Jump to content

Intel XeSS AI-მასშტაბირება გაიტესტა Intel-ის, NVIDIA-სა და AMD-ის გრაფიკულ ბარათებზე - შედეგები განსხვავდება


Recommended Posts

Intel-მა გამოუშვა მასშტაბირების ტექნოლოგია XeSS. Intel Arc A7 სერიის დესკტოპ ვიდეო დაფები ჯერ არ გამოსულა გაყიდვაში, ამიტომ ახალი ტექნოლოგიის გატესტვა ჯერჯერობით შესაძლებელია მხოლოდ Arc სერიის მობილურ ვერსიებზე, დაბალბიუჯეტურ A380-ზე, ასევე AMD-სა და NVIDIA-ს პროდუქტებზე. ტესტების სერიები ჩაატარეს Tom’s Hardware-ისა და PCGamer-ის წარმომადგენლებმა. ტესტირება განხორციელდა თამაშში - Shadow of the Tomb Raider. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

Intel XeSS ხელმისაწვდომია ორ ვერსიად: ერთი განკუთვნილია XMX ბირთვებისთვის Arc პროცესორებში, მეორე მუშაობს DP4a ინსტრუქციებთან, რომლებიც მხარდაჭერილია თანამედროვე ვიდეო დაფების უმრავლესობაში, რომელთა შორისაა მოდელები სერიებიდან NVIDIA Pascal, მე-11 თაობის Intel Graphics, აგრეთვე AMD Vega 20, Navi და უფრო ახლები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: pcgamer.com 

PCGamer-ის ჟურნალისტებმა სატესტო ნიმუშად აიღეს NVIDIA GeForce RTX 2080 Ti ვიდეო ბარათი და წარმადობა შეადარეს სამ რეჟიმში: მასშტაბირების გათიშვისას (სტანდარტული რენდერინგი), ასევე XeSS და DLSS რეჟიმებში. 3440 × 1440 პიქსელი გაფართოების პირობებში ვიდეო დაფის საკუთარმა რესურსმა დააფიქსირა 95 კადრი წამში, ხოლო XeSS და DLSS-ში პარამეტრ Quality-ზე დაფიქსირებული მაჩვენებლების იყო შესაბამისად 112 და 119 კადრი წამში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: tomshardware.com 

რესურს Tom’s Hardware-მა ჩაატარა უფრო საფუძვლიანი ტესტირება, რომლებშიც 2560 × 1440 პიქსელ გაფართოებაზე გამოიყენა NVIDIA-სა და AMD-ს წინა და აქტუალური თაობების რამდენიმე ვიდეო ბარათი. შედეგები საინტერესო აღმოჩნდა: Intel XeSS მუშაობდა ყველა შემოწმებულ მოდელზე, მაგრამ ყოველთვის არ იძლეოდა წარმადობის მნიშვნელოვან ზრდას და ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა წარმადობის დაქვეითება, ზოგჯერ მნიშვნელოვანიც. მასალის ავტორებმა უარყოფითი ეფექტი ახსნეს იმით, რომ ზოგიერთ მოდელზე DP4a ინსტრუქციები მხარდაჭერილია მხოლოდ ემულატორის რეჟიმში - ეს შეეხო, კერძოდ, პირველი თაობის AMD Vega და Navi გრაფიკულ პროცესორებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: tomshardware.com 

მაჩვენებლების უმნიშვნელო ზრდა ზოგ შემთხვევაში უკავშირდებოდა ვიდეომეხსიერების არასაკმარის მოცულობას, თუმცა 6 გბ არც ისე ცოტაა ოთხი წლის წინანდელი თამაშისთვის.  თანამედროვე ვიდეო ბარათების მოდელებმა ძირითადად დაადასტურა XeSS-ის ეფექტურობა თანდაყოლილ რენდერინგთან შედარებით. განსაკუთრებით საინტერესო იყო დაბალბიუჯეტური Intel Arc A380-ის შედეგი, რომლის წარმადობა პარამეტრების ცვალებადობით "თანდაყოლილი" 26.5-დან გაიზარდა 58.7 კადრამდე წამში.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.