Jump to content

Intel-მა განაახლა Arc ვიდეო დაფების სისტემური მოთხოვნები - ამჟამად ისინი ოფიციალურად თავსებადია Ryzen 3000-სა და Ryzen 5000-სთან


Recommended Posts

კომპანია Intel-მა განაახლა Arc Alchemist სერიის ვიდეო ბარათების სისტემური მოთხოვნები, რომლებიც თავდაპირველად მიმდინარე წლის ივნისში გამოქვეყნდა. თავდაპირველად მითითებული იყო მხოლოდ Intel-ის პროცესორების გამოყენების აუცილებლობა, თანაც Core 10 სერიაზე (Comet Lake) ძველის არა. ამჟამად კი თავსებად პროცესორებში უკვე მითითებულია AMD Ryzen 3000 და Ryzen 5000. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

დრე Intel-მა განაცხადა, რომ მაქსიმალური წარმადობისთვის Arc Alchemist-ს სისტემისგან სჭირდება ტექნოლოგია Resizable BAR-ის მხარდაჭერა, რაც ტესტებმაც დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ Resizable BAR (ReBAR) ცენტრალურ პროცესორს წვდომას უხსნის ვიდეო დაფის ოპერატიული მეხსიერების ყველა სტეკზე. ვიდეო დაფების ახალ სისტემურ მოთხოვნებში Intel კვლავ მოითხოვს, რომ პერსონალურ კომპიუტერს ჰქონდეს ReBAR-ის მხარდაჭერა. ახალი ვიდეო დაფები არ არის განკუთვნილი ძველ კომპიუტერებში გამოყენებისთვის. 

image.png 

ფოტოს წყარო: Intel 

Arc Alchemist-ის მუშაობისთვის ასევე აუცილებელია Windows 10 20H2 ან Windows 11 ოპერაციული სისტემების გამოყენება. Windows 7თან Intel-ის ვიდეო დაფები არ იმუშავებს - ამ ოპერაციული სისტემისთვის დრაივერები არ არსებობს. როგორც პორტალი VideoCardz წერს, Intel-ის წარმომადგენელმა ტომ პეტერსენმა (Tom Petersen) ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კომპანია გეგმავს თავისი გრაფიკული ბარათების ოპტიმიზაციას ReBAR-ის მხარდაჭერის გარეშე არსებულ  სისტემებში გამოსაყენებლად. 

შეგახსენებთ, რომ Intel Arc A770 და Arc A750 ვიდეო ბარათები გაყიდვაში მომავალ კვირას უნდა გამოვიდეს. მათი გამოშვება დაგეგმილია 12 ოქტომბერს.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.