Jump to content

Bloomberg: Apple უახლოეს დროში გამოუშვებს განახლებულ iPad Pro-ს M2 ჩიპით


Magdalena

Recommended Posts

Bloomberg-ის ჟურნალისტი მარკ გურმანი (Mark Gurman) აცხადებს, რომ უახლოეს დროში Apple წარადგენს განახლებულ პლანშეტ iPad Pro-ს. მან განაცხადა, რომ M2 ჩიპის მქონე 11- და 12.9-დუიმიანი ახალი iPad Pro-ების ანონსამდე რამდენიმე დღე დარჩა. პლანშეტების სახელწოდებებია J617 და J620, შესაბამისად.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apple 

ეს არის iPad Pro პლანშეტების სერიის პირველი განახლება წელიწადნახევრის შემდეგ. ახალი მოდელების წინამორბედებისგან მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელია ჩიპი M2, რომელიც M1 ჩიპთან შედარებით უზრუნველყოფს წარმადობის 20%-იან ზრდას. 

ხალი iPad Pro-ები გარეგნულად ძალიან ჰგავს წინა ვერსიებს. უკვე მეოთხე წელია Pro სერიის პლანშეტებს იდენტური დიზაინი აქვთ ბრტყელი გვერდებით. სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. 

დრე გავრცელებული ცნობებით 11-დუიმიან მოდელს უნდა ჰქონოდა mini-LED დისპლეი ისევე, როგორც ძველ 12.9-დუიმიან მოდელს, თუმცა უახლესი მონაცემებით ეს ინფორმაცია არ დასტურდება.  

გურმანის თქმით Apple ასევე მუშაობს საბაზისო დონის ახალ პლანშეტზე, რომელსაც ექნება USB-C პორტი და iPad Pro-ს მსგავსი დიზაინი. 

ცნობილია, რომ Apple არ ჩაატარებს ახალი მოწყობილობების პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ოქტომბრის ღონისძებას. მოსალოდნელია, რომ ახალი iPad Pro-სა და განახლებული Mac ხაზის გამოსვლის შესახებ პრეს-რელიზსა და კომპანიის ვებ-გვერდზე გამოაცხადებენ.  

ახალი iPad Pro მოდელების გამოცხადების გარდა კომპანია ასევე გამოუშვებს iPadOS 16-ს. ცნობილია, რომ Apple-მა გადადო iPadOS 16-ის გამოშვება და არ წარადგინა იგი iOS-ის განახლებასთან ერთად, რათა დეველოპერებს მეტი დრო ჰქონოდათ მისი გაუმჯობესებისთვის, ასევე მრავალი ამოცანის/მრავალფანჯრიანი Stage Manager-ის ფუნქციის შემუშავებისთვის, რომელშიც ჯერ კიდევ არის ხარვეზები. 

Apple-ის კვარტალური ანგარიში 27 ოქტომბერს გამოქვეყნდება. როგორც წესი, კომპანია ახალ პროდუქტებს წარადგენს კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე. სავარაუდოდ, იგი ამ ტრადიციას წელსაც არ შეცვლის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.