიპი M2, რომელიც M1 ჩიპთან შედარებით უზრუნველყოფს წარმადობის 20%-იან ზრდას. ახალი iPad Pro-ები გარეგნულად ძალიან ჰგავს წინა ვერსიებს. უკვე მეოთხე წელია Pro სერიის პლანშეტებს იდენტური დიზაინი აქვთ ბრტყელი გვერდებით. სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ადრე გავრცელებული ცნობებით 11-დუიმიან მოდელს უნდა ჰქონოდა mini-LED დისპლეი ისევე, როგორც ძველ 12.9-დუიმიან მოდელს, თუმცა უახლესი მონაცემებით ეს ინფორმაცია არ დასტურდება. გურმანის თქმით Apple ასევე მუშაობს საბაზისო დონის ახალ პლანშეტზე, რომელსაც ექნება USB-C პორტი და iPad Pro-ს მსგავსი დიზაინი. ცნობილია, რომ Apple არ ჩაატარებს ახალი მოწყობილობების პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ოქტომბრის ღონისძიებას. მოსალოდნელია, რომ ახალი iPad Pro-სა და განახლებული Mac ხაზის გამოსვლის შესახებ პრეს-რელიზსა და კომპანიის ვებ-გვერდზე გამოაცხადებენ. ახალი iPad Pro მოდელების გამოცხადების გარდა კომპანია ასევე გამოუშვებს iPadOS 16-ს. ცნობილია, რომ Apple-მა გადადო iPadOS 16-ის გამოშვება და არ წარადგინა იგი iOS-ის განახლებასთან ერთად, რათა დეველოპერებს მეტი დრო ჰქონოდათ მისი გაუმჯობესებისთვის, ასევე მრავალი ამოცანის/მრავალფანჯრიანი Stage Manager-ის ფუნქციის შემუშავებისთვის, რომელშიც ჯერ კიდევ არის ხარვეზები. Apple-ის კვარტალური ანგარიში 27 ოქტომბერს გამოქვეყნდება. როგორც წესი, კომპანია ახალ პროდუქტებს წარადგენს კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე. სავარაუდოდ, იგი ამ ტრადიციას წელსაც არ შეცვლის. https://tinyurl.com/mvx6bx5j Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.