Jump to content

Microsoft-მა წარადგინა ლეპტოპი Surface Laptop 5 ფასით 999 აშშ დოლარიდან - მხოლოდ Intel და არანაირი AMD


Magdalena

Recommended Posts

კომპანია Microsoft-მა წარადგინა ლეპტოპი Surface Laptop 5, რომელიც გარეგნულად თითქმის არ განსხვავდება წინა მოდელისგან, თუმცა აქვს უახლესი აპარატული უზრუნველყოფა. ახალი ლეპტოპი წინა თაობების მოდელების მსგავსად შემოთავაზებულია ორ ზომაში, თუმცა ახალი ლეპტოპები აგებულია მხოლოდ Intel-ის პროცესორებზე - AMD-ის ჩიპების მქონე ვერსიები არ გამოვიდა. სამაგიერო ხელმისაწვდომია სერტიფიკაცია Intel EVO. 

image.jpeg 

შედარებით კომპაქტურ Surface Laptop 5-ს აქვს 13.5-დუიმიანი ეკრანი გვერდების შეფარდებით 3:2 და გაფართოებით 2256 × 1504 პიქსელი. უფრო მოზრდილ ვერსიას აქვს 15-დუიმიანი დისპლეი გვერდების ანალოგიური შეფარდებით და 2496 × 1554 პიქსელი გაფართოებით. ორივე მათგანში გამოყენებულია სენსორული ეკრანი PixelSense ტექნოლოგიით Dolby Vision IQ. 

image.jpeg 

ხალი ლეპტოპები აგებულია Alder Lake-U სერიის მე-12 თაობის Intel Core პროცესორებზე. ორივე მათგანი დაკომპლექტებულია პროცესორით Core i7-1255U, თუმცა ასევე ხელმისაწვდომია შედარებით კომპაქტური მოდელის ვერსია Core i5-1235U ჩიპით. Surface Laptop 5-ის ბიზნეს-ვერსიაში კი წარმოდგენილი იქნება უფრო მძლავრი Core i5-1245U ან Core i7-1265U. 

image.jpeg 

ლეპტოპებს აქვთ 8-დან 32 გბ-მდე LPDDR5x სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება, აგრეთვე მოხსნადი SSD 256 გბ-დან 1 ტერაბაიტამდე მოცულობით. Microsoft-ის განცხადებით ავტონომიური მუშაობის დრო 13.5-დუიმიანი მოდელი შემთხვევაში შეადგენს 18 საათს, 15-დუიმიანი Surface Laptop 5 მოდელის - 17 საათი. შედარებით კომპაქტური ვერსია ხელმისაწვდომია ლითონის ან ალკანტარა მოპირკეთებით, უფროსი მოდელი კი - მხოლოდ ლითონის.  

image.jpeg 

ლეპტოპებს აქვთ Wi-Fi 6 და Bluetooth 5.1 მოდულები. ასევე ხელმისაწვდომია ინტერფეისი Surface Connect, 3.5 მმ აუდიოკონექტორი, USB Type-A 3.1 პორტი, აგრეთვე USB Type-C Thunderbolt 4-ის მხარდაჭერით. 13.5-დუიმიანი Surface Laptop 5-ის ზომაა 308 × 223 × 14.5 მმ, წონა - 1272 ან 1297 გრამი ალკანტარა ან ლითონის ვერსიების მიხედვით, შესაბამისად. 15-დუიმიანი Surface Laptop 5-ის ზომაა 340 × 244 × 14.7 მმ და იწონის 1545 გრამს. 

image.jpeg 

Surface Laptop 5-ის ფასი იწყება 999 აშშ დოლარიდან (კომპაქტური ვერსია) და 1299 აშშ დოლარიდან - დიდი ვერსია. გაყიდვა 25 ოქტომბრიდან დაიწყება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.