Magdalena Posted September 30, 2022 Share Posted September 30, 2022 კონფერენცია Intel Innovation-ზე მოხსენებით გამოსვლისას Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ გელსინჯერმა გამოაცხადა Arc A770 დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლის გამოშვების თარიღი. იგი 12 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ვიდეო ბარათის სარეკომენდაციო ღირებულება იქნება 329 აშშ დოლარი. ფოტოს წყარო: Intel გელსინჯერის თქმით Arc A770 დაფის სატესტო ნიმუშები მიმომხილველებთან გაიგზავნა და მზადდება მიმოხილვები ბაზარზე დაფის გამოსვლის მომენტისთვის. Intel Arc A770-ის მახასიათებლები დიდი ხანია ცნობილია. მის საფუძვლად გამოყენებულია სრული ზომის გრაფიკული პროცესორი ACM-G10 32 Xe ბირთვით (4096 FP32 ბლოკი), რეითრეისინგის 32 ბლოკით, აგრეთვე 512 მატრიცული XMX ძრავით. გრაფიკული ჩიპის სიხშირეა 2100 მჰც. როგორც Intel განმარტავს, ეს მაჩვენებელი ასახავს არა მაქსიმალურ, არამედ GPU-ის მოსალოდნელ სიხშირეს. სხვა სიტყვებით, დატვირთვის შესაბამისად იგი შეიძლება იყოს ამ მაჩვენებელზე მაღალი ან დაბალი. ბარათს აქვს 16 ან 8 გბ GDDR6 მეხსიერების კონფიგურაციის მხარდაჭერა 17.5 გჰც (17.5 გბ/წმ) ან 16 გჰც (16 გბ/წმ) ეფექტური სიხშირით, მოცულობის შებასამისად. როგორც Intel აღნიშნავს, მეორე შემთხვევაში მეხსიერების სალტე 256-ბიტიანია, მეხსიერების სიჩქარე კი - 560 გბ/წმ. ეტალონურ ვერსიაში Arc A770 Limited Edition ვიდეო დაფა გამოვა მხოლოდ 16 გბ მეხსიერებით. https://tinyurl.com/244kv2hn Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.