Jump to content

ახალ ვიდეო დაფა RTX Titan-ს ექნება სრულად ფუნქციური GPU AD102 და დაიკავებს ოთხ სლოტს პერსონალურ კომპიუტერში


Recommended Posts

ვრცელდებოდა ხმები, რომ შესაძლოა გამოსულიყო RTX 4090 Ti, თუმცა NVIDIA-მ ჯერჯერობით დააანონსა მხოლოდ RTX 4090 და ორი ვერსიის RTX 4080. ინსაიდერი Moore's Law Is Dead ამტკიცებს, რომ აქვს ინფორმაცია RTX Titan სერიის ახალი წარმომადგენლის შესახებ, რომლის სახელწოდებაა RTX Titan Ada. 

image.jpeg 

ინსაიდერი აცხადებს, რომ RTX Titan Ada შესაძლოა იყოს RTX 4090 Ti. ამასთან, მისი თქმით, საწარმოო წყაროები ასევე მიაკუთვნებენ ჯერ გამოსასვლელ მოდელს Titan-ის სერიას და არა - RTX 4090 Ti-ს. წყაროებზე დაყრდნობით Moore's Law Is Dead ამბობს, რომ RTX Titan Ada-ს TDP-ის დონეა 600-დან 700 ვატამდე და არა - 800-100 ვაი, როგორც უფრო ადრეული ცნობები მოწმობდა. გარდა ამისა, დაფაში გამოყენებულია გრაფიკულ პროცესორ AD102-ის სრული კონფიგურაცია და აქვს ორი 16-პინიანი კვების კონექტორი. 

სავარაუდოდ, ახალი RTX Titan ოთხსლოტიანია, რის გამოც RTX 4090-იც კი მასთან შედარებით საკმაოდ მცირედ გამოიყურება. საყოველთაო აზრით, იგი იმდენად დიდია, რომ დეველოპერებმა ტესტირების დროს ვიდეო ბარათს დაუკავშირეს დედა დაფა და არა პირიქით. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, NVIDIA-ს დრო სჭირდება, რაა დაასრულოს RTX Titan-ზე მუშაობა, ამჟამად ეს პროექტი გადავადებულია. იმავე წყაროზე დაყრდნობით Moore's Law Is Dead ამტკიცებს, რომ ტესტირების დროს სერიოზული პრობლემები გამოჩნდა როგორც თავად ვიდეო დაფის, ისე კვების ბლოკის გადახურებასთან დაკავშირებით. 

ინსაიდერი ამბობს, რომ თუ NVIDIA ნამდვილად გამოუშვებს Titan ვიდეო ბარათს, ეს მოხდება მხოლოდ GDDR6 (სიჩქარე 27 გბ/წმ) ან GDDR7 მეხსიერების გამოსვლის შემდეგ. ისევე, როგორც RTX 4070-ის შემთხვევაში, RTX Titan Ada ან RTX 4090 Ti დაფის გამოსვლის თარიღი დამოკიდებული იქნება იმაზე, რომ AMD ახალ RDNA 3 არქიტექტურას წარადგენს. Moore's Law Is Dead ვარაუდობს, რომ NVIDIA-მ შეიძლება გამოუშვას უფრო მძლავრი ბარათი AD102-ს ბაზაზე 2023 წლის დასაწყისში ან შუა პერიოდში, თუკი ფლაგმანი AMD Radeon RX 7000 შეძლებს RTX 4090-სთვის ღირსეული კონკურენციის გაწევას. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.