Jump to content

Xiaomi 12T-სა და 12T Pro-ს წარდგენა - ფლაგმანში მოცემულია 200 მპ კამერა, 120-ვატიანი დამუხტვა, ფასი - 750 ევრო


Recommended Posts

შედგა Xiaomi 12T და Xiaomi 12T Pro სმარტფონების ოფიციალური პრეზენტაცია. ფლაგმანური მოდელი გახდა ჩინური კომპანიის პირველი მოწყობილობა უზრმაზარი 1-დუიმიანი 200-მეგაპიქსელიანი კამერით. მასში წარმოდგენილია მაღალი წარმადობის პლატფორმა SD 8+ Gen 1 და 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Xiaomi 

Xiaomi 12T Pro-ს აქვს 6.67-დუიმიანი AMOLED დისპლეი გაფართოებით 2712 × 1220 პიქსელი, გვერდების შეფარდებაა 20:9. მხარდაჭერილია კადრის სიხშირის ადაპტური განახლება: პანელს შეუძლია იმუშაოს 120 ჰერც სიხშირეზე ან ავტომატურად შეარჩიოს ოპტიმალური ვარიანტი 30, 60, 90 და 120-ჰერციანი ვარიანტებიდან. სიკაშკაშის მაჩვენებელი აღწევს 900 კდ/²-ს, უზრუნველყოფილია ფერთა გადმოცემის მაღალი ხარისხი. მექანიკური დაზიანებებისგან ეკრანი დაცულია Corning Gorilla Glass 5-ით. 

image.jpeg 

დისპლეის ზედა ნაწილში მოცემულია პატარა ჭრილი და მასში განთავსებულია 20-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. თითის ანაბეჭდის სკანერი ინტეგრირებულია დისპლეიში. ძირითადი კამერა განთავსებულია კორპუსის უკანა მხარეს. იგი აგებულია 200-მეგაპიქსელიანი Samsung ISOCELL HP1 სენსორის ბაზაზე (ოპტიკური ფორმატი 1/1.22 დუიმი, პიქსელების ზომა - 0.64 მკმ). 

კონსტრუქციაში გათვალისწინებული არ არის ტელეობიექტივი, თუმცა მაღალი გაფართოების სენსორზე მხარდაჭერილია ორმაგი ციფრული ზუმი და შესაძლებელია 8K ფორმატის ვიდეოგადაღება. მხარდაჭერილია გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაია, ავტოფოკუსირება თვალების განთავსების მიხედვით და სხვა შესაძლებლობები. დამატებით მოცემულია 8-მეგაპიქსელიანი სუპერფართოკუთხიანი მოდული და 2-მეგაპიქსელიანი მაკროკამერა. 

image.jpeg  

Xiaomi 12T Pro-ს წარმადობაზე პასუხისმგებელია პროცესორი Qualcomm Snapdragon 8+ Gen 1. კონფიგურაციის მიხედვით წარმოდგენილია 8 ან 12 გბ LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება და 128 ან 256 გბ UFS 3.1 ფორმატის ფლეშ-მეხსიერება. მხარდაჭერილია მუშაობა მეხუთე თაობის მობილურ ქსელში (5G), აგრეთვე ორი SIM-ბარათის დაყენება. ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 120 ვატამდე სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით (შესაბამისი კვების ბლოკი შედის შეფუთვაში). არსებული ცნობების თანახმად 100%-მდე დამუხტვას 19 წუთი სჭირდება. 

image.jpeg 

სმარტფონში წარმოდგენილია Harman Kardon-ის სტერეოდინამიკები ტექნოლოგია Dolby Atmos-ის მხარდაჭერით. ხელმისაწვდომია Wi-Fi 6 და Bluetooth 5.2 უსადენო კავშირების ადაპტერები. ზოგიერთ რეგიონში სმარტფონში მოცემული იქნება NFC ჩიპი. პროგრამულ პლატფორმად გამოყენებულია Android 12 საფირმო ინტერფეისით MIUI 13. 

Xiaomi 12T Pro-ს გაყიდვა 13 ოქტომბერს დაიწყება. 8/128 გბ მეხსიერების მქონე ვერსია გაიყიდება 750 ევროდ, 8/256 გბ მოდელი - 800 ევროდ, ხოლო 12/256 გბ ვარიანტი - 850 ევროდ. 

image.jpeg 

რაც შეეხება შედარებით ხელმისაწვდომ Xiaomi 12T-ს, მას აქვს ასევე 6.67-დუიმიანი დისპლეი, თუმცა Dolby Vision-ის გარეშე, აგრეთვე აქვს ფლაგმანური მოდელის ანალოგიური ფრონტალური კამერა. ძირითადი კამერა აგებულია 108-მეგაპიქსელიანი Samsung ISOCELL HM6 სენსორის ბაზაზე (ოპტიკური ფორმატი 1/1.67 დუიმი, პიქსელების ზომა - 0.64 მკმ). მხარდაჭერილია გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია, თუმცა სენსორს არ შეუძლია 8K ვიდეოს გადაღება. დამატებით მოცემულია 8-მეგაპიქსელიანი სუპერფართოკუთხიანი სენსორი და 2-მეგაპიქსელიანი მაკროკამერა.  

 

image.jpeg

სმარტფონს საფუძვლად უდევს 8-ბირთვიანი პროცესორი MediaTek Dimensity 8100-Ultra (ოთხი Cortex-A78 ბირთვი 2.85 გჰც სიხშირით და ოთხი Cortex-A55 ბირთვი 2.0 გჰც სიხშირით. გრაფიკის დამუშავებისთვის გათვალისწინებულია ამაჩქარებელი Mali-G6510 MC6. სმარტფონს აქვს 8 გბ LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება და UFS 3.1 ფორმატის ფლეშ-მოდული 128 ან 256 გბ მოცულობით, მოდიფიკაციის შესაბამისად. Xiaomi 12T-საც აქვს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 120-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. 

Xiaomi 12T-ს მიწოდება დაიწყება 13 ოქტომბერს. 8/128 გბ ვერსიის ფასია 600 ევრო, 8/256 გბ ვერსიისა - 650 ევრო. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ვიყიდე ზუმერში, მოტანას კი ანდომებენ ერთ თვეს და 😐

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...
On 10/13/2022 at 2:20 PM, L'one said:

ვიყიდე ზუმერში, მოტანას კი ანდომებენ ერთ თვეს და 😐

გილოცავ. ისე 8-ში უკვე მქონდა ზუმერიდან 12T pro და 13-ში გაყიდვაშიო და ეს როგორ :)

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...
On 10/25/2022 at 12:38 AM, driver3030 said:

გილოცავ. ისე 8-ში უკვე მქონდა ზუმერიდან 12T pro და 13-ში გაყიდვაშიო და ეს როგორ :)

გაიხარე, მარაგები ეწურებათ ხოლმე 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.