Jump to content

AMD-ს გეგმები პროცესორებზე: მალე გამოვა Ryzen 7000 სერია 3D-ქეშით, Threadripper და Zen 4-ზე დამყარებული APU კი - მომავალი წლის ბოლომდე


Recommended Posts

კომპანია AMD-მ პარტნიორებს გაუზიარა 2022-2023 წლების დესკტოპ პროცესორებთან დაკავშირებული გეგმები. წარმოდგენილი სამომავლო გეგმის თანახმად კომპანია კვლავ აპირებს Ryzen 5000, 4000G და 5000G სერიის გამოშვებას Soсket AM4-ით, ხოლო მძლავრი Ryzen Threadripper 5000-ის შთამომავლები არც ისე მალე გამოვა. 

image.jpeg 

AMD-ს 2023 წლის ბოლოსთვის აქვს დაგეგმილი ახალი თაობის მაღალი წარმადობის დესკტოპ პროცესორების წარდგენა, რომლებიც აქტუალურ Ryzen Threadripper 5000-ს ჩაანაცვლებენ. მათი დასახელება, ისევე, როგორც მახასიათებლები, ჯერ უცნობია. არაოფიციალური ხმებით მათი კოდური სახელწოდება იქნება Storm Peak და გაიყიდებიან, როგორც Ryzen Threadripper 7000. შესაძლებელია ვარაუდი, რომ ამ პროცესორებს ექნება Zen 4 ბირთვები, DDR5 და PCIe 5.0 მხარდაჭერა, აგრეთვე Ryzen 7000-ის სხვა მახასიათებლები. 

AMD ასევე გააგრძელებს Ryzen 5000 და 5000X3D პროცესორების გამოშვებას და გაყიდვას ახალი Ryzen 7000-ის პარალელურად მინიმუმ 2023 წლის ბოლომდე. სლაიდი ასევე ადასტურებს, რომ კომპანია ემზადება Ryzen 7000X3D პროცესორების გამოსაშვებად, რომლებიც აღჭურვილი იქნება დამატებითი 3D V-Cache-ით. მათი ანონსი შესაძლოა მიმდინარე წელს მოხდეს, თუმცა წინა ჯერზე არაოფიციალური ცნობები 2023 წლის პირველ კვარტალზე მიუთითებდნენ. 

image.jpeg 

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის გაფართოებული 3D V-Cache-ის მქონე ერთადერთი დესკტოპ პროცესორი Ryzen 7 5800X3D. ეს პროცესორია ასევე კომპანიის ყველაზე სწრაფი პროცესორი თამაშებისთვის და იგი ზოგ შემთხვევაში ახლახანს გამოსულ Ryzen 7000-საც კი უსწრებს. ასე, რომ Ryzen 7000X3D პროცესორების გამოშვება AMD-ს გეიმინგ მიმართულებით პოზიციების გამყარების საშუალებას მისცემს. 

დაბოლოს, 2023 წლის ბოლოსთვის AMD გეგმავს Ryzen G სერიის დესკტოპის APU-ების განახლებას, რომლებიც აღჭურვილი იქნება საკმაოდ ძლიერი ინტეგრირებული გრაფიკით. ისინი სავარაუდოდ შევა Ryzen 7000G სერიაში და მათში წარმოდგენილი იქნება Zen 4 ბირთვების და RDNA 2 ან RDNA 3 გრაფიკის კომბინაცია. ამავდროულად, AMD გააგრძელებს Ryzen 4000G და 5000G დესკტოპ APU-ების გამოშვებას ახალი პროდუქტების გამოშვების შემდეგაც კი. 

ამრიგად, გამოდის, რომ სულ მცირე 2023 წლის ბოლომდე Socket AM4 პლატფორმა არ დაკარგავს აქტუალურობას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.