Jump to content

NVIDIA-ს ინჟინერმა გააზიარა GeForce RTX 4090-ის გაგრილების სისტემის პროტოტიპები


Recommended Posts

მწარმოებელი კომპანიები, როგორც წესი, არ აჩვენებენ თავიანთი პროდუქტების ადრეულ პროტოტიპებს, თუმცა გამონაკლისებიც ხდება. პოპულარულ YouTube-არხ Gamers Nexus-ზე NVIDIA-ს ინჟინერმა Malcom Gutenburg-მა, რომელიც ვიდეო დაფების გაგრილების სისტემებთა დაკავშირებული საკითხებითაა დაკავებული, გააზიარა რამდენიმე საინტერესო დეტალი ახალ ფლაგმან GeForce RTX 4090-ის შესახებ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Gamers Nexus 

კერძოდ, გუტენბერგმა ისაუბრა GeForce RTX 4090 გრაფიკული ამაჩქარებლის გაგრილების სისტემის მახასიათებლებზე და ასევე აჩვენა გაგრილების სისტემების ადრეული პროტოტიპები, რომლებიც NVIDIA-მ დააპროექტა ამ ვიდეო ბარათისთვის. 

image.jpeg 

NVIDIA-ს ინჟინერმა წარადგინა ეტალონურ ვერსია GeForce RTX 4090 Founders Edition-ის დაჭრილი რადიატორი. წინა თაობის ფლაგმან GeForce RTX 3090-თან შედარებით ახალ ვიდეო დაფაში შეიცვალა ამაორთქლებელი კამერის კონსტრუქცია. იგი გახდა უფრო განიერი, რი ხარჯზე გაიზარდა გრაფიკულ პროცესორთან კონტაქტის ფართობი. 

image.jpeg 

ცვლილებები შეეხო ახალი ფლაგმანის გაგრილების სისტემის რადიატორსაც. კერძოდ, კომპანიის ინჟინრებმა გაზარდეს მისი ფრთების სიმაღლე სითბოს გატარების არეალის გაზრდის მიზნით. 

image.jpeg 

ინჟინერმა ასევე წარადგინა რადიატორის იმ ნაწილების ადრეული პროტოტიპები, რომლებშიც ქულერები მონტაჟდება. ეს პროტოტიპები გამოყენებულ იქნა ჰაერის ნაკადის და ხმაურის დონის მონაცემებზე დამყარებული გაგრილების სისტემის შესაქმნელად. 

image.jpeg 

დრე NVIDIA-მ განაცხადა, რომ შეიმუშავა ქულერების ბევრნაირი მოდელი GeForce RTX 4090-ში გამოყენებისთვის, თუმცა საბოლოოდ შეარჩია ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. ახალი ქულერი უფრო დიდია GeForce RTX 3090-თან შედარებით. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო არა მხოლოდ ჰაერის ნაკადის გაზრდის მიზნით, არამედ გაგრილების სისტემის აკუსტიკური მახასიათებლების გასაუმჯობესებლად - მისი ხმაურის დონის შესამცირებლად. 

image.jpeg 

Gamers Nexus-ის ვიდეოში ასევე ნაჩვენებია GeForce RTX 4090-ის დაფა გრაფიკული პროცესორით Ada Lovelace AD102 და სხვა ელემენტებით. შეგახსენებთ, GeForce RTX 4090 ვიდეო დაფის გაყიდვა 12 ოქტომბრიდან დაიწყება. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.