Jump to content

სპეკულანტები დაბრუნდნენ: GeForce RTX 4090 გაქრა მაღაზიებიდან და eBay-ზე გამოჩნდა გაბერილ ფასებში


Recommended Posts

გადამყიდველები მიზანს დაუბრუნდნენ და რთული მისახვედრი არ არის, რომ მათი სამიზნე ახალი ფლაგმანური ვიდეო დაფა GeForce RTX 4090 გახდა. იგი სულ ახლახანს გამოვიდა გაყიდვაში და ამჟამად მისი შეძენა უკვე შეუძლებელია, სამაგიეროდ მეორად სავაჭრო პლატფორმებზე გამოჩნდა უამრავი განცხადება დაფის გაყიდვასთან დაკავშირებით. მოთხოვნაც არსებობს, თუმცა სპეკულანტების სიხარული ნაადრევია. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Computer Base 

საშუალოდ, GeForce RTX 4090 ვიდეო ბარათი eBay-ზე შემოთავაზებულია 2300-დან 3200 აშშ დოლარამდე ფასებში, Amazon-ზე კი გამყიდველები ორიენტირებულნი არიან 3000 აშშ დოლარიან ნიშნულზე. რესურს HotHardware-მა შეისწავლა ამერიკულ eBay-ზე ბოლოს დასრულებული აუქციონები და აღმოჩნდა, რომ ზოგ შემთხვევაში ვიდეო დაფები გაიყიდა სარეკომენდაციო ფასზე (1599 აშშ დოლარი) ორნახევარჯერ მეტ ფასად. 

image.jpeg 

ყველაზე მაღალი ფსონები აღმოჩნდა ASUS ROG Strix GeForce RTX 4090 OC მოდელზე - რამდენიმე გარიგება დასრულდა 4000 აშშ დოლარზე ძვირად გაყიდვით. აბსოლუტური რეკორდსმენი კი გახდა Zotac Gaming GeForce RTX 4090 Trinity, რომელიც მომხმარებელმა 9999 აშშ დოლარად შეიძინა.  

image.jpeg 

სავარაუდოდ, მომხმარებლები არ აპირებენ ხსენებული გარიგებების თანხის გადახდას, არამედ უბრალოდ ამ გზით ცდილობენ ჭკუა ასწავლონ სპეკულანტებს. ასე მოხდა მიმდინარე წლის გასულ და პირველ კვარტალში არსებული აჟიოტაჟის დროს - მომხმარებლები სპეციალურად მონაწილეობდნენ ვაჭრობაში და ბერავდნენ ფასებს, შემდეგ კი უბრალოდ არ იხდიდნენ თანხებს. Reddit-ზე სპეკულანტების საწინააღმდეგო ქომიუნითიც კი შეიქმნა. შესაძლოა, ამჟამად ანალოგიური სიტუაციაა - მომხმარებლები ცდილობენ მათ გაღიზიანებას, ვინც მეტისმეტად ზრდის ფასებს. 

თუკი ადრე გადამყიდველები მაინც წარმატებით ყიდიდნენ ვიდეო ბარათებს, ამჟამად სიტუაცია სრულიად სხვაა და ზედმეტის გადახდა არ ღირს. პირველ რიგში, ამჟამად აბსოლუტურად არ არსებობს მოთხოვნა მაინერების მხრიდან, რადგანაც Proof-of-Stake მოდელზე Ethereum-ის გადასვლის ემდეგ ამ კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის ვიდეო დაფები საჭირო აღარ არის. ხოლო სხვა კრიპტოვალუტების შემთხვევაში ვიდეო ბარათებზე მაინინგი უბრალოდ არამომგებიანი გახდა. 

მეორეც, თუ ადრე არსებობდა გრაფიკული პროცესორების დეფიციტის პრობლემა და მხოლოდ რამდენიმე ვიდეო ბარათი იწარმოებოდა, ამჯერად არ ვიცით, რამდენად მალე შემოვა მაღაზიებში ვიდეო ბარათების ახალი პარტიები. არსებობს იმედი, რომ NVIDIA არ დაუშვებს დეფიციტს. და მესამე, საკმაოდ მალე შედგება უფრო ხელმისაწვდომი GeForce RTX 4080 გრაფიკული ამაჩქარებლების, ისევე როგორც AMD Radeon RX 7000 გრაფიკული ბარათების დებიუტი.  

image.jpeg 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.