Jump to content

Steam-ის სექტემბრის სტატისტიკა: იაფი ვიდეო ბარათები სხვებზე პოპულარულია, AMD-ს პროცესორები Intel-ისას ჩამორჩება


Recommended Posts

გეიმინგ პლატფორმა Steam-ის უახლესი სტატისტიკა აჩვენებს, რომ მომხმარებლები ამჟამად უპირატესობას ანიჭებენ საშუალო და საბაზისო დონის ვიდეო დაფებს, მათ შორის წინა თაობის მოწყობილობებს. GTX 1060-მა პირველი ადგილი შეინარჩუნა თითქმის ხუთი წლის განმავლობაში, თუმცა სექტემბერში იგი მეორე ადგილას აღმოჩნდა. Pascal არქიტექტურაზე დამყარებული ბარათების მფლობელთა რიცხვი 0.34%-ით გაიზარდა. მასზე უკეთესი მაჩვენებელი დააფიქსირა მხოლოდ ლეპტოპებისთვის განკუთვნილმა RTX 3060 ბარათმა (+0,61%). 

image.jpeg 

თვის განმავლობაში მომხმარებლების რიცხვის ზრდის მხრივ ტოპ-10-ში შევიდა ძველი მოდელები GTX 1660 და RTX 2060, თანამედროვე საშუალო და დაბალბიუჯეტური RTX 3060 და RTX 3050 Ti. ზედა დონეზე (არა-ლეპტოპებს შორის) RTX 3070 Ti მოდელის მაჩვენებელი გაიზარდა 0.02%-ით. არ გაზრდილა RTX 3080 Ti-ს, Radeon RX 6900 XT-ისა და Radeon RX 6800 XT-ს მაჩვენებლები, ხოლო RTX 3080-სა და RTX 3090-ს მოაკლდა 0.01% ცოტა ხნის წინ პრემიალურ მოდელებზე ფასების შემცირების მიუხედავად. 

ძირითადად, ვიდეო დაფების გრაფიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის. RTX 3060 და ლეპტოპებისთვის განკუთვნილი 3060 მე-5 და მე-6 ადგილებზეა, შესაბამისად. 

image.jpeg 

სექტემბერი იყო ზედიზედ მეორე თვე, როდესაც AMD-მ დაკარგა პროცესორების წილი Intel-ის სასარგებლოდ. AMD-ს მაჩვენებელი შემცირდა 0.82%-ით და ახლა მისი პროცესორების წილი 31.24%-ია, ხოლო Intel-ის - თითქმის 70%. Raptor Lake-სა და Zen 4-ის არქიტექტურაზე დამყარებული ახალი პროცესორების გაჩენამ შესაძლოა მალე გარკვეულწილად შეცვალოს ბალანსი. 

image.jpeg 

Windows 11 დაყენებულია კომპიუტერების რაოდენობის თითქმის მეოთხედზე. მხოლოდ მან დააფიქსირა ზრდა სექტემბერში ოპერაციულ სისტემებს შორის. ყველაზე პოპულარული ვიდეო ბარათები 8 გბ მეხსიერებით, 1080p დარჩა ყველაზე პოპულარულ გაფართოებად (66.38%), ხოლო 1440p გაიზარდა 0.33%-ით 11.25%-მდე. 

image.jpeg 

ვირტუალური რეალობის ჰედსეტ Oculus Quest 2 VR-ს მოაკლდა მომხმარებლების ნაწილი. მისი წილი შემცირდა 7.86%-ით 41.39%-მდე. ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტია HMD Valve Index-თან შედარებით, რომლის წილია 17.21%. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.